ჭდე: გიორგი კვერნაძე

Home გიორგი კვერნაძე
კვერნაძემ ბრწყინვალედ ითამაშა
ჩანაწერი

კვერნაძემ ბრწყინვალედ ითამაშა

„ფროზინონემ“ „ლეჩეს“ 5:1 მოუგო. გიორგი კვერნაძემ ერთი პენალტი მოიპოვა და ორი საგოლე პასი შეასრულა. საიტი sofascore წერს: „კვერნაძე ყველგან იყო, სადაც კი თავდამსხმელი შეიძლებოდა ყოფილიყო. მის მიერ შესრულებული ორი საგოლე პასიდან ორივე იყო სუფთა, დროული და ჭკვიანური გარღვევის შედეგი. მან შეასრულა 8 საკვანძო პასი – ყველაზე მეტი ამ შეხვედრაში. კარისკენ ექვსჯერ დაარტყა – კონტრშეტევაზე მუდმივად...

კვერნაძის გუნდმა ისევ მოიგო
ჩანაწერი

კვერნაძის გუნდმა ისევ მოიგო

გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ „სასუოლოს“ შინ „ბენიტო სტრიპეზე“ 4:2 მოუგო. ამ გამარჯვების წყალობით „ფროზინონეს“ 13 ქულა აქვს და დროებით მე-5 ადგილზეა, თუმცა ცხრილში მისი პოზიცია ალბათ შეიცვლება, რადგან სერია A-ში მე-7 ტური სწორედ ამ შეხვედრით დაიწყო და დანარჩენი გუნდები დღეს-ხვალ ჩაერთვებიან საქმეში. „სასუოლოს“ იტალიური ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში სტუმრად უკვე 10 თამაშია არ მოუგია. შეხვედრის აღწერით თავს...

კვერნაძის გუნდმა კვარას ყოფილ გუნდთან წააგო
ჩანაწერი

კვერნაძის გუნდმა კვარას ყოფილ გუნდთან წააგო

სერია A-ს მე-6 ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ გუნდთან „ნაპოლისთან“ სტუმრად 0:3 წააგო. „სტადიო მარადონაზე“ გამართულ შეხვედრაში ყურადღება ძირითადად ნეაპოლელებმა მიიპყრეს. ყველას თვალი მოჭრა, რომ სამიდან ორი გოლი ვეტერანმა ბელგიელმა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა გაიტანა –29-ე წუთზე (პენალტით) და 94-ზე. კიდევ ერთი გოლი ჰოლანდიელმა ნოა ლანგმა (32-ე წუთზე) შეაგდო. ამ შეხვედრას წინ უძღოდა...

კვერნაძის და ბუდუს მესამე [VIDEO]…
ჩანაწერი

კვერნაძის და ბუდუს მესამე [VIDEO]…

იტალიის სერია A-ში მესამედ გამოიჩინა თავი გიორგი კვერნაძემ, რომელმაც ამჯერად „კომოს“ გაუტანა და „ფორზინონე“ პირველი ტაიმის მერე მეტოწეს 2:0-ს ამარცხებს. კვერნაძემ მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტნა, ამას გარდა მის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაცაა და იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა შორისა. სეზონში მესამედ გამოიჩინა თავი ზივზივაძემაც, ბუდუმ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბილეფელდის „არმინიას“ პენალტი გაუტანა, რომელიც თავადვე მოიპივა და...

კვერნაძის ზედიზედ მეორე გოლი იტალიაში [VIDEO]
ჩანაწერი

კვერნაძის ზედიზედ მეორე გოლი იტალიაში [VIDEO]

იტალიის სერია A-ში „ფროზინონე“ სტუმრად „ჯენოას“ ეთამაშება და პირველი ტაიმის შემდეგ გიორგი კვერნაძის მიერ გატანილი ბურთით 1:0 ამარცხებს. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე თამაშში გაიტანა.

