„პარი სენ ჟერმენიდან“ „ლივერპულში“ გადასული ბრედლი ბარკოლა ჯერ ახალ გუნდთან შეგუების პროცესშია. 24 წლის ფრანგში ინგლისურმა კლუბმა 140 მილიონი ევრო გადაიხადა.
„ენფილდზე“ გადაბარგების შემდეგ ბარკოლამ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. წითელი მაისურით თავისი პირველი გოლი მან ჩემპიონთა ლიგაში ლასკ-ის კარში შეაგდო. ის შეხვედრა მერსისაიდელებმა 6:3 მოიგეს და ექვსიდან სამი სწორედ ბარკოლამ გაიტანა. როგორც გაირკვა ეს იყო მისი პირველი ჰეთ-თრიკი პროფესიულ კარიერაში. მომდევნო შეხვედრაში „ბრენტფორდთან“ (2:1) მარცხენაფლანგელი ახლოს იყო გოლის გატანასთან, მაგრამ ვერ შეძლო და პრემიერლიგაში კვლავ „მშრალადაა“.

შეხვედრის წინ ბარკოლამ TF1-ის შოუ Telefoot-ს ინტერვიუ მისცა ინტერვიუ, სადაც ინგლისში ცხოვრებაზე ილაპარაკა. პირველი რასაც მან ხაზი გაუსვა ლიგა 1-სა და პრემიერლიგას შორის განსხვავებაა.
„ვცდილობ შევეგუო, რადგან რაც აქ ხდება ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც „პარი სენ ჟერმენში“ ხდებოდა. პრემიერლიგა ლიგა 1-თან შედარებით ნაკლებად ტაქტიკურია. პარიზში ჩვენ ძალიან, ძალიან ტაქტიკური მწვრთნელი (ლუის ენრიკე) გვყავდა, აქ კი ვხედავ, რომ გადაადგილებები გაცილებით ნაკლებია. ლუის ენრიკეს ხელში მე შუაში შევდიოდი, ამ დროს ფლანგზე ჩემს ადგილს ვიღაც სხვა იკავებდა და ასე შემდეგ. აქ კი ყველაფერი განსხვავებულია“.
ბარკოლამ ფრანგულ და ინგლისურ ლიგებს შორის განსხვავებაზე ერთი ხნის წინ Sky Sports-თან ინტერვიუშიც ილაპარაკა. მაშინ გარემარბმა თქვა, რომ ინგლისში ფეხბურთელები ფიზიკურად გაცილებით ძლიერები არიან. მისი აზრით პრემიერლიგა გაცილებით მეტ სირბილს ითხოვს და სწორედ ამიტომ ემართება შეხვედრების მიწურულს კუნთების სპაზმი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი19/10/2026 | 09:04ბარკოლა: პრემიერლიგა ტაქტიკურად გაცილებით მარტივია
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 08:22სევილია მსაჯს რეალის მხარდაჭერაში ადანაშაულებს
სიახლეები19/10/2026 | 06:44ბარსელონას პარიზში ორი კაცი აკლდება
აქეთურ-იქითური17/10/2026 | 09:12რეალი გებელსის მეთოდებით მოქმედებს
