ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ და აპარატურის მსაჯთა ტექნიკურმა კომიტეტმა პირველი გაბედული გადაწყვეტილება მიიღეს. მიზეზი: ინციდენტი „ვალენსიასა” და „რეალის” შეხვედრაში რომელიც ბრაზილიელის გაძევებით დასრულდა. ნაჩო იგლესიას ვილიანუევას დაუყოვნებლივ შეუჩერდა VAR-ის მსაჯობის უფლება, მისი დამხმარე ხუთეული კი აპარატურას შემდეგი სეზონის განმავლობაში ვერ მიეკარება.
მსაჯთა დასჯის მიზეზი კონკრეტულად ის გახლავთ, რომ მატჩის მთავარმა არბიტრმა რიკარდო დე ბურგოს ბენგოეტჩეამ ვინისიუსი VAR-ის მიერ მიწოდებული კადრის საფუძველზე გააძევა. ამ კადრში მადრიდელი უგო დუროს სახეში ხელს არტყამს, მაგრამ გაწევ-გამოწევის დასაწყისის ჩანაწერი არ არსებობს. VAR-მა ის ვერ მოიძია. შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის ეპიზოდია, რომელშიც „ვალენსიას” ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილიც ჩაერია.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