კვერნაძემ ორი ქულის დაკარგვა არ დაუშვა
ჩანაწერი

კვერნაძემ ორი ქულის დაკარგვა არ დაუშვა

გიორგი კვერნაძემ „ვენეციასთან“ შეხვედრაში „ფროზინონეს“ გამარჯვების გოლი გაიტანა. ქართველი მარცხენა გარემარბის გუნდი 21-ე წუთზე დაწინაურდა – ანტონიო რაიმონდომ გახსნა ანგარიში. მანვე 39-ე წუთზე მეორეც შეაგდო, მაგრამ შესვენების შემდეგ 66-ე და 74-ე წუთებზე ვენეციელებმა – ეკვადორელმა ჯონ იებოამ და ბელგიელმა რიჩი საგრადომ – ჩამორჩენა აღმოფხვრეს. „ფროზინონესთვის“, რომელმაც წინა ტურში ფლორენციაში „ფიორენტინას“ 100 წლის იუბილე ჩაუმწარა (3:0)...

ფროზინონემ კვერნაძის გოლით მოიგო [VIDEO]…
ჩანაწერი

ფროზინონემ კვერნაძის გოლით მოიგო [VIDEO]…

სერია A-ს მესამე ტურის მატჩში „ფროსინონემ“ „ვენეციას“ უმასპინძლა და დაძაბულ მატჩში 3:2 დაამარცხა. მასპინძლებს გამრჯვება 83-ე წუთზე გიორგი კვერნაძემ მოუტანა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის პირველი გოლის სერია A-ში.

კვერნაძემ და კომპანიამ ფიორენტინას იუბილე ჩაუშხამეს
ჩანაწერი

კვერნაძემ და კომპანიამ ფიორენტინას იუბილე ჩაუშხამეს

„ფიორენტინას“ შინ, „არტემიო ფრანკიზე“ ზედიზედ  ცხრა თამაში არ ჰქონდა წაგებული, მაგრამ კლუბის დაარსებიდან 100 წლისთავზე ჩავიდნენ გიორგი კვერნაძე და მისი თანაგუნდელები და კოშმარი მოუწყვეს – 3:0. შეხვედრის პირველი სახიფათო მომენტი სწორედ კვერნაძემ შექმნა, როდესაც მარცხენა ფრთიდან ცენტრისკენ შევიდა და შორეულ კუთხეში დაარტყა, მაგრამ ცოტათი ააცილა მიზანს. შემდეგ, მასპინძლების ცნობილ მეკარეს, ესპანელ დავიდ დე ხეას უკვე...

გიორგი მამუკას ელის…
ჩანაწერი

გიორგი მამუკას ელის…

მომავალი სეზონიდან იტალიურ სერია A-ში, შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ვიხილოთ. 22 წლის გიორგი კვერნაძე ახლა სერია B-ს ბინადარი „ფროზინონეს“ ფეხბურთელია, მაგრამ იტალიური პრესა აჭრელებულია ცნობებით იმის თაობაზე, რომ ახალი სეზონიდან ის მთავარ იტალიურ ლიგაში ითამაშებს. „დიახ, ვიცი, რომ ჩემი გადაბირებით სერია A-ს რამდენიმე გუნდია დაინტერესებული. ვკითხულობ იტალიურ პრესას და ესეც რომ არა, ჩემი აგენტისგან გავიგე...

ოთხი ვარსკვლავი შევიდა და გუნდმა ოთხი გოლი გაუშვა
ჩანაწერი

ოთხი ვარსკვლავი შევიდა და გუნდმა ოთხი გოლი გაუშვა

იტალიის თასის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” გიორგი კვერნაძის „ფროზინონესთან” შინ 0:4 წააგო. შეხვედრა ქართველებისთვის დიდად იღბლიანი არ გამოდგა. კვერნაძემ პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო, შესვენების დროს კი გამოცვალეს — ანგარიში ჯერ 0:0 იყო. რაც შეეხება კვარაცხელიას, ის მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა და „ნაპოლიმ” ამის მერე გაუშვა ოთხი გოლი. მოედანზე ხვიჩასთან ერთად შევიდა ვიქტორ ოსიმენიც. მანამდე...