Breaking News

ვალენსია

ჟორჟმა მთელი ვალენსია გააყვითლა

„ვილიარეალმა’’ ბოლო ტურში რეგიონული დერბი მოუგო „ვალენსიას’’ – 2:1. „ყვითელი წყალქვეშა ნავი’’ ლა ლიგის ცხრილში მესამე ადგილზეა და „ღამურებზე’’ თითქმის ორჯერ მეტი ქულა აქვს. სწორედ ამას ეძღვნება AS-ის წერილი, რომელიც შეგვახსენებს, რომ „ვალენსიამ’’ „ლა სერამიკაზე’’ თავისი 26 ვიზიტიდან 16 წააგო. სადღეისოდ, სხვაობა ამ ორ გუნდს შორის იმდენად დიდია, რომ ვილიარეალის ბანაკი თავს უფლებას აძლევს სოციალურ…

Read more

თანაგუნდელებო, მეტად დაეხმარეთ ჟორჟს!

AS: „ჟორჟ მიქაუტაძე იბრძოდა, მაგრამ იზოლირებული იყო. ერთხელ კარგად დაარტყა პირველ ტაიმში და ორი გარღვევა ჰქონდა მეორეში. მას თანაგუნდელებისგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება’’. ასე შეაფასა ესპანეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სპორტულმა გაზეთმა ქართველი თავდამსხმელის თამაში ვალენსიურ დერბიში, რომლშიც „ვილიარეალმა’’ „ვალენსიას’’ შინ 2:1 მოუგო. ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ სრულიად ვეთანხმებით AS-ის შეფასებას. „შეხვედრა კარგად დავიწყეთ. მეტოქის გოლის შემდეგ…

Read more

მამარდამ წლევანდელ რბევას გაასწრო

კვირას იოჰან კრუიფის სახელობის პატარა სტადიონზე ლა ლიგის მორიგი ტურის მატჩში „ბარსელონას’’ გიორგი მამარდაშვილის ყოფილი გუნდი „ვალენსია’’ ესტუმრა და 0:6 წააგო. ეს იყო „ჩეების’’ სრული დემორალიზების საღამო. სტუმრები მეორე ტაიმში მოედნიდან უბრალოდ გაქრნენ და შედეგად ხუთი გოლი გაუშვეს. მატჩის შემდეგ „ღამურების’’ მწვრთნელმა კარლოს კორბერანმა მომხდარი ასე შეაფასა: „გვინდოდა დაცვაში წინა შეხვედრებზე უკეთ გვეთამაშა, მაგრამ „ბარსელონამ’’…

Read more

კამპ ნოუს დაუმთავრებელი სჭირს

„ბარსელონა’’ 2025-26 წლების სეზონს ორ კვირაში იწყებს, მაგრამ კიდევ არ იცის სად ითამაშებს პირველ საშინაო შეხვედრას, განახლებულ „კამპ ნოუზე’’, თუ სხვაგან.  აქვე ვთქვათ, რომ სპონსორული გარიგების გამო „კამპ ნოუს’’ 2026 წლამდე „სპოტიფაი კამპ ნოუ’’ ერქმევა. სპოტიფაი არის მუსიკის, პოდკასტების და ვიდეო სტრიმინგის პლატფორმა რომელიც საშუალებას იძლევა ინტერნეტში მოუსმინოთ მილიონობით სიმღერას, პოდკასტს და სხვა აუდიომასალას. ლა…

Read more

მამარდას თანაგუნდელი მილანში?

„მილანს’’ „ვალენსიასგან’’ ხავი გერას შეძენა უნდა. ამჟამად ნახევარმცველი ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობს. იტალიური წყაროები იტყობინებიან, რომ „როსონერის’’ გიორგი მამარდაშვილის ყოფილ კლუბთან საწყისი მოლაპარაკება შედეგიანი ჰქონდა და დღეს 22 წლის ნახევარმცველში ესპანელებს 20 მილიონ ევროს შესთავაზებს. შეგახსენებთ, რომ „მილანსა’’ და „ვალენსიას’’ ბოლო წლებში საქმიანი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. მამარდას თანაგუნდელთაგან მილანელებმა 2023-ში უკვე იყიდეს ამერიკელი…

Read more

კორბერანის ხელში მამარდას ვალენსია მეოთხე ადგილზეა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია’’ ლა ლიგის ბოლო მატჩს სტუმრად „რეალ ბეტისის’’ წინააღმდეგ გამართავს. რამდენიმე თვის წინ გულშემატკივარს ეგონა, რომ ეს შეხვედრა უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობისა იქნებოდა, მაგრამ „ღამურების’’ თავკაცად კალოს კორბერანის დანიშვნის შემდეგ ვითარება ძირეულად შეიცვალა. „ვალენსიამ’’ მეორე წრეში 32 ქულა მოაგროვა და სეზონის ბოლო სამ მატჩს თეორიულად უსაფრთხოდ შეხვდა. მეტიც, გუნდს ევროპულ ასპარეზზე…

