Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)

Home პაპუნა კედია
კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში
ჩანაწერი

კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში

„პარი სენ ჟერმენი“ გინესის რეკორდების წიგნში, კერძოდ გამოშვება „ფეხბურთი 2027“-ში 12 მიღწევით შევიდა. პარიზელთა რეკორდებიდან 7 გუნდურია და 5 ინდივიდუალური. ისინი პარიზელებმა ბოლო 10 წლის განმავლობაში დაამყარეს. საყოველთაო შეფასებით ამ 12 რეკორდიდან ყველაზე საამაყო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული ფინალია. ლაპარაკია 2025 წლის 31 მაისს „ინტერთან“ მოგებულ 5:0-ზე. პსჟ-ს კიდევ ერთი რეკორდი გახლავთ...

თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
ჩანაწერი

თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის

ესპანეთის სახალხო პარტიის ლიდერმა ილბერტო ნუნიეს ფეიხოომ, რომელიც  29 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება, ფეხბურთზეც თქვა ორიოდ სიტყვა. პროგრამა „ელ ჩირინგიტოში“ გამოსვლისას გალისიელმა პოლიტიკოსმა ფიფას ულტიმატუმი წაუყენა: თუ მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის ფინალი ესპანეთში არ გაიმართება, ქვეყანა შეჯიბრების თანამასპინძლობაზე უარს იტყვის! ეს ყველაფერი რასაკვირველია იმ შემთხვევაში, თუ სახალხო პარტია არჩევნებს მოიგებს და ნუნიეს ფეიხოო პრემიერ...

მანჩესტერიდან დეშამს დაურეკეს
ჩანაწერი

მანჩესტერიდან დეშამს დაურეკეს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კრიზისშია. მწვრთნელს მაიკლ კერიკს კარგა ხანია წყალი შეუდგა, თუმცა მის სამსახურიდან დათხოვნაზე ოფიციალურად ჯერ ლაპარაკი არ არის. ამასობაში კი ცნობილი გახდა, რომ კლუბი საფრანგეთის ნაკრების ყოფილ თავკაცს დიდიე დეშამს დაუკავშირდა. ბოლო შეხვედრაში „იუნაიტედმა“ „რომას“ თამაში შემოუტრიალა, 0:2-ს აგებდა და 3:2 მოუგო, მაგრამ ამით კერიკის თანამდებობაზე ყოფინის ვადა მხოლოდ დროებით გახანგრძლივდა, თორემ პრინციპულად არაფერი...

ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
ჩანაწერი

ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!

მსოფლიო ფეხბურთი ხესუს დე მიგელის დაღუპვას გლოვობს. ის „ტენერიფესა“ და „ანდორას“ შეხვედრაში მოწინააღმდეგის მეკარეს შეეჯახა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ვაგლახ, ეს ფეხბურთელის მოედანზე სიკვდილის პირველი შემთხვევა არ არის. „პარიზიენი“ წერს, რომ ასეთივე შეჯახების შედეგად ფეხბურთელის გარდაცვალების პირველი შემთხვევა 1927 წელს დაფიქსირდა. მაშინ დაიღუპა „სერკლ ბრიუგეს“ თავდამსხმელი ბელგიელი ალბერტ ვან კოლი, რომელსაც ნაწლავი გაუსკდა. მოედანზე ექიმებმა შინაგანი...

ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
ჩანაწერი

ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ

ლივერპულში მუდამ დამნაშავეს ეძებენ. ამისთვის ყველაზე კარგი სამიზნე ხშირად ახალწვეულია. გვახსოვს როგორ სტატიებსა და შეფასებებს უწერდნენ გასულ სეზონში გიორგი მამარდაშვილს, რომელსაც წლეულს მხოლოდ სათასო შეხვედრებში უწევს მონაწილეობა. იმის გამო, რომ შედარებით იშვიათად ათამაშებენ მასზე კრიტიკოსთან თავდასხმებიც შემცირდა, თუმცა მის მიმართ ძველებური ტონი – ბურთებს კარგად იგერიებს მაგრამ კარგად მაინც ვერ თამაშობს – შენარჩუნებულია. და აი,...

რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
ჩანაწერი

რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები

ოთხშაბათს დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტური, რომლის შედეგად 36 გუნდიან ცხრილს 12 ქულით ანუ ოთხივე მოგებით „პარი სენ ჟერმენი“ და „რეალი“ ლიდერობენ. მესამეზეა ათქულიანი „არსენალი“, შემდეგ კი ცხრა ცხრაქულიანი გუნდია ჩამოწერილი. აუტსაიდერი გახლავთ უქულო ბრატისლავის „სლოვანი“, რომლის წინ ორი ერთქულიანი გუნდია – პრაღის „სლავია“ და „ლილი“, თუმცა რადგან ჯერ ყველაფერი წინ არის, ცხრილზე...

როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
ჩანაწერი

როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელმა მარკო როსიმ გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელების სია, რომლებსაც ერთა ლიგის ბოლო ორ შეხვედრისთვის მოამზადებს. იგულისხმება ორი შეხვედრა: 14 ნოემბერს თბილისში საქართველოსთან და 17 ნოემბერს ბუდაპეშტში ჩრდილოეთ ირლანდიასთან. მარკო რისი შეკრებას შემდეგი ორშაბათიდან, 8 ნოემბრიდან იწყებს. პრეს-კონფერენციის დასაწყისში უნგრეთის ნაკრების პრეს-სამსახურის უფროსმა გერგო საბომ თქვა, რომ ფიფადან მიღებული ფაქსის თანახმად მათ ნება ეძლევათ გუნდში...

ჩემპიონთა ლიგის სამშაბათი
ჩანაწერი

ჩემპიონთა ლიგის სამშაბათი

გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის სამშაბათის შეხვედრები. ჩამოვთვალოთ ამ დღის თვალშისაცემი ამბები: უპირველეს ყოვლისა „პარი სენ ჟერმენის“ მიერ „ვილიარეალის“ სტუმრად (6:0) განადგურება აღვნიშნოთ და მადლობა ვუთხრათ ესპანური გუნდის მწვრთნელს ინიგო პერესს იმისათვის, რომ ჟორჟ მიქაუტაძე მოედანზე მხოლოდ 63-ე წუთზე შეიყვანა, როდესაც ანგარიში უკვე 5:0 იყო. ამის გამო ქართველ თავდამსხმელს ამ მარცხს ვერავინ დააბრალებს....

ენტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო
ჩანაწერი

ენტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო

„ბარსელონა“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია? ინგლისელმა გარემარბმა ენტონი გორდონმა თქვა, რომ დიახ, „ბლაუგრანა“ „პარი სენ ჟერმენს“ არაფრით ჩამოუვარდება. ჰანსი ფლიკის ბიჭებმა ჩემპიონთა ლიგაში პსჟ-სთან 2:4 წაგებამდე მიმდინარე სეზონში ყველა თამაში მოიგეს, თუმცა შემდეგ, რამდენიმე დღეში „ელ კლასიკოში“ „რეალთანაც“ მოეცარათ ხელი  – 1:2. „არ მგონია, ეს გუნდები ჩვენ გვჯობდნენ. ხსენებული ორი წაგებისთვის პასუხისმგებლობა რასაკვირველია მთლიანად ჩვენ გვაწევს....

სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?
ჩანაწერი

სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?

„ეს ჩვენი სტილი არ არის!“, – უპასუხა დომინიკ სობოსლაიმ იმ ადამიანებს, რომელთაც თქვეს, რომ „ლივერპულისა“ და „არსენალის“ შეხვედრაში (0:1) ალექსანდერ ისაკი თეატრალურად უნდა წაქცეულიყო, რათა მათ სასარგებლოდ მსაჯს პენალტი დაესაჯა. სობოსლაის „ლივერპულის“ სტილთან დაკავშირებით უპასუხეს, მაგრამ მანამდე ხსენებული ეპიზოდი გავიხსენოთ: „ლივერპულის“ სასარგებლოდ პენალტი მართლა უნდა დანიშნულიყო. საკამათო ეპიზოდში ისაკი რომ წაქცეულიყო და გაპროტესტება დაუწყო, VAR...