ფედერაციამ უნებლიე მკვლელს ვერდიქტი გამოუტანა

ფედერაციამ უნებლიე მკვლელს ვერდიქტი გამოუტანა

2 ნოემბერს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის შეხვედრაში ტრაგედია დატრიალდა: „ანდროას“ მეკარე ხესუს ოვონო კარიდან შორს გამოვიდა და „ტენერიფეს“ თავდამსხმელს ხესუს დე მიგელს დაეჯახა. შეჯახების შედეგად 30 წლის დე მიგელი გარდაიცვალა. მომხდარმა მთელი მსოფლიოს საფეხბურთო საზოგადოება შეძრა. დაღუპულის ხსოვნას ყველგან მიაგეს პატივი, ეკვატორიული გვინეის ნაკრების გოლკიპერი კი შოკირებული დარჩა. ახლა ის ცდილობს თავის უბედურებას გაუმკლავდეს.

პარასკევს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ 25 წლის ოვონოს თავისი წილი ვერდიქტი გამოუტანა – 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია. სადისციპლინო რეგულაციებიდან გამომდინარე ეს მაქსიმუმია. ფედერაციამ განმარტა: „მომხდარის აღწერიდან (ლაპარაკია მსაჯის პატაკზე) და თანმდევი გარემოებებიდან გამომდინარე სადისციპლინო კომიტეტი ამ ფაქტს განიხილავს როგორც სერიოზულ უხეშობას და გამოაქვს მაქსიმალური ვერდიქტი“.

როგორც ფედერაციის განცხადებაში წერია, სადისციპლინო კომიტეტმა თავის განაჩენს საფუძვლად არბიტრის პატაკი დაუდო. მსაჯმა „ანდორას“ მეკარე მოედნიდან გააძევა და თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა: „როდესაც ბურთი თამაშში იყო ის მეტოქეს ფეხით დაუნდობლად შეეჯახა“.

თავიდან ამბობდნენ, რომ ოვონოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმესაც აღძრავდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ამ მხრივ არაფერი ისმის. როგორც ამბობენ, საქმე აღძრულია.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.