Read more

მამარდას ბოლო მატჩი მესტალიაზე

„ბილბაომ’’ ალექს ბერენგერის წარმოუდგენელი სილამაზის გოლით ლა ლიგის ოთხეულში ადგილი გაინაღდა, „ვალენსიამ’’ კი რომელიმე ევროთასზე გასვლაზე ოცნებას თავი დაანება. პრინციპში „ღამურებისთვის’’ ეს ამოცანა არც იყო ადექვატური, რადგან მთელი სეზონის განმავლობაში ლიგაში დარჩენისთვის იბრძოდნენ. ვალენსიელთა ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს საქმე მეორე ტაიმში გამოუჩნდა. მან ჯერ გორკა გურუზეტას თავური მოიგერია, 72-ე წუთზე კი ბერენგერის საოცარი ტრაქტორიით დარტყმულს…

Read more

საკამათო პენალტი ბრწყინვალე მამარდას კარში

„მარკა’’ წერს: „ალავესმა’’ მე-15 წუთზე გაიღვიძა, მაგრამ ვერ გამოფხიზლდა. მამარდაშვილმა ნახტომით მოიგერია გურიდის თავური დარტყმა, რომელსაც ბურთი კარში რომ გასულიყო ოფსაიდზე შეამოწმებდნენ. შემდეგ ქართველმა მეკარემ თავისი შთამბეჭდავი მატჩი განაგრძო, მან მხრით მოიგერია ტენალიას შორეული დარტყმული, ჯარიმის გათამაშების შემდეგ ალენიას დარტყმულსაც გადაუღობა გზა და პირველი ტაიმის მიწურულს კარლოს ვისენტეს კიდევ ერთი შორეულ დარტყმა დაბლოკა… …მერე კი…

Read more

მამარდას ჩვეულებრივი თამაში

პირველად 2019 წლის შემდეგ „ვალენსიას’’ ზედიზედ 9 შეხვედრაში მარცხი არ უგემია ― „ღამურებმა’’ „ლას პალმასს’’ სტუმრად 3:2 მოუგეს. კანარის კუნძულელთა მდგომარეობა ამ წაგებამ გააუარესა. 34 თამაშის შემდეგ ისინი გასავარდნ სამეულში არიან. „ვალენსია’’ რომელიც ცოტა ხნის წინ თავადაც ლა ლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშე იდგა, ახლა მე-12 პოზიციას იკავებს. ვალენსიელთა თავკაცი კარლოს კორბერანი: „მე არითმეტიკა არ მაინტერესებს….

Read more

ვინ თქვა, მამარდა ცუდ ფორმაშიაო

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ’’ სტუმრად „ჟირონასთან’’ 1:1 ითამაშა და ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი შეინარჩუნა. ამასთან აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში „ღამურებს’’ მშობლიური „მესტალიას’’ გარდა სხვა სტადიონზე არ მოუგიათ: 7 ფრე და 7 მარცხი. ვალენსიელები მართალია „წითელ’’ ზონაში აღარ არიან, მაგრამ შორსაც არ წასულან ― მე-18 ადგილს 1 ქულით უსწრებენ. ქართველი გულშემატკივრისთვის ეს შეხვედრა იმით იყო მნიშვნელოვანი,…

Read more

მამარდა: ვიცი, საუკეთესო ფორმაში არ ვარ!

„მარკა’’ წერს, რომ „ვალენსიასა’’ და „ვალიადოლიდის’’ შეხვედრის უარყოფითი გმირი მასპინძლეთა მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელმაც პირველი ტაიმის ბოლოს ფეხით თამაშში უხეში შეცდომა დაუშვა და ხუანმი ლატასას ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. საქართველოს ნაკრების კარის მცველს ბურთი მისმა მცველმა კრისტიან მოსკერამ დაუგორა. მან გამოტანა სცადა, მაგრამ შეეშალა – ის სტუმრების თავდამსხმელს მიუგორა. შემდეგ მამარდაშვილმა მეტოქისთვის სივრცის შეზღუდვა…

Read more

კორბერანი: მამარდაშვილს პირად საუბარში ვეტყვი

„ცალკეული ფეხბურთელების თამაშს საჯაროდ არასდროს ვაფასებ. მე ამას კერძო საუბარში ვაკეთებ. ჩავარდნები მუშაობით სწორდება’’, ― თქვა „ვალენსიას’’ მწვრთნელმა კარლოს კორბერანმა, როდესაც ჰკითხეს თუ რატომ ვეღარ თამაშობს გიორგი მამარდაშვილი ბოლოდროს კარგად. ქვემოთ გთავაზობთ „ოსასუნასა’’ და „ვალენსიას’’ შეხვედრის (3:3) მომენტებს, რომელთა მიხედვით საქართველოს ნაკრების მეკარის თამაშზე თავად შეგექმნებათ წარმოდგენა. ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ flashscore-მა მამარდაშვილს 6.0 დაუწერა,…

