ბასილაშვილმა ფინალი წააგო

ბასილაშვილმა ფინალი წააგო

ალმა ათას საჩოგბურთო ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი რუს დანილ მედვედევს გაეჯიბრა და ბრძოლაში დამარცხდა – 7:6; 1:6; 3:6.

პირველ სეტში ჩოგბურთელები უშეცდომოდ აწვდიდნენ და ტაი ბრეიკამდე მივიდნენ. ბრძოლა იქაც ქულა-ქულაში გაგრძელდა, სანამ ბასილაშვილმა მეტოქე მე-14 მინი-გეიმში არ დააბრიეკა. ჩვენებური კი დაწინაურდა, მაგრამ მეორე სეტიდან ყველაფერი შეცვალა. მედვედევი კორტზე სრულად დომინირებდა.

ბასილაშვილს არც ჩაწოდება წაუვიდა. ორჯერ მეტოქეს გაატანა და… ნიკოლზი ბრეიკით მესამე სეტის დასაწყისშიც ჩამორჩა და მერე მეტოქის დაწევა ვეღარ მოახერხა.

ტურნირის შედეგებით ბასილაშვილი TOP 100-ში დაბრუნდა.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...