„ლივერპულის“ ამბავთა მცოდნე ინგლისურმა საიტებმა წუხელ დაწერეს, რომ „პარი სენ ჟერმენი“ ბრედლი ბარკოლას შემცვლელს ყიდულობს, რაც ფრანგ გარემარბს „ენფილდ როუდზე“ გადასასვლელად ხელ-ფეხს გაუხსნის. „წითლები“ 23 წლის მარცხენაფლანგელის შესაძენად ამ ზაფხულს ძალიან აქტიურობენ. მოქმედი ხელშეკრულების თანახმად ბარკოლას პსჟ-თან კიდევ ორი წელიწადი აქვს დარჩენილი, მაგრამ საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა მკაფიოდ გამოთქვა „ლივერპულში“ გადასვლის სურვილი. „ლივერპულ ექომ“ დაწერა, რომ...
ჭდე: ბრედლი ბარკოლა
163 მილიონი ბარკოლასთვის
„ლივერპული“ „პარი სენ ჟერმენს“ ბრედლი ბარკოლას ტრანსფერს უთანხმებს. თავად ფეხბურთელი პრემიერლიგაში გადაბარგებისთვის მზად არის. „დეილი მეილის“ ინფორმაციით მერსისაიდელები პარიზელებს 140 მილიონი გირვანქის(163.6 მილიონი ევრო) დაკლებას თხოვენ. ამოსავალი წერტილი ის არის, რომ ბარკოლას პსჟ-თან ახალი კონტრაქტის გაფორმება არ უნდა. მეორე მხრივ, არსებული ხელშეკრულების თანახმად 23 წლის ვარსკვლავმა „პარკ დე პრენსზე“ კიდევ ორი წელიწადი უნდა გაატაროს. რამდენადაც...
ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
ლივერპულის საიტი This is Anfield წერს, რომ ბრედლი ბარკოლა „პარი სენ ჟერმენიდან“ წასვლას ითხოვს. მიზეზი: მის მიმართ ინტერესი „არსენალმა“ და „ლივერპულმა“ გამოიჩინეს. პორტალის მტკიცებით ბარკოლა ამ ზაფხულს მერსისაიდელთა ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნეა. თუ მას ვერ შეიძენენ, მაშინ „წითლები“ „ლაიფციგის“ კოტ დ’ივუარელი შემტევის იან დიომანდეს ყიდვას მოინდომებენ. talkSPORT-ის მიმომხილველი ალექს კრუკი ამბობს, რომ ფრანგმა პარიზელებს წასვლის...
ლე კლასიკი -ბარკოლას შანსი
დღეს საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტური „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენისა’’ და „მარსელის’’ შეხვედრით, ეგრეთწოდებული „ლე კლასიკით’’ დამთავრდება. შეხვედრას საჩემპიონო ბრძოლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პარიზელებს გამოუჯანმრთელდათ ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „ნიუკასლთან’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დაშავდა. მან ვარჯიში განაახლა, მაგრამ ფრანგული პრესის საერთო აზრით „ლე კლასიკში’’ თავიდანვე არ ითამაშებს. ლუის ენრიკეს ჩვეულების შესაბამისად ის სავარაუდოდ მე-60...
მთავარი მამოძრავებელი ძალა დაბალი ნიშნით
„ქართველი გარემარბი ბურთის კონტროლისა და მოკლე დრიბლინგების წყალობით მოწინააღმდეგეს მუდამ პრობლემებს უქმნიდა. მისი მოქმედებები იყო ძალიან აქტიური და ზუსტი, მაგრამ ბოლო პასებსა და დარტყმებში ეფექტურობა აკლდა. და მაინც, თამაშზე მისი დიდი გავლენა კარგად გამოჩნდა იმ ეპიზოდში, როდესაც საჯარიმოდან ბურთი ზუსტად გამოიტანა, რასაც პსჟ-ს გოლი მოჰყვა’’, ― აღნიშნა maxifoot-მა და… ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარ სიტყვებთან შეუსაბამოდ დაბალი...
რა ხდება დემბელეს და ბარკოლას თავს?