Read more

პენალტი რომ იყო, თვით სიმეონემ დაადასტურა

„ატლეტიკომ’’ „ვალენსიას’’ საშინაო მოგებათა სამმატჩიანი სვლა შეწყვიტა ― 3:0. „ღამურებს’’ ლა ლიგიდან გავარდნა ემუქრებათ. ისინი მეორე ლიგაში 1986 წლის შემდეგ არ გავარდნილან. პირველ ტაიმში არგენტინელმა ხულიან ალვარესმა ორი გოლი გაუტანა მასპინძლებს. მას შესვენებამდე მესამეs გატანაც შეეძლო, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა დროული გამოსვლით მასთან პირისპირ შესულ არგენტინელს მიზანში დარტყმის შესაძლებლობა არ მისცა. 86-ე წუთზე კიდევ ერთმა არგენტინელმა…

Read more

ვალენსიამ ვილიარეალში ფრე მოახერხა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ’’ ვილიარეალში ჩამორჩენა გამოასწორა, 1:1 ითამაშა და მეტოქეს ბოლო წლის განმავლობაში ზედიზედ სამი თამაშის მოგების შესაძლებლობა არ მისცა. არადა, „ვილიარეალი’’ მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად იბრძვის. შეგახსენებთ, „ღამურები’’ ცდილობენ გავარდნას გადარჩნენ. მამარდაშვილმა flashscore-სა და whoscored-ის  ვერსიით 6.9-ზე ითამაშა, sofascore-მა კი მას 7.2 დაუწერა. ქვემოთ გთავაზობთ შეხვედრის მომენტებს:

Read more

დიაკაბი გაგიჟდა, მამარდამ კარგად ითამაშა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ’’ „ლეგანესს’’ შინ 2:0 მოუგო. შეხვედრის მთავარი ამბავი ის იყო, რომ მეორე გოლი უმძიმესი ტრავმის შემდეგ მოედანზე თითქმის ერთი წლის შემდეგ დაბრუნებულმა მუკტარ დიაკაბიმ გაიტანა და სიხარული თავაშვებით გამოხატა. სტატისტიკოსები ამბობენ, რომ ეს გახლდათ „ღამურების’’ პირველი გამარჯვება „ლეგანესთან’’ ბოლო ექვს შეხვედრაში. კარლოს კორბერანის გუნდი 23 ტურის შემდეგ 22 ქულით მე-18 ადგილზეა. ეს გასავარდნთა…

Read more

ბარსელონამ ვალენსია ისევ გაანადგურა

„ბარსელონამ’’ სტუმრად 5:0 მოუგო „ვალენსიას’’ და ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში გავიდა. „ბლაუგრანა’’ ყველა შეჯიბრებაში ერთად უკვე 10 მატჩში არ დამარცხებულა ― 8 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა. ამ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილს მონაწილეობა არ მუღია, „ღამურების’’ კარს სტოლე დიმიტრიევსკი იცავდა. ესპანური მედია წერს, რომ თასის ნახევარფინალში „რეალი’’, „ბარსელონა’’, „ატლეტიკო’’ და „რეალ სოსიედადი’’ 2014 წლის შემდეგ არ შეყრილან….

Read more

მამარდას და ღამურების გამარჯვება

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ’’ „სელტას’’ უმასპინძლა და 2:1 მოუგო. 22 ტურის შემდეგ „ღამურებს’’ 19 ქულა აქვთ. ისინი ბოლოსწინა ადგილზე არიან. ერთი პოზიციით ზემოთ მყოფ „ალავესს’’ „ვალენსია’’ 2 ქულით ჩამორჩება. კარლოს კორბერანის გუნდმა წინა შეხვედრა ბარსელონაში 1:7 წააგო. ასეთი ფიასკოს შემდეგ გუნდმა ვიგოელებთან თამაში ფრთხილად დაიწყო, მაგრამ 44-ე წუთზე ლუის რიოხას დარტყმით ანგარიში გახსნა. 65-ე წუთზე სტუმართა…

Read more

ელიფ ელმასი მამარდას თანაგუნდელი არ გახდა

ჩრდილო მაკედონიელი ელიფ ელმასი ხომ გახსოვთ? ის „ნაპოლიში’’ თამაშობდა და თავიდან ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენტად განიხილებოდა, შემდეგ კი აურელიო დე ლაურენტისმა 24 მილიონ ევროდ „ლაიფციგში’’ გაყიდა. როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ელმასმა რომელსაც გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასთან’’ ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა უცებ ნირი იცვალა და „ტორინოში’’ გადაბარგდა. ამრიგად, „ღამურები’’, რომლებიც დღეს-ხვალ ელმასს „მესტალიზე” ელოდნენ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორიოდ დღით…

Read more

ტორესი: წლეულსვე რატომ არ წახვედი?

