ჭდე: ნიკა ბასილაშვილი

Home ნიკა ბასილაშვილი
ბასილაშვილმა ჩენდუ მეოთხედფინალში დატოვა
ჩანაწერი

ბასილაშვილმა ჩენდუ მეოთხედფინალში დატოვა

ჩინეთის ქალაქ ჩენდუში მიმდინარე 250-იანი ტურნირი ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეოთხედფინალში დაასრულა. ჩვენებური ტურნირის პირველ ჩოგანთან, იტალიელ ლორენცო მუზეტისთან 3:6; 3:6 დამარცხდა. შეგახსენებთ, ქართველმა ჩოგბურთელმა ჩენდუში ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო: საკვალიფიკაციოში იაპონელი საკამოტო (6:2; 3:6; 6:1) და ავსტრალიელი ტომიჩი (2:6; 7:5; 7:5) დაამარცხა, ხოლო ძირითად ბადეში ბრიტანელ ჰარისს (7:6; 6:3), ამერიკელ მაკდონალდი (6:2; 7:5) მიაყოლა.

ბასილაშვილი მუზარადზე დაბრუნდა
ჩანაწერი

ბასილაშვილი მუზარადზე დაბრუნდა

ორწლიანი პაუზის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი დიდი მუზარადის ძირითად ბადეში ითამაშებს. ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში 32 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა იტალიელი ფრანჩესკო პასარო 6:3; 6:3 დაამარცხა და დიდ ტურნირზე დაბრუნებით გაიხარა. მატჩმა საათსა და 34 წუთს გასტანა. ბასილაშვილი თავიდანვე დომინირებდა და პირველი სეტის მესამე გეიმში მეტოქეს ჩაწოდება რომ აართვა, შემდეგ ეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. [...]

ბოლო არ ჩანს…
ჩანაწერი

ბოლო არ ჩანს…

ნიკოლოზ ბასილაშვილი წარუმატებელ სერიას აგრძელებს და არავინ იცის, ამის ბოლო როდის იქნება. ჩვენებური ისევ პირველი წრიდან გავარდა – ამჯერად, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ATP-ის 250-იანი კატეგორიის ტურნირზე. ჩვენიანი 38 წლის ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსთან 6:7, 5:7 დამარცხდა. პირველ სეტი თანაბრად დაიწყო, მერვე გეიმში ბასილაშვილმა ბრეიკი გაახერხა, 5:3 დაწინაურდა და სეტზეც აწვდიდა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვეღარ მიიყვანა. [...]

ბასილაშვილმა ჰალე წააგო
ჩანაწერი

ბასილაშვილმა ჰალე წააგო

გერმანულ ჰალეში მიმდინარე ტურნირს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მერვედფინალში დაემშვიდობა. ჩვენებური მასპინძელ ოსკარ ოტეს დაუპირისპირდა და სამ სეტში დამარცხდა – 6:4; 0:6; 6:7. პირველი სეტის მესამე გეიმში ბასილაშვილმა მეტოქეს ჩაწოდება წაართვა და საქმე ბოლომდე მიიყვანა. მეორე სეტი ბასილაშვილმა პირწმინდად წააგო და ანგარიში გათანაბრდა. გადამწყვეტ სეტში ორივე ჩოგბურთელი საკუთარ მოწოდებებს იგებდა და საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა. [...]

გოგონებმა უიმბლდონი დატოვეს
ჩანაწერი

გოგონებმა უიმბლდონი დატოვეს

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში გასვლა ვერ მოახერხა. კვალიფიკაციის პირველ წრეში ბრიტანელ ევა შოუსთან (6:2, 6:2) გამარჯვების შემდეგ, ჩვენებური ამერიკელი კრისტი ანისთან დამარცხდა – 2:6, 3:6. შეგახსენებთ, რომ ტურნირს უფრო ადრე მარიამ ბოლქვაძე გამოეთიშა, ვინაც საკვალიფიკაციოს პირველ წრეში რუს ვარვარა ფლინკთან წააგო – 4:6, 6:2, 4:6. შედეგად, უიმბლდონის გათამაშებას 2 ქართველი ჩოგბურთელი შემორჩა: [...]

საეჭვო ბრალდებები
ჩანაწერი

საეჭვო ბრალდებები

ქართველის სპორტსმენის, ქვეყნის პირველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაცია PHR-ისა და ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველების განცხადებაში რამდენიმე საეჭვო დეტალია. საქართველოს პროკურატურამ PHR-ის მოთხოვნა გაიზიარა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება დააზუსტა. „გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი [...]

უარი ბასილაშვილს
ჩანაწერი

უარი ბასილაშვილს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ჩოგბურთელის მხარე მისი და ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების გაუქმებას ითხოვდა. სასამართლომ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დასაცავად გამოცემული ყველა ღონისძიება ძალაში დატოვა. შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ნელი დოროყაშვილზე ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს და 100.000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ბასილაშვილი სასამართლოში მიდის…
ჩანაწერი

ბასილაშვილი სასამართლოში მიდის…

საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვი ნიკა ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეს იქით უჩივლებს… ოღონდ მაშ შემდეგ, რაც მიმდინარე სასამართლო წარმოება დასრულდება. შეგახსენებთ, საქმეზე „ნეკა დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილის წინააღმდეგ“ სასამართლო განხილვა 16 ივნისს არის დანიშნული, თუმც იქამდე საქართველოს პირველი ჩოგანი 100-ათასიანი გირაოს სანაცვლოდ არის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებული… ნეკა დოროყაშვილი ყოფილ ქმარს ძალადობაში ადანაშაულებს. პროკურატურა ნიკას დაპატიმრებას  კი ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ [...]