„ფროზინონემ“ „ლეჩეს“ 5:1 მოუგო. გიორგი კვერნაძემ ერთი პენალტი მოიპოვა და ორი საგოლე პასი შეასრულა.
საიტი sofascore წერს: „კვერნაძე ყველგან იყო, სადაც კი თავდამსხმელი შეიძლებოდა ყოფილიყო. მის მიერ შესრულებული ორი საგოლე პასიდან ორივე იყო სუფთა, დროული და ჭკვიანური გარღვევის შედეგი. მან შეასრულა 8 საკვანძო პასი – ყველაზე მეტი ამ შეხვედრაში. კარისკენ ექვსჯერ დაარტყა – კონტრშეტევაზე მუდმივად თავისი პოტენციალის გამოყენებას ცდილობდა. მან ბურთით ფეხში 323.8 მეტრი გაირბინა და ამ მანძილიდან „ფროზინონემ“ 214.6 მეტრით სასარგებლოდ წაიწია წინ.
საინტერესოდ იმუშავა კვერნაძემ დაცვაშიც. ქართველმა 12-ჯერ დაიბრუნა დაკარგული ბურთი და ორჯერ წარმატებულად დაასრულა ორთაბრძოლა; მოიგო 8 დუელი; მის წინააღმდეგ ჯარიმდებოდნენ და ერთი პენალტიც კი მოუტანა გუნდს. შეხვედრაში, რომელშიც „ფროზინონე“ შეტევაში ფეხბურთელების რაოდენობით ფლობდა უპირატესობას, კვერნაძე თამაშის განვითარებას პოზიციის კარგი შერჩევით, ტემპით და ბოლო პასებით უზრუნველყოფდა“.
დიდწილად კვერნაძის დამსახურებით „ფროზინონემ“ შინ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო, რაც კლუბისთვის სერია A-ში სარეკორდო შედეგია. საინტერესოა, რომ „ყვითლებმა“ მიმდინარე სეზონში, პირველ 30 წუთში 9 გოლის გაიტანეს.
კვერნაძემ სხვადასხვა საიტებისგან ძალიან მაღალი შეფასებები მიიღო:
flashscore – 9.4; sofascore – 9.2; whoscored – 9.8; fotmob – 9.5
მატჩის შემდეგ „ფროზინონეს მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ თქვა: „მწამს, რომ ფეხბურთი სანახაობაა. ეს არის სპექტაკლი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც კარგი, ასევე ცუდი. ადამიანი სტადიონზე სანახაობისთვის მიდის და მწვრთნელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ სწორედ ეს შესთავაზოს მას. ფეხბურთი მსოფლიოში სპორტის ყველაზე კარგი სახეობაა და თუ ის გართობს ეს ძალიან კარგია…
…დღეს „ლეჩემ“ ტრადიციულისგან განსხვავებული ტაქტიკით ითამაშა, რის გამოც ჩვენ შეიძლებოდა გაგვჭირვებოდა…
…კვერნაძეს ხშირად კვარაცხელიას ადარებენ, მაგრამ ის განსხვავებულია. კვარა უფრო კრეატიულია, სულ დრიბლინგზე მიდის, კვერნაძე კი უფრო ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობს და გაუჩერებლად დარბის…
…მინდა დღევანდელი შეხვედრისთვის ბიჭებს მადლობა ვუთხრა. „ლეჩეს“ წინააღმდეგ ნამდვილი გუნდივით ვითამაშეთ. ასეთ ფეხბურთს ინდივიდუალიზმი არ უხდება“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი30/10/2026 | 07:50კვერნაძემ ბრწყინვალედ ითამაშა
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 09:41მბაპე ხალხს უზარმაზარ ფულს აკარგვინებს
მთავარი ამბავი29/10/2026 | 08:18მამარდა – პენალტების გმირი
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 10:15ინგლისი და გერმანია ხარობენ, იტალია კი კეინს ერთ ჩეულებრივ ვარსკვლავს უწოდებს