ესპანური გაზეთი AS წერს, რომ „ბარსელონასა’’ და „ვალენსიას’’ შეხვედრის დამთავრების შემდეგ („ბარსელონამ’’ 7:1 მოიგო) ფერან ტორესი გიორგი მამარდაშვილთან მივიდა და თამაშზე ორიოდ სიტყვის გაცვლის შემდეგ ჰკითხა: წლეულსვე რატომ არ წახვედი? ქართველმა მეკარემ უპასუხა: ალისონი. ეს საუბარი  DAZN-ს კამერებმა დააფიქსირა. AS მიიჩნევს, რომ გიორგის ერთსიტყვიანი პასუხი მრავლისმეტყველია. მისი აზრით მამარდაშვილი „ლივერპულში’’ გასულ ზაფხულსვე იმიტომ არ გადავიდა,…

Read more

მამარდას გუნდის გაპარტახება ბარსელონაში

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია’’ ბარსელონაში „მონჟუიკზე’’ კატასტროფულ მდგომარეობაში ჩავარდა: 1:7 წააგო. ასეთი ან დაახლოებით ასეთი ანგარიშით „ღამურებს’’ 106 წლიან ისტორიაში სულ სამჯერ ჰქონდათ წაგებული:  1933-34 წლების სეზონში „ოვიედოსთან’’ და 1954-55 წლების სეზონში ორჯერ, „ალავესთან’’ და „ბილბაოსთან’’. სამივე შემთხვევაში – 0:7. ბოლო დიდი მარცხი „ვალენსიამ’’ 2010-11 წლების სეზონში „რეალისგან’’ იწვნია – 3:6. იმ შეხვედრის პირველ ტაიმში მადრიდელებმა…

Read more

მამარდა ხვალ ოლმოს გარეშე მოთამაშე ბარსელონას დაუპირისპირდება

„ბარსელონას’’ ვარსკვლავი დანი ოლმო კვირას გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასთან’’ ვერ ითამაშებს, ამჯერად მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. „ბლაუგრანამ’’ ესპანეთის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა უნდა გააძლიეროს. ჰანსი ფლიკის გუნდს აუტსაიდერთა შორის მყოფ „ვალენსიასთან’’ ქულების დაკარგვის უფლება არ აქვს, მითუფრო შინ. „ბარსა’’ მესამე ადგილზეა. ის 7 ქულით ჩამორჩება ლიდერ „რეალს’’. ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში „ბლაუგრანამ’’ სტუმრად დაამარცხა „ბენფიკა’’ – 5:4. ამ შედეგის…

Read more

მამარდას ვალენსიამ ორი თვის მერე ისევ მოიგო

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია’’ ლა ლიგაში გამარჯვებას ორი თვე ელოდა და აი, წუხელ, „რეალ სოსიედადთან’’ შეხვედრაში აიხდინა ოცნება. უგო დუროს მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლი ამ საღამოს „მესტალიაზე’’ ერთადერთი აღმოჩნდა. შედეგად „ღამურებმა’’ ბოლო ადგილს თავი დააღწიეს და ბოლისწინა, მე-19 პოზიციაზე ავიდნენ. ახლა მათ 20 თამაშიდან 16 ქულა აქვთ. მათ წინ, ოღონდ ასევე გასავარდნ ზონაში არის 19-ქულიანი…

Read more

მამარდა მოედანს დაუბრუნდა

გიორგი მამარდაშვილი მოედანს დაუბრუნდა. მისმა „ვალენსიამ’’ სევილიაში „სანჩეს პისხუანზე’’ აუტსაიდერის რანგში ითამაშა. ქართველი მეკარის გარდა შემადგენლობას დაუბრუნდა „ღამურების’’ კაპიტანი ხოსე გაია, დანარჩენი შემადგენლობა კი იგივე იყო რაც წინა ტურში „რეალის’’ წინააღმდეგ. სევილიელებმა თამაში რიხიანად დაიწყეს და პირველ 12 წუთში სამი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ მამარდა მამარდობდა. საბოლოოდ შეხვედრა დამთავრდა 1:1. ანგარიში 61-ე წუთზე  სტუმრამა ლუის…

Read more

superdeporte მამარდას ასახელებს

ესპანური პორტალის superdeporte-ს მკითხველებმა 2024 წლის „ვალენსიას’’ საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაასახელეს. მამარდაშვილი საუკეთესოდ გამოკითხულთა 39-მა პროცენტმა მიიჩნია. ბევრმა ის საუკეთესოდ მხოლოდ ჩინებული გასული სეზონის გამო კი არა, არამედ მთელი გუნდისთვის საკამათო მიმდინარე სეზონის მიხედვითაც კი ჩაწერა. „ღამურების’’ ვარსკვლავი ზაფხულში „ლივერპულმა’’ იყიდა, მაგრამ კლუბებს შორის მყისვე შედგა გარიგება, რომლის მიხედვითაც გოლკიპერი 2025 წლის…

Read more

კორბერანი: 90 წუთი მეტოქის ნახევარზე

გავლენიანმა ესპანურმა სპორტულმა გაზეთმა AS-მა „ვალენსიას’’ ახალი მწვრთნელის კარლოს კორბერანის შესახებ დაწერა. გამოცემა ამბობს, რომ კორბერანი ვალენსიიდან 26 კილომეტრში, ჩესტეშია დაბადებული. მშობლიური ავტონომიის დედაქალაქის გუნდთან მან 2027 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. ესპანეთში კორბერანს ნაკლებად იცნობენ, ინგლისის ჩემპიონშიფში კი ლამისა ჯადოქრად მიაჩნიათ ― მისი ხელმძღვანელობით „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი’’ მეხუთე ადგილით ფლეი-ოფში გავიდა. გუნდს პრემიერლიგამდე ერთი ნაბიჯიღა ჰქონდა…

