„ლივერპული“ „პარი სენ ჟერმენს“ ბრედლი ბარკოლას ტრანსფერს უთანხმებს. თავად ფეხბურთელი პრემიერლიგაში გადაბარგებისთვის მზად არის. „დეილი მეილის“ ინფორმაციით მერსისაიდელები პარიზელებს 140 მილიონი გირვანქის(163.6 მილიონი ევრო) დაკლებას თხოვენ.
ამოსავალი წერტილი ის არის, რომ ბარკოლას პსჟ-თან ახალი კონტრაქტის გაფორმება არ უნდა. მეორე მხრივ, არსებული ხელშეკრულების თანახმად 23 წლის ვარსკვლავმა „პარკ დე პრენსზე“ კიდევ ორი წელიწადი უნდა გაატაროს.
რამდენადაც ცნობილია ბარკოლას შეძენა „არსენალს“ და „ბაიერნსაც“ სურთ.
„ლივერპულის“ ახალმა მწვრთნელმა ანდონი ირაოლამ უკვე შეიძინა ესპანელი გარემარბი ვიქტორ მუნიოსი, რომელშიც „ოსასუნას“ 34.5 მილიონი გირვანქა (40,3 მილიონი ევრო) გადაუხადა, მაგრამ თქვა, რომ გუნდს მეტი მოთამაშე სჭირდება.
ინგლისელი ექსპერტები ბარკოლას აქებენ და წერენ, რომ ის „ლივერპულისთვის“ ჩინებული შენაძენი იქნება.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 08:08ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
მთავარი ამბავი14/09/2026 | 07:17maxifoot: ის საუკეთესო ფორმაში არ არის
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 08:50ლუის ენრიკე ბრესტთან შეხვედრის წინ
