თუკი ბოლო წლის განმავლობაში ესპანეთში ვინმემ სკანდალური პოპულარობა მოიპოვა, ეს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ლუის რუბიალესია. შემოდგომაზე ის თანამდებობიდან გადადგა. მიზეზი: ფეხბურთელ ქალს ჯენი ერმოსოს დაჯილდოების ცერემონიალზე ტუჩებში აკოცა, მაგრამ ეს არაფერი — ახლა რუბიალესი კიდევ უფრო დიდ შარშია. მას ფულის არალეგალურად შოვნაში სდებენ ბრალს. ოთხშაბათს, რუბიალესს დასაჭერად მიადგნენ, მაგრამ ეჭვმიტანილი ვერ მოიხელთეს —...
ჭდე: ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია
ვალენსია ფედერაციას ტყუილებში ამხელს
დღეს, ლა ლიგაში მე-12 ადგილზე მყოფი „მალიორკა” მე-13 ადგილზე მყოფ „ვალენსიას” ხვდება. გიორგი მამარდაშვილისა და „ღამურებისთვის” ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა. მის შედეგზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული დარჩება „ვალენსია” უმაღლეს ლიგაში თუ გავარდება. ამის შემდეგ ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი ტურიღა დარჩება. ესპანეთში კი არა და არ ჩემდება წინა ტურში „მესტალიაზე” მომხდარი „ვინისიუსის საქმის” ექო. ყველა ცდილობს დაგმოს რასიზმი და...
VAR-ის მსაჯები დასაჯეს
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ და აპარატურის მსაჯთა ტექნიკურმა კომიტეტმა პირველი გაბედული გადაწყვეტილება მიიღეს. მიზეზი: ინციდენტი „ვალენსიასა” და „რეალის” შეხვედრაში რომელიც ბრაზილიელის გაძევებით დასრულდა. ნაჩო იგლესიას ვილიანუევას დაუყოვნებლივ შეუჩერდა VAR-ის მსაჯობის უფლება, მისი დამხმარე ხუთეული კი აპარატურას შემდეგი სეზონის განმავლობაში ვერ მიეკარება. მსაჯთა დასჯის მიზეზი კონკრეტულად ის გახლავთ, რომ მატჩის მთავარმა არბიტრმა რიკარდო დე ბურგოს ბენგოეტჩეამ ვინისიუსი...


