ბოლო ცნობების თანახმად „ნაპოლი” კეილორ ნავასის ყიდვაზე მუშაობს. იმავდროულად, ხვიჩა კვარაცხელიას კლუბი „ჩელსიდან” კეპა არისაბალაგას გადაბირებასაც აპირებს.
პარტენოპეელები (პარტენოპეის რესპუბლიკა იყო ნახევრად ავტონომიური წარმონაქმნი ნეაპოლის სამეფოს ტერიტორიაზე, რომელსაც საფრანგეთის პირველი რესპუბლიკა უჭერდა მხარს. მან იარსება 1799 წლის 21 იანვრიდან 13 ივნისამდე. მის გამო კლუბ „ნაპოლის” ფეხბურთელებს პარტენოპეელებს ეძახიან) გამალებულები ეძებენ მეკარეს. კოლუმბიელი დავიდ ოსპინა ივლისში თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა ნეაპოლიდან, ალექს მერეტი კი სადაცაა „სპეციაში” გადავა.
როგორც ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, „ნაპოლიში” ძალიან დიდ პატივს სცემენ 35 წლის კოსტარიკელ მეკარეს კეილორ ნავასს, რომელსაც როგორც ჩანს „პარი სენ ჟერმენის” დატოვება უნდა. გასულ სეზონში ის ადგილს იტალიელ ჯანლუიჯი დონარუმას უყოფდა.
კამპანიის (იტალიის ადმინისტრაციული რეგიონია) დედაქალაქის კლუბს იმავდროულად არც კეპას გადაბირებაზე აუღია ხელი. „ნაპოლი” და „ჩელსი” იჯარის თანხას ათანხმებენ. ლონდონელები გოლკიპერის ხელფასის ნაწილსაც გადაიხდიან.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/09/2026 | 09:15ფაბიან რუისი: გამიხარდება ოქროს ბურთს ჩემი თანაგუნდელი თუ მოიგებს
აქეთურ-იქითური25/09/2026 | 07:33მოქმედებს მედია-სიგიჟე ხმოსან ჟურნალისტებზე?
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:46კვარა: ტოპ 5 ლიგაში მოხვედრა ძნელი წარმოსადგენი იყო
აქეთურ-იქითური24/09/2026 | 07:10ჰაკიმის სასამართლოს წინაშე წარდგომა მაინც მოუწევს
