გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ” იტალიის თასის 1/32 ფინალში „პიზას” 1:0 მოუგო და შეჯიბრებას აგრძელებს. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე სიმონე კანესტრელიმ თავის კარში გაიტანა. პირველ ტაიმში მეტოქეს „ფროზინონე” სჯობდა, შესვენების შემდეგ კი „პიზამ” ანგარიშის გასათანაბრებლად ძალები მოიკრიბა — მომენტები ჰქონდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. გიორგი კვერნაძე მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა. ქართველი მარცხენაფლანგელი თამაშში კარგად ჩაერთო, რამდენჯერმე...
ჭდე: გიორგი კვერნაძე
ფროსინონე საზონოვს უმიზნებს…
საქართველოს ნაკრების მცველის, საბა საზონოვის მიმართ ინტერესს სერია A-ს რამდენიმე გუნდი იჩენს. ადრე დაიწერა, რომ მას „უდინეზე“ და „სასუოლო“ აკვირდება. ახლა კი იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბა, შესაძლოა, დებიუტანტ „ფროსინონეში“ გადავიდეს, სადაც უკვე თამაშობს გიორგი კვერნაძე. როგორც ირკვევა, იტალიური კლუბის დირექტორი გვიდო ანჯელოცი მოსკოვის „დინამოს“ ფეხბურთელის შეძენით პირადადაა დაინტერესებული და 21 წლის ქართველის თაობაზე...
პირველ ტურში კვარაცხელია VS კვერნაძე
გიორგი კვერნაძის გუნდს „ფროზინონეს” სერია A-ში პირველივე შეხვედრა ჩემპიონ „ნაპოლისთან” უწევს. ამრიგად, არ არის გამორიცხული, რომ ჩვენთვის იტალიური სეზონი ქართული დერბით დაიწყოს: ხვიჩა კვარაცხელია კვერნაძის წინააღმდეგ. 2023-24 წლების კალენდრის გამოქვეყნების შემდეგ „ფროზინონეს” პრეზიდენტმა მაურიციო სტრიპემ თქვა: „რასაკვირველია დადებითი განცდა დამეუფლა, ჩვენ ხომ იტალიური ფეხბურთის უდიდეს შეჯიბრებას დავუბრუნდით. ამან მასტიმულირებლად უნდა იმოქმედოს. საბრძოლველად უნდა განვეწყოთ. ყველაფერი...
კვერნაძე ფროსინონელია
გიორგი კვერნაძე „ფროსინონეს“ფეხბურთელია. ქართველი ახალ კლუბში იჯარით ითამაშებს, იტალიურ კლუბს ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება აქვს – ინფორმციას „ფროსენონეს“ პრეს სამსახური ავრცელებს. საინტერესო დეტალია, რომ ტრანსფერზე „ფროსინონე“ფოთის „კოლხეთი 1913“-ს შეუთანხმდა და არა „ბათუმს“, სადაც 20 წლის ფეხბურთელი თამაშობდა. საქმე ის არის, რომ კვერნაძის ტრანსფერი სწორედ ფოთის „კოლხეთს“ ეკუთვნოდა, ბათუმში კი იჯარით თამაშობდა. ახალი სეზონიდან კვერნაძე მეორე ქართველი...
ფროზინონე და კვერნაძე
ავტორიტეტიანი იტალიური გამოცემა Corriere dello sport-ის ინფორმაციით, სერია A-ში დაწინაურებული „ფროზინონე“ ახალი სეზონისთვის ემზადება და სატრანსფერო ბაზარზეც აქტიურობს. გამოცემის ინფორმაციით, კლუბი ბათუმის „დინამოსთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს გიორგი კვერნაძის ტრანსფერთან დაკავშირებით და სავარაუდოდ, მალე გარიგება ოფიციალურადაც დადასტურდება. „20 წლის კვერნაძე იტალიურ კლუბში ერთწლიანი იჯარით გადავა, ერთი წლის შემდეგ კი „ფროზინონეს“ ტრანსფერის გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება. აღსანიშნავია, რომ კვერნაძის...
ნაცნობი სახეები ერთი დებიუტანტით
სექტემბრის სანაკრებო პაუზის პერიოდში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – 24 სექტემბერს ქალაქ კუვლიანში პორტგალიას შეხვდება, 27-ში კი სტამბოლში თურქეთს. ამ თამაშებისთვის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ნაკრებში ერთი დებიუტანტია – „თელავის“ 19 წლის შემტევი გიორგი კვერნაძე. მეკარეები თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (შუქურა ქობულეთი). მცველები ივა...





