ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა

ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა

ალმატიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 1 075 160 დოლარი) ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამარჯვებით დაიწყო.

34 წლის ბასილაშვილი პირველ წრეში 38 წლის მარინ ჩილიჩს დაუპირისპირდა და მსოფლიოს ყოფილ მესამე ჩოგანს 6:2, 7:5 აჯობა. მატჩი საათსა და 22 წუთს გაგრძელდა. ნიკამ პირველი სეტი მარტივად მოიგო: მეტოქეს ერთის წილ სამი ბრეიკი აართვა; აი, მეორე სეტში ბასილაშვილი 1:4 ჩამორჩა, მაგრამ გაათანაბრა; ხოლო როდესაც მატჩზე აწვდიდა 0:40-ს აგებდა, მაგრამ მოახერხა და მატჩი სათავისოდ წაიღო.

მერვედფინალში ჩვენანის მეტოქე არგენტინელი ფაკუნდო დიაზ აკოსტა იქნება. ბასილაშვილი ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა, სადაც ჯერ იაპონელი ტარო დანიელი (6:2; 7:5), შემდეგ კი ამერიკელი ადამ ვალტონი (6:4; 7:6) დაამარცხა.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.