არსენალს რაიას გარეშე გამოცდა ელის

არსენალს რაიას გარეშე გამოცდა ელის

ჯეიმი რედნაპი ფიქრობს, რომ კეპა არისაბალაგას „არსენალის“ კარში დავიდ რაიას შეცვლა გაუჭირდება – „მეთოფეთა“ მთავარი მეკარე რაია ინგლისური პრესის თანახმად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

რაია შაბათს დაშავდა. როგორც მოსალოდნელი იყო ნიუკასლში სასტარტო შემადგენლობაში მან ითამაშა, მაგრამ 70-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუხდა. ის კეპამ შეცვალა. ამ მომენტისთვის ანგარიში იყო 2:1 „ნიუკასლის“ სასარგებლოდ. საბოლოოდ თამაში დასრულდა 2:2.

რაიამ მკლავი იტკინა. ის „კაჭკაჭების“ თავდამსხმელ უილ ოსულას შეეჯახა. შეჯახება ერთი შეხედვით სხვა შეჯახებებისგან არაფრით გამოირჩეოდა, მაგრამ რამდენიმე წამში გაირკვა, რომ ტრავმა სერიოზულია და რაიას ერთხანს მკურნალობა მოუწევს.

„ტოტენჰემის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რედნაპმა, რომელიც ცნობილი მწვრთნელის ჰარი რედნაპის ვაჟი და „ჩელსის“ ლეგენდის ფერენკ ლამპარდის დეიდაშვილია, Sky Sport-თან ინტერვიუში თქვა: „ჩრდილო ლონდონელებს თითო პოზიციაზე ორი მოთამაშე ჰყავთ. მათმა მეკარემ, რაიამ მოედანი ისე დატოვა, რომ ეტყობოდა, მხარი ძლიერ ტკიოდა. არადა რაია ამ გუნდში ერთადერთი შეუცვლელი ფეხბურთელია. კეპა მისი დონის გოლკიპერი არ არის. მას პრემიერლიგაში უჭირს, ახლა კი რამდენიმე თამაშის ჩატარება მოუწევს. მომდევნო მატჩებში „არსენალისთვის“ ყველაფერი შეიცვლება. რაიას არყოფნა გუნდისთვის ნამდვილად დიდი დარტყმა იქნება, ამიტომ ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი თამაშის გამოტოვება მოუწევს რაიას“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.