Read more

ვალენსიას შობაზე კარლოს კორბერანი მიუვიდა

„ვალენსიას’’ ახალი თავკაცი ჰყავს ― აქამდე ინგლისის ჩემპიონშიფში მომუშავე პოპულარული (მეტიც, როგორ AS წერს მოდური) ახალგაზრდა მწვრთნელი კარლოს კორბერანი. ის რუბენ ბარახას შეცვლის. ესპანურმა კლუბმა შეატყობინა „ვესტ ბრომვიჩ ალბიონს’’ რომ მის გამოსასყიდ 2.4 მილიონ ევროს იხდის. კორბერანი, რომელსაც მიაჩნია, რომ „ვალენსიაში’’ მუშაობა მისთვის ცხოვრების მიერ ნაბოძები დიდი შანსია „ჩეებთან’’ კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე და კიდევ…

Read more

მამარდას მწვრთნელი გაუშვეს

„ვალენსიას’’ ლეგენდა რუბენ ბარახა „ღამურების’’ თავკაცის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ის გიორგი მამარდაშვილის მწვრთნელი აღარ არის. მიმდინარე სეზონში მისი ხელმძღვანელობით გუნდს ისტორიაში უარესი სტარტი ჰქონდა, არადა წინა სეზონში გულშემატკივარს ევროთასებზე დაბრუნების იმედიც კი ჩაუსახა. იმ ოცდაათ მწვრთნელს შორის, ვინც „ვალენსიას’’ ყველაზე მეტ შეხვედრაში მწყემსავდა, ბარახას ბოლო შედეგი აქვს, მაგრამ მისი პერიოდი მაინც ორ ნაწილად იყოფა. მან „ჩეები’’…

Read more

კიკე სანჩეს ფლორესი ჯერჯერობით უარზეა

დღეს, უფრო სწორად საქართველოს დროით უკვე ხვალ, ღამის პირველის ნახევარზე, „ვალენსია’’ დაშავებული გიორგი მამარდაშვილის გარეშე ბარსელონაში „ესპანიოლს’’ ხვდება. ამ შეხვედრის წინ ვალენსიურ მედიაში გუნდის მზადებაზე იმდენს არ ლაპარაკობდნენ, რამდენსაც მწვრთნელის შესაძლო ცვლილებაზე. ჯერჯერობით „ღამურებს’’ ისევ რუბენ ბარახა უდგას სათავეში, მაგრამ მისი შეცვლის საკითხი აქტუალურია და უკვე კანდიდატებსაც ასახელებენ. ბოლო დღეებში კიკე სანჩეს ფლორესი ახსენეს. „ესტადიო…

Read more

მამარდა ახალ წლამდე ვერ ითამაშებს

„ვალენსია’’ 2025 წლის ბოლომდე გიორგი მამარდაშვილისა და კაპიტნის ხოსე გაიას გარეშე დარჩა. ეს ისედაც დაბეჩავებული გუნდისთვის დიდი დარტყმაა ― შემდეგი სამი კვირის განმავლობაში „ღამურებს’’ ორი მთავარი ვარსკვლავი ვერ დაეხმარება. როგორც Tribuna Deportiva წერს, ქართველ მეკარეს „რაიო ვალეკანოსთან’’ წინა სწორი კუნთი გაუწყდა და განკურნება დროს მოითხოვს. შესაბამისად, ქართველი მეკარე გამოტოვებს შეხვედრებს „ვალიადოლიდთან’’, „ესპანიოლთან’’ და „ალავესთან’’. ჩამოთვლილი…

Read more

პიპო, ახლა უკვე წადი!

„ვალენსიამ’’ კვლავ წააგო, ამჯერად შინ „რაიო ვალეკანოსთან’’ – 0:1. „მესტალიამ’’ აშკარა უკმაყოფილება გამოხატა. „ღამურების’’ გულშემატკივარს მეტის მოთმენა აღარ სურს. მართალია გუნდის მწვრთნელი რუბენ ბარახა მათი ლეგენდაა, მაგრამ ამჯერად მისი მისამართითაც გაისმა: „პიპო, ახლა უკვე წადი!’’ ეს შეძახილი ჯერჯერობით მასობრივი არ იყო, მაგრამ ყური ნამდვილად მოჭრა. მეორე მხრივ ფაქტია, რომ „ვალენსიას’’ პრობლემათა სათავე ბარახა კი არა,…

Read more

ორი იანვარი რომ დასვენებაა…

ესპანეთში გადადებული მატჩების გამო კალენდართან დაკავშირებულმა პრობლემებმა წამოჰყო თავი. ვალენსიას ოქტომბერში თავს წყალდიდობა DANA დაატყდა, როს გამოც „მესტალიას’’ „რეალი’’ ვერ ესტუმრა. მართალია გუშინ, ხუთშაბათს დადგინდა, რომ ეს მატჩი 2 იანვარს ჩატარდება, მაგრამ ქვეყანაში არსებობს შეთანხმება, რომლის თანახმადაც 2 იანვარი ფეხბურთელებისთვის დასვენების დღეა. იმისათვის, რომ მატჩი ამ დღეს გაიმართოს, თანხმობა AFE-მ ანუ ესპანელ ფეხბურთელთა ასოციაციამ უნდა…

