შაბათს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „სანტიაგო ბერნაბეუზე” „რეალს” ხვდება. მადრიდელებს ამ შეხვედრისთვის მეკარის პრობლემა აქვთ. კეპას კუნთი სტკივა და ხსენებულ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. „ჩელსის” ყოფილი გოლკიპერი „ბრაგასთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინა მოთელვაზე დაშავდა. მის ნაცვლად კარში 24 წლის უკრაინელი ანდრეი ლუნინი ჩადგა. მოგეხსენებათ, „ლოს ბლანკოსის” მთავარი დანაკლისი ბელგიელი ტიბო კურტუაა, რომელიც სერიოზულ ტრავმას მკურნალობს. კეპამ...
ჭდე: კეპა არისაბალაგა
მამარდა, სიმბოლური და ჩელსი
გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ბილბაოსთან“ ფრედ დასრულებული შეხვედრის გმირი იყო“, – ასე დაახასიათეს ქართველი მეკარის თამაში. „ვალენსიამ“ „ბილბაოთან“ ფრედ, 2:2 ითამაშა, მაგრამ წააგებდა ქართველ მეკარეს შესანიშნავად რომ არ ეთამაშა – გიორგი მამარდაშვილმა ამ შეხვედრაში ხუთი რთული დარტყმა მოიგერია. „ბილბაოსთნ“ მატჩში 22 წლის...
რეალი მეკარეს ხუთეულიდან არჩევს
ხუთშაბათს „რეალის” გულშემატკივრები დაზაფრა ცნობამ იმის შესახებ, რომ მეკარე ტიბო კურტუა დაშავდა და 2023-24 წლების სეზონის გამოტოვება მოუწევს. ბელგიელი „თეთრების” ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია და „ჩელსიდან” „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგების შემდეგ გუნდის კარს საიმედოდ იცავს. კურტუას დაშავების შემდეგ „რეალმა” გადაწყვიტა სატრანსფერო ბაზარს მიაშუროს, რადგან კარლო ანჩელოტი ანდრეი ლუნინზე დაყრდნობას არ აპირებს. მეტიც, „რეალი” ამ ზაფხულში ლუნინის...
ვინ დაიცავს ხვიჩას კარს?
ხვიჩა კვარაცხელიას კლუბმა „ნაპოლიმ” მეორე მეკარე შეიძინა. ის გახლავთ 35 წლის იტალიელი სალვატორე სირიგუ, რომელსაც უთამაშია „პალერმოში”, „კრემონეზეში”, „ანკონაში”, „პარი სენ ჟერმენში”, „სევილიაში”, „ოსასუნაში”, „ტორინოსა” და „ჯენოაში”. ვეტერანი კამპანიის დედაქალაქში სამედიცინო შემოწმებისთვის დღეს ჩავა. სირიგუს გასამრჯელო იქნება წელიწადში დაახლოებით 700 ათასი ევრო. დაახლოებით იმიტომ, რომ გარდა ფიქსირებული ხელფასისა აქ ბონუსებიც იგულისხმება. რაც შეეხება მთავარი მეკარის...
ნაპოლის ნავასიც უნდა
ბოლო ცნობების თანახმად „ნაპოლი” კეილორ ნავასის ყიდვაზე მუშაობს. იმავდროულად, ხვიჩა კვარაცხელიას კლუბი „ჩელსიდან” კეპა არისაბალაგას გადაბირებასაც აპირებს. პარტენოპეელები (პარტენოპეის რესპუბლიკა იყო ნახევრად ავტონომიური წარმონაქმნი ნეაპოლის სამეფოს ტერიტორიაზე, რომელსაც საფრანგეთის პირველი რესპუბლიკა უჭერდა მხარს. მან იარსება 1799 წლის 21 იანვრიდან 13 ივნისამდე. მის გამო კლუბ „ნაპოლის” ფეხბურთელებს პარტენოპეელებს ეძახიან) გამალებულები ეძებენ მეკარეს. კოლუმბიელი დავიდ ოსპინა ივლისში...
