„მილანს’’ „ვალენსიასგან’’ ხავი გერას შეძენა უნდა. ამჟამად ნახევარმცველი ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობს. იტალიური წყაროები იტყობინებიან, რომ „როსონერის’’ გიორგი მამარდაშვილის ყოფილ კლუბთან საწყისი მოლაპარაკება შედეგიანი ჰქონდა და დღეს 22 წლის ნახევარმცველში ესპანელებს 20 მილიონ ევროს შესთავაზებს. შეგახსენებთ, რომ „მილანსა’’ და „ვალენსიას’’ ბოლო წლებში საქმიანი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. მამარდას თანაგუნდელთაგან მილანელებმა 2023-ში უკვე იყიდეს ამერიკელი იუნუს მუსა.
სავარაუდოდ „ვალენსია’’ იტალიური კლუბის პირველ შეთავაზებას არ დაყაბულდება. ლაპარაკია 18 მილიონს პლუს 2 მილიონზე წარმატებების მიხედვით. როგორც ამბობენ „ღამურებს’’ „ასტონ ვილამ’’ და „ატლეტიკომ’’ ხავი გერაში 25 მილიონი შესთავაზეს. ფეხბურთელი კი „სან სიროზე’’ გადასვლით ყოფილა დაინტერესებული. მას ყველაფერს „როსონერიში’’ თამაში ურჩევნია.
მილანელთა ტრანსფერების ალბანელი მაესტრო იგლი ტარე ყველა დეტალს აანალიზებს. სპორტულმა დირექტორმა გერას ყივის საქმე უნდა შეუხამოს სხვა ტრანსფერებს, რომლებიც სერია A-ს 19-გზის ჩემპიონს აქვს ჩაფიქრებული. ასე მაგალითად, „მილანი’’ „ლევერკუზენიდან’’ ცნობილი შვეიცარიელის გრანიტ ჯაკას გადაბირებას აპირებს.
გერას ტრანსფერზე ძალიან იმოქმედებს ზემოხსენებული მუსას „მილანიდან’’ „ნაპოლიში’’ გადასვლა-არ გადასვლის საქმე. მოგეხსენებათ, ნეაპოლელებმა კევინ დე ბრუინი დაიმატეს და შესაძლოა მუსას ყიდვა გადაიფიქრონ. თუ ასე მოხდება, მაშინ „მილანი’’ ალბათ დაფიქრდება, უნდა და შეუძლია თუ არა გერას შეძენა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 08:14რას ელოდება საქართველის ნაკრების მეტოქის, უნგრეთის გულშემატკივარი?
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 07:00ლუის ენრიკე პსჟ-ს ისტორიაში
სიახლეები31/10/2026 | 09:14დიდებული ჰაკიმი