„პარი სენ ჟერმენს’’ ოსმან დემბელესა და ბრედლი ბარკოლასთან თანამშრომლობის გახანგრძლივება სურს. ეს ორი ფეხბურთელი ამჟამინდელი კონტრაქტების თანახმად „პარკ დე პრენსზე’’ 2028 წლის ივნისამდე ითამაშებს, მაგრამ რა მოხდება მერე? მედია ყურადღებას ამახვილებს, რომ ამ ეტაპზე პარიზული კლუბის სპორტული მრჩეველი ლუიშ კამპუში მოთამაშეთა ხელშეკრულებების მოწესრიგებით არის დაკავებული. ითქვა, რომ პსჟ-მ ურთიერთობა გაარკვია ორ ფეხბურთელთან, ოღონს ამის შესახებ...
რა სჭირს ბარკოლას?
„ლე პარიზიენის’’ ჟურნალისტმა დომინიკ სევერაკმა გამოაქვეყნა წერილი „პარი სენ ჟერმენის’’ გარემარბის ბრედლი ბარკოლას შესახებ, რომელშიც გარემარბის ცუდ ფორმაზე ილაპარაკა. სევერაკმა გაიხსენა, რომ თუ კუნთის ტკივილის გამო „ლე კლასიკის’’ („მარსელი’’-პსჟ 1:0) გამოტოვებას არ ჩავთვლით, ბარკოლა ლუის ენრიკეს გუნდში ყველაზე იღბლიანი თავდამსხმელია, რადგან ახალ სეზონში სერიოზულად არ დაშავებულა, მაგრამ ამის მიუხედავად მან ბოლო ორ თვეში მხოლოდ 2...
ხვიჩამ და ბარკოლამ ივარჯიშეს
კვირას, საქართველოს დროით შუაღამეს 15 წუთი რომ დააკლდება ლიონში ფრანგული ლიგა 1-ის მნიშვნელოვანი მატჩია: მეექვსე ადგილზე მყოფი „ლიონი’’ ლიდერ „პარი სენ ჟერმენს’’ მასპინძლობს. გუნდებს შორის სხვაობა 4 ქულაა. პარიზელებს ტრავმების გამო აკლიათ აშრაფ ჰაკიმი, ოსმან დემბელე, ნუნუ მენდეში და დეზირე დუე. მათ პარასკევის ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღიათ. „პარიზიენი’’ ხაზს უსვამს, რომ ერთდღიანი დასვენების შემდეგ ვარჯიშს...
ბარკოლა და ლივერპული
გასულ სეზონში „პარი სენ ჟერმენის’’ თავდასხმამ თავი გამოიჩინა. განსაკუთრებით გაიბრწყინა ოსმან დემბელემ, რომელმაც „ფრანს ფუტბოლის’’ ოქროს ბურთი მიიღო. გუნდის თამაში რომ არ დაიშტამპოს ლუის ენრიკე ცხადია შეტევის გადახალისებას, აქცენტების შეცვლას აპირებს და როგორც ფრანგული მედია წერს ამ საქმეში 23 წლის ბრედლი ბარკოლასი ეიმედება. ლიონში დაბადებულ-გაზრდილ გარემარბს პსჟ-თან 2028 წლამდე აქვს კონტრაქტი. მალე ალბათ მის გადახედვა-გახანგრძლივებაზე...
ბარკოლას ქრონიკული ტრავმა აღმოუჩინეს
ბევრს ეგონა რომ წინა სანაკრებო კვირეულის შემდეგ „პარი სენ ჟერმენი’’ და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია საერთო ენას გამონახავდნენ, მაგრამ მათ შორის ურთიერთობა გაუარესდა. ეროვნული გუნდის ახალი შეკრების პირველსავე დღეს, 6 ოქტომბერს მხარეებს შორის შუღლი გაძლიერდა. მიზეზი: ბრედლი ბარკოლას ტრავმა. ბარკოლა რომელმაც კვირას პსჟ-ს შემადგენლობაში ლილში ითამაშა და მე-60 წუთზე, როდესაც შეცვალეს, არანაირი პრობლემა არ ეტყობობდა, შატო...