კეპა ხვიჩას თანაგუნდელი ხდება
იტალიური მას-მედიის ცნობით ესპანელი, ბასკი მეკარე კეპა არისაბალაგა „ნაპოლიში” გადასვლასთან არის ძალიან ახლოს. „ჩელსიში” იმედგაცრუებული 27 წლის გოლკიპერი ერთი სეზონით, იჯარის წესით, ხვიჩა კვარაცხელიას კლუბში აპირებს ძალის მოსინჯვას. 2018 წელს, როდესაც კეპა „ბილბაოდან” „ჩელიში” გადავიდა, ლონდონურმა კლუბმა მასში 82 მილიონი დოლარი გადაიხადა, რაც მეკარისთვის სარეკორდო ფასი იყო. მისდა სამწუხაროდ, ბასკ გოლკიპერს ახასიათებდა შეცდომები, რის გამოც...
კარში დააბრუნეთ კეპა!
კლუბთა მსოფლიო თასის ნახევარფინალში „ჩელსიმ“ საუდის არაბეთის გუნდ „ალ ჰაილის“ 1:0 მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც 12 თებერვალს „პალმეირასს“ შეხვდება — ბრაზილიელებმა 2:0 სძლიეს ეგვიპტის „ალ აჰლის“. კაცმა რომ თქვას, ის, რომ ლონდონელები მეტოქეს დაამარცხებდნენ მოულოდნელი არ ყოფილა, როგორც ის, რომ იოლი გასეირნებაც არ ექნებოდათ. სწორედ ამიტომ მიიპყრო საყოველთაო ყურადღება „ლურჯების“ ბასკმა მეკარემ კეპა არისაბალაგამ,...
კეპა ჩელსის ისტორიაა
გუშინ ლონდონურმა „ჩელსიმ“ ინგლისის ლიგის თასის 1/8-ფინალში „საუთჰემპტონი“ პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა. მანამდე, იმავე ტურნირის 1/16-ფინალში „ასტონ ვილასთან“ მატჩიც პენალტების სერიით დასრულდა – 4:3. კიდევ უფრო ადრე იყო ევროპის სუპერთასის მატჩი „ვილიარეალთან“ და ასევე პენალტების სერია – 6:5. სამივე ამ შემთხვევაში „ჩელსის“ კარს კეპა არისაბალაგა იცავდა. მან ლონდონურ კლუბში 7-დან 5-ჯერ მიიყვანა პენალტების სერია გამარჯვებამდე....
სუპერკეპამ სუპერთასი ჩელსის მოუტანა
ევროპის სუპერთასი „ჩელსიმ“ მოიგო. მან ბელფასტში, „უინძორ პარკზე“ „ვილიარეალი“ დაამარცხა. ძირითადი დრო დასრულდა 1:1, დამატებითში გოლი არ გასულა, პენალტებში კი ლონდონელთაგან მარტო კაი ჰავერცმა ვერ გაიტანა, ხოლო ესპანური გუნდის ფეხბურთელებიდან ალჟირელ აისა მანდისა და 35 წლის რაულ ალბიოლს მოეცარათ ხელი. ჩემპიონთა ლიგისა და ევროლიგის გამარჯვებულთა შეხვედრაში ყველაზე მეტად იმან მიიპყრო ყურადღება, რომ „ლურჯების“ მწვრთნელმა თომას...
ჩეხი კარში დაბრუნდა
„ჩელსიმ” პრემიერლიგის ოცდახუთკაციან განაცხადში 38 წლის პეტრ ჩეხი დაამატა. ჩეხი კლუბის ტექნიკური დირექტორი და „ლურჯების” ყოფილი ლეგენდაა. ის დასავლეთლონდონელთა კარს 2004-2015 წლებში იცავდა. მან 494 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. და რაც ყველაზე უცნაურია, ერთი შეხედვით „ჩელსის” მეკარეები არ აკლია. ამიტომაც გაოცდნენ გულშემატკივრები. მათთვის გასაკვირია, რა აზრი აქვს უკონტრაქტო ფეხბურთელის დამატებას, რომელსაც ორი წელიწადია აღარ უთამაშია. პეტრ...









