ევრომეტოქეები – ჩემპიონი სკანდინავიაში

Home კატეგორიის გარეშე ევრომეტოქეები – ჩემპიონი სკანდინავიაში
ევრომეტოქეები – ჩემპიონი სკანდინავიაში

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, UEFA-ს ოფისში, 2025-26 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ჩემპიონი თბილსის „იბერია 1999“ პირველ ეტაპზე შვედურ „მალმიოს“ დაუპირისპირდება.

პირველი მატჩს 8 ან 9 ივლისს თბილისი უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო, 15 ან 16 ივლისს შვედეთში გაიმართება.

კონფერენციის ლიგა ყაზახეთიდან ლუქსემბურგამდე

კონფერენს ლიგაში საქართველოს სამი წარმომადგენელი ჰყავს, მაგრამ დღეს წილისყრამ მხოლოდ ორი მათგანის მეტოქეები გაირკვა.

საქართველოს თასის მფლობელი თბილისის „სპაერი“ მეორე ეტაპიდან ითამაშებს, ამიტომ დღეს მხოლოდ ქუთაისის „ტორპედოსა“ და გორის „დილას“ მეტოქეები შევიტყვეთ.

რიონისპირელების მეტოქე პირველ ეტაპზე ყაზახური „ორდაბასი“ იქნება. „ტორპრდო“ პირველ მატჩშ ქუთაისში გამართავს.

პირველი მატჩი სტუმრად ექნება „დილას“, ვისი მეტოქეც ლუქსემბურგული „რასინგია“.

მატჩები 10 და 17 ივლისს გაიმართება.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.