Read more

თამაში, რომელშიც პაუზა მოქმედებაზე მეტი იყო

„ანალიზია გასაკეთებელი. რაც ვნახეთ იმის მიხედვით ფრე უნდა ყოფილიყო. „მალიორკამ’’ ორ საგოლე ეპიზოდში წარმატებას მიაღწია, ჩვენ კი 1:0-ს ვიგებდით და უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. საჭიროა კარგად გავიაზროთ რა მდგომარეობაში ვართ სეზონის დასაწყისიდან და ამას თუ გავაკეთებთ ისეთ თამაშებს როგორც დღეს გვქონდა აღარ წავაგებთ. მტკიცე ხასიათის გამოვლენა გვმართებს. საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულები უნდა ვიყოთ. ორ ეპიზოდში კონცენტრაცია…

Read more

მესტალია ან წაგება

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია’’ ბოლო წლებია სტუმრად სხვა გუნდია, შინ კი სხვა. დიდი ხანია „ღამურები’’ სხვის სტადიონზე სახეს ჰკარგავენ. ასე მაგალითად, 2019-20 წლების სეზონში მან სტუმრად მხოლოდ 3 თამაში მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 12 წააგო. 2020-21 წლების სეზონში სტუმრად თამაშის სტატისტიკა ასეთი იყო: 2,6 და 11. 2021-22 წლების სეზონში: 5,7,7. 2022-23 წლების სეზონში: 3,4,12. მიმდინარე…

Read more

ვალენსიამ მადრიდის რომელიღაც გუნდს მოუგო

მადრიდული კლუბი „პოლიდეპორტივო პარლა ესკუელა-ფეარ პლეი’’ დაფუძნდა 1989 წელს და ტერსერა დივიზიონის მე-7 ჯგუფში ანუ ესპანეთის დედაქალაქისა და მისი შემოგარენის გუნდების ჩემპიონატში მონაწილეობს. აი, ამ გუნდმა უმასპინძლა „ვალენსიას’’ ესპანეთის თასის 1/64 ფინალში. როგორც მოსალოდნელი იყო გაიმარჯვა ლა ლიგის წარმომადგენელმა, ოღონდ… მხოლოდ 1:0. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-20 წუთზე პეპელუმ გაიტანა. მატჩის შემდეგ „ღამურების’’ თავკაცი რუბენ ბარახა…

Read more

ვალენსიამ მოიგო, დურო ისტორიაში შევიდა

ოქტომბრის წყალდიდობით განადგურებულმა ვალენსიამ შოკი გადალახა, ფეხბურთისთვის მოიცალა. ლა ლიგის ორი ტურის გამოტოვების შემდეგ გიორგი მამარდაშვილის გუნდმა „რეალ ბეტისს’’ უმასპინძლა და შთამბეჭდავად მოუგო 4:2. გიორგის ორ გაშვებულ გოლში ბრალი არ მიუძღვის. ქართველმა მეკარემ რამდენჯერმე იხსნა კიდეც „ღამურები’’, თუმცა მეორე ტაიმში, როდესაც სტუმრებმა გამწარებით შეუტიეს იყო ორ-სამ წუთიანი მონაკვეთი, როდესაც ერთხელ გამოსვლაზე შეცდა (მცველმა დააზღვია) და…

Read more

ვალენსიას თითქოს ეშველა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში’’ სიახლეა, რომელიც კლუბის ეკონომიკურ მხარეს ეხება. დავალიანების რესტრუქტურიზაციის შედეგად CaixaBank-ის კრედიტი განულდა იმას ნიშნავს, რომ სტადიონი „მესტალია’’ იპოთეკისგან გათავისუფლდა. გარდა ამისა სინგაპურელი მილიარდერი პიტერ ლიმი აღარ არის ვალდებული ფლობდეს კლუბის აქციათა 51 პროცენტს. ესპანური წყაროები წერენ რომ საინვესტიციო ჯგუფ Goldman Sachs-ის დახმარებით დაიხურა 186 მილიონიანი ორმაგი კრედიტი. 2014 წელს, როდესაც „ვალენსიას’’ მთავარი…

Read more

მამარდამ ვალენსიას 900 000 მოუტანა

Plaza Deportiva-ს წვდომა ჰქონდა ოფიციალურ წყაროებთან, სადაც ამოიკითხა, რომ ევრო 2024-დან „ვალენსიას’’ 900 000 ევრო შეუვიდა. თითქოს სად სანაკრებო და სად საკლუბო ფეხბურთი, მაგრამ ასეც არ არის საქმე. როგორ საზღვრავენ რა თანხა უნდა მიიღოს ევროპის ჩემპიონატიდან ამა თუ იმ კლუბმა? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ეტაპიდან გამოეთიშა შეჯიბრებას ის ნაკრები, რომელშიც მისი ფეხბურთელი გამოდიოდა. იგულისხმებიან…

