ლივერპულში მუდამ დამნაშავეს ეძებენ. ამისთვის ყველაზე კარგი სამიზნე ხშირად ახალწვეულია. გვახსოვს როგორ სტატიებსა და შეფასებებს უწერდნენ გასულ სეზონში გიორგი მამარდაშვილს, რომელსაც წლეულს მხოლოდ სათასო შეხვედრებში უწევს მონაწილეობა. იმის გამო, რომ შედარებით იშვიათად ათამაშებენ მასზე კრიტიკოსთან თავდასხმებიც შემცირდა, თუმცა მის მიმართ ძველებური ტონი – ბურთებს კარგად იგერიებს მაგრამ კარგად მაინც ვერ თამაშობს – შენარჩუნებულია. და აი, ახალ სეზონში „პარი სენ ჟერმენიდან“ ახალი გადაყვანილი გარემარბის ბრედლი ბარკოლას კრიტიკა გვესმის.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში „ლივერპული“ სტამბოლში „ფენერბაჰჩესთან“ 2:3 დამარცხდა. ამ შეხვედრაში ბარკოლა მწვრთნელმა ანდონი ირალოამ მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, ცენტრალურ თავდამსხმელად ათამაშა. ექსპერიმენტმა არ გაამართლა. ფრანგი ახალ პოზიციაზე უსახური იყო, შემდეგ კი მარჯვნივ გადავიდა. არაფრისმთქმელმა თამაშმა ბარკოლას რასაკვირველია დაბალი შეფასებები და კრიტიკა მოუტანა. ირაოლამ მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე მდგომარეობის ახსნა სცადა:

„ვიქტორ მუნიოსი და რიო ნგუმოჰა ფლანგებზე დავაყენე. მეგონა, რომ სჯობდა ალექსანდერ ისაკს დღეს 30 წუთზე მეტი არ ეთამაშა. ამიტომაც, შეხვედრის დასაწყისში ცენტრალური თავდამსხმელობა ბრედლის დავავალეთ. გასულ კვირაში „ჩელსის“ წინააღმდეგ ეს საქმე კოდი გაკპოს მივანდეთ. ახლა ბრედლი ვცადეთ. მეგონა, რომ მას სისწრაფიდან და მეტოქესთან ერთი-ერთზე ძლიერი თამაშის უნარიდან გამომდინარე გამოუვიდოდა. როგორც აღმოჩნდა ბრედლის ფლანგზე თამაში ურჩევნია. ამიტომ, მომავალში ცენტრში კოდის და ალექსის გამოყვანა აჯობებს. როდესაც ცენტრალური თავდამსხმელის როლს ისინი ასრულებენ, ჩვენ უფრო სახიფათოდ ვუტევთ“.
ირაოლამ სტამბოლში წინა მატჩთან შედარებით სასტარტო თერთმეტეული ხუთი კაცით შეცვალა. თავისი გადაწყვეტილება მან ასე განმარტა:
„ჩვენ ეს მარტო დღეს კი არ გავაკეთეთ. ამას ვაკეთებთ და გავაკეთებთ მთელი სეზონის განმავლობაში, რადგან რამდენიმე დღეში ერთხელ ერთი და იმავე შემადგენლობით თამაში შეუძლებელია. მე ჩემს გუნდს ვენდობი. ბიჭებს მაღალი დონის შენარჩუნება ნებისმიერ ვარიანტში შეუძლიათ და სულაც არ ვფიქრობ, რომ სტამბოლში შემადგენლობის ცვლილების გამო წავაგეთ.
სანაკრებო კვირეულამდე მერსისაიდელებს პრემიერლიგაში „სელჰარსტ პარკზე“ „კრისტალ პალასთან“ დარჩათ სათამაშო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
სიახლეები04/11/2026 | 07:31ჩემპიონთა ლიგის სამშაბათი
