თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის

თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის

ესპანეთის სახალხო პარტიის ლიდერმა ილბერტო ნუნიეს ფეიხოომ, რომელიც  29 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება, ფეხბურთზეც თქვა ორიოდ სიტყვა. პროგრამა „ელ ჩირინგიტოში“ გამოსვლისას გალისიელმა პოლიტიკოსმა ფიფას ულტიმატუმი წაუყენა: თუ მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის ფინალი ესპანეთში არ გაიმართება, ქვეყანა შეჯიბრების თანამასპინძლობაზე უარს იტყვის!

ეს ყველაფერი რასაკვირველია იმ შემთხვევაში, თუ სახალხო პარტია არჩევნებს მოიგებს და ნუნიეს ფეიხოო პრემიერ მინისტრი გახდება.

ნუნიეს ფეიხოომ დაასახელა სამი მიზეზი, რომელთა გამო მუნდიალის ფინალი სწორედ ესპანეთში უნდა გაიმართოს და არა… მაროკოში: „სად უნდა გაიმართოს 2030 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი? იქ, სადაც მისი ჩატარება სამართლიანი და სწორია – ესპანეთში. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ესპანეთს სხვებზე უკეთ შეუძლია მოაწყოს ნებისმიერი სპორტული ღონისძიება, რაც ადრეც არაერთხელ დაგვიმტკიცებია; მეორე იმიტომ, რომ მასპინძლობაზე განაცხადი პირველებმა ესპანეთმა და პორტუგალიამ შევიტანეთ, ხოლო მაროკო მოგვიანებით შემოგვიერთდა; მესამე კი იმიტომ, რომ ესპანეთი მსოფლიოს წამყვანი საფეხბურთო ქვეყანაა, მსოფლიოს ჩემპიონია როგორც კაცებში ასევე ქალებში“.

იმ შემთხვევაში თუ ესპანეთის პრემიერ მინისტრი გახდება ილბერტო ნუნიეს ფეიხოო ფიფას წინაშე წარსდგება სიტყვით, სადაც იქნება ასეთი წინადადება: „მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი უნდა გაიმართოს ესპანეთში და თუ ასე არ მოხდება, ჩემი ღრმა რწმენით ესპანეთმა მასპინძელთა რიგები უნდა დატოვოს“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.