Read more

მამარდას და ქოჩორას თამაშები გადაიდო

ვალენსიის ავტონომიური თემის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ესპანეთის მთავრობის მიერ მაგოცხადებული სამდღიანი გლოვის დროს სპორტული ღონისძიებები არ გაიმართება. გლოვის დღეებია 31 ოქტომბერი, 1 და 2 ნოემბერი ანუ ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი. მოგეხსენებათ, სამშაბათს რეგიონს თავს გამანადგურებელი შტორმი დაატყდა. იტყობინებიან ასამდე დაღუპულის შესახებ. შესაბამისად, შაბათის შეხვედრა გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასა’’ და „რეალს’’ შორის მოგვიანებით გაიმართება. გადაიდო სეგუნდა დივიზიონში…

Read more

მამარდაშვილი, როგორც მესი

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” სტუმრად „ხეტაფესთან” 1:1 ითამაშა. შეხვედრის ბოლოს გიორგიმ ზედიზედ ორი დარტყმული მოიგერია. რაც შეეხება მის კარში გატანილ გოლს, ის პენალტი გახლდათ. ქვემოთ გთავაზობთ წერილს ერთ-ერთი ვალენსიური გამოცემიდან: „მამარდაშვილი დარტყმას დარტყმაზე ისე იგერიებს, რომ უნებურად საუკეთესო ფორმაში მყოფი მესი გაგახსენდებათ, რომელსაც გოლი გოლზე გაჰქონდა. რასაკვირველია, არგენტინელსაც ჰქონდა ცუდი დღეები, როდესაც ბურთს ბადეში ვერ აგდებდა….

Read more

არეულობა მესტალიას გამოსასვლელში

„მესტალიაზე’’ ეს ღამე სხვა ღამეებს არ ჰგავდა. გუნდი ბოლო ადგილზე დაენარცხა. „ვალენსია’’ ამ დროს ასეთ პოზიციაზე არასდროს ყოფილა და რაც უფრო ცუდია, გულშემატკივრებს ყველაფერი ყელში ამოუვიდათ. მათ ეს შეხვედრის მერე გამოამჟღავნეს. თავიდან ყველაფერი სტადიონის გარეთ ჩვეულებრივი პროტესტით დაიწყო. ვინ იცის ხალხი მერამდენედ აპროტესტებდა პიტერ ლიმის მენეჯმენტს. ბოლო წლებში „ვალენსიას’’ საშინაო თამაშების წინ ასეთი გამოსვლები წესად…

Read more

ვალენსია ფსკერზეა

„ვალენსიამ’’ შინ 2:3 წააგო „ლას პალმასთან’’. 10 ტურის შემდეგ ორივე გუნდს 6 ქულა აქვს. „ლას პალმასი’’ ბოლოს წინა ადგილზეა, ხოლო „ვალენსია’’ ბოლოზე. მასპინძელთა ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა სამი დარტყმა მოიგერია, აქედან ორი ისეთი, მის ოსტატობას რომ შეეფერება, გაშვებული გოლებიდან კი ერთადერთი, რომელშიც შეიძლება გიორგის ნაწილობრივ ბრალზე ვილაპარაკოთ მეორე იყო, როდესაც მან მართალია საჯარიმოს ხაზიდან დარტყმული…

Read more

მამარდას ამბავი უცხოეთში

„სარბიელის“ გამოკითხვის შედეგად საქართველოს 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილის გამოცხადებას, ცხადია, უცხოური მედიაც გამოეხმაურა. აგერ, მაგალითად, რას წერს „ვალენსიას“ სოციალური პლატფორმა: „ვალენსიას“ მეკარე გახდა საქართველოს ისტორიაში პირველი მეკარე, რომელმაც ეს ჯილდო მეორედ მოიგო. ქართველი მეკარე 2023-24 სეზონში შესანიშნავი თამაშის გამო ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად აირჩიეს. ისტორიული ფაქტია, რადგან ის მამარდაშვილი პირველი მეკარეა, რომელმაც ეს…

Read more

ორშაბათს: მამარდაშვილი და მისი პირველი სარკე

სანაკრებო კვირეულის შემდეგ ევროპაში ეროვნული ჩემპიონატები განახლდება. ესპანურ ლა ლიგაში საქართველოს 2023-24 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია’’ „ლას პალმლასს’’ მასპინძლობს. AS წერს, რომ ეს იქნება ძველი თანაგუნდელების მამარდაშვილისა და ჰოლანდიელი ჯასპერ სილესენის შეხვედრა. სილესენი ის მეკარეა, რომელიც ქართველს „მესტალიაზე’’ დახვდა, რომელიც გიორგიმ შემადგენლობიდან ამოაგდო და რომელზეც ამბობს: „ის მე ძალიან დამეხმარა’’. ჯასპერი „ვალენსიაში’’…

Read more

ვალენსია შემდეგ კვირაში არ გავარდება

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ სან სებასტიანში „რეალ სოსიედადთან“ 0:3 წააგო და გასავარდნთა სამეულში დაბრუნდა. ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ შეხვედრის რჩეული მომენტები და დარწმუნდეთ, რომ ქართველი მეკარის ბრალი ერთი გოლიც არ ყოფილა. პირიქით, მან ორ ეპიზოდში გუნდი კიდევ ორი გოლისგან იხსნა. „საშინლად გულნატკენი ვარ. ორი სერიოზული შეცდომა დავუშვით და მეტოქეს 3:0 გამარჯვების საშუალება მივეცით. მძიმე მარცხმა უნდა გამოგვაფხიზლოს….

