გიორგი კვერნაძე „ფროსინონეს“ფეხბურთელია. ქართველი ახალ კლუბში იჯარით ითამაშებს, იტალიურ კლუბს ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება აქვს – ინფორმციას „ფროსენონეს“ პრეს სამსახური ავრცელებს.
საინტერესო დეტალია, რომ ტრანსფერზე „ფროსინონე“ფოთის „კოლხეთი 1913“-ს შეუთანხმდა და არა „ბათუმს“, სადაც 20 წლის ფეხბურთელი თამაშობდა. საქმე ის არის, რომ კვერნაძის ტრანსფერი სწორედ ფოთის „კოლხეთს“ ეკუთვნოდა, ბათუმში კი იჯარით თამაშობდა.
ახალი სეზონიდან კვერნაძე მეორე ქართველი იქნება სერია A-ში – ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად. გასულ სეზონში იტალიის უძლიერეს ლიგაში ლუკა ლოჩოშვილიც თამაშობდა („კრემონეზეში“), მაგრამ მისი გუნდი სერია B-ში გავარდა.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
აქეთურ-იქითური23/10/2026 | 14:13ბასილაშვილი ნახევარფინალშია