Read more

იყო მამარდაზე პენალტი?

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ოსასუნას” უმასპინძლა. წარმოუდგენლად მოსაწყენი შეხვედრა 0:0 დასრულდა. როგორ უნდა შეფასდეს ეს შედეგი? როგორც ერთ-ერთი აუტსაიდერის მიერ ქულის მოპოვება თუ შინ ორი ქულის დაკარგვა? მატჩის შემდეგ „ღამურების” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ თქვა: „ცხელი შუადღის შემდეგ მოედნის საფარმა ხელი არ შეგვიწყო. რასაკვირველია მოგება გვინდოდა, მაგრამ კარგია, რომ ქულა მოვიპოვეთ. ეს პოზიტიური მომენტი იყო. შეხვედრის მიწურულს…

Read more

ვალენსიას პირველი გამარჯვება 12 ნავსიანი შეხვედრის შემდეგ

„ვალენსიამ” როგორც იქნა მოიგო — „მესტალიაზე” „ჟირონა” დაამარცხა 2:0. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დაასახელეს. „დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რადგან სეზონი ცუდად დავიწყეთ, ძლიერ მოწინააღმდეგეებთან მოგვიწია შეხვედრა. ახლა ასე უნდა განვაგრძოთ და შემდეგ ტურში „ოსასუნა” დავამარცხოთ. დღეს იყო პირველი გამარჯვება „მესტალიაზე”, რაც ძალიან დაგვეხმარება. შინ ყოველთვის კარგად ვთამაშობთ, სხვა გუნდი ვართ. მომავალში სტუმრადაც ასევე უნდა…

Read more

მამარდაშვილი: მინდა ყველაფერი გავიღო

ის „ვალენსიას” ერთ-ერთი კაპიტანი არ არის, მაგრამ გასახდელში ავტორიტეტული სტყვა ეთქმის. მეკარე გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე სეზონის კრიზისზე გვესაუბრა, კლუბისთვის ფრიად დელიკატური მომენტი გააანალიზა („ღამურებს” 15 შესაძლებლიდან 1 ქულა აქვთ, ლა ლიგის ცხრილში ბოლო ადგილზე არიან) და სხვა თემებთან ერთად „ლივერპულთან” კონტრაქტს, „ოქროს ბურთსა” და მის ცხოვრებაში „მესტალიას” როლსაც შეეხო. როგორ მიდის გუნდში საქმე? მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ….

Read more

რაფა მირი თავდებით გამოუშვეს

„ვალენსიას” თავდამსხმელი, სკანდალში გახვეული რაფა მირი სასამართლომ გამოკითხა და შინ გაუშვა. მას ბრალად სექსუალური დანაშაული ედება. წარმოშობით მურსიელი (ვალენსიის მეზობელი რეგიონია სამხრეთით) თავდამსხმელი ჩვენებურად რომ ვთქვათ თავდებით არის გამოშვებული. შინ მისვლამდე მირმა ჟურნალისტებს უთხრა: „აუცილებლად ვილაპარაკებ. თქვენ კარგად იცით, რომ მე ლაპარაკის პრობლემა არ მაქვს”. მოსამართლემ სიფრთხილის ზომები მიიღო. მაგალითად, ფეხბურთელს პასპორტი ჩამოართვა. გარდა ამისა…

Read more

ვალენსია მორიგ შარში: რაფა მირი დაპატიმრებულია

ვინ დაწყევლა „ვალენსია”? გეგონება უხეირო ფეხბურთის თამაში არ ეყოფოდა, მისი ახალი შენაძენი რაფა მირი ორშაბათს პოლიციამ დააკავა. მირს ორ სექსუალურ დანაშაულში ედება ბრალი. ფეხბურთელს უჩივის 21 წლის ქალი, რომელიც მან გასულ შაბათს ვალენსიის ცნობილ ღამის კლუბში „ვილიარეალთან” თამაშის (1:1) შემდეგ გაიცნო. დააკავეს „სევილიადან” იჯარით გადაყვანილი ფეხბურთელის მეგობარიც, რომელმაც სავარაუდოდ მეორე მსხვერპლს ფიზიკური დაზიანება მიაყენა. Cadena…

Read more

ვალენსიას პირველი ქულა თორმეტი შესაძლებლიდან

„ვალენსიამ” ისევ ვერ მოიგო. გიორგი მამარდაშვილის გუნდს თორმეტი შესაძლებლიდან მხოლოდ ერთი ქულა აქვს. „ღამურებმა” შაბათს „ვილიარეალს” უმასპინძლეს და მართალია უგო დუროს გოლით დაწუნაურდნენ, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლო წამებზე, კერძოდ 45+3 წუთზე აიოსე პერესმა ანგარიში გაქვითა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 23 წუთის შემდეგ მსაჯმა მეორე ყვითლით დასაჯა სტუმარი გუნდის სენეგალელი ნახევარმცველი პაპ გუეი, რის მერეც „ჩეებს” ჰქონდათ…

Read more