Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)

Home პაპუნა კედია
ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
ჩანაწერი

ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა

ერიკ ტენ ჰაგმა კრიშტიანო რონალდუზე თქვა, 2018 წლის მერე ანუ რაც „რეალიდან“ „იუვენტუსში გადავიდა, მუდმივად უკლებდაო. მართალია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ჰოლანდიელი მწვრთნელი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ხსენებულ ვადაში პორტუგალიელის მიერ ნაჩვენები შედეგები მისი მთავარი კონკურენტის ლეო მესის შედეგებს შეადარეს. 2018 წლის ზაფხული ახლა ძალიან დიდი ხნის წინ ჩანს. ეს ის დროა, როდესაც რონალდუს დიდი მონაწილეობით...

ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
ჩანაწერი

ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა

„ლივერპულმა“ კვირას შინ მორიგი შეხვედრა წააგო, ამჯერად „არსენალთან“ – 0:1. ერთადერთი გოლი მე-16 წუთზე კაი ჰავერცმა გაიტანა. მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ კარში სწორად დარტყმა ერთხელაც ვერ მოახერხეს. მათი დარტყმებიდან ყველაზე ეფექტური ფლორიან ვირტცისა იყო, როდესაც ბურთი ძელს მოხვდა. მარცხის გამო ანდონი ირაოლას გუნდი პრემიერლიგის ცხრილის ოთხეულში ვერ დაბრუნდა. აქამდე მერსისაიდელებს ზედიზედ ხუთი მატჩი ჰქონდათ მოგებული....

მაროკოელ ჟურნალისტზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ
ჩანაწერი

მაროკოელ ჟურნალისტზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ

და ისევ „ოქროს ბურთის“ შესახებ. მაროკოელმა ჟურნალისტმა, „ფრანს ფუტბოლის“ ჟიურის წევრმა მუსტაფა ბადრიმ AfricaFoot-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მასზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ. ბადრიმ პირველ ადგილზე დაწერა აშრაფ ჰაკიმი, მეორეზე კილიან მბაპე, მესამეზე ლამინ იამალი, ხოლო მომავალ გამარჯვებულს ჰარი კეინს მეექვსე ადგილი მიაკუთვნა. მაროკოელმა კონკრეტულად არ დაასახელა, მაგრამ მოყვა, რომ ბოლო დღეს გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც სცადეს...

ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
ჩანაწერი

ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის

საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ინგლისის „კარაბაოს თასის“ მერვედფინალში კარგად ითამაშა და პენალტების სერიაში „ლივერპულს“ „ჩელსისთან“ მოაგებინა. მან რთული დარტყმა მოიგერია არა მარტო პენალტების სერიაში, არამედ შეხვედრის მსვლელობისას, 90 წუთის განმავლობაშიც, რის გამო გულშემატკივრის ყურადღება მიიპყრო. ამის მიუხედავად, ლივერპულში მის მიმართ მედიის ფრთხილი დამოკიდებულება არ შეცვლილა, რის ნათელი მაგალითიცაა This is Anfield-ში გამოქვეყნებული წერილი, რომლის...

რას ელოდება საქართველის ნაკრების მეტოქის, უნგრეთის გულშემატკივარი?
ჩანაწერი

რას ელოდება საქართველის ნაკრების მეტოქის, უნგრეთის გულშემატკივარი?

ახლოვდება სანაკრებო კვირეული. 14 ნოემბერს საქართველოს ეროვნული გუნდი უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17-ში სტუმრად, უფრო ზუსტად კი სლოვაკეთში, ნეიტრალურ მოედანზე დაუპირისპირდება უკრაინას. შეგახსენებთ სატურნირო მდგომარეობას 4 ტურის შემდეგ: 8 ქულით პირველ ადგილზეა ჩრდილოეთ ირლანდია, 7 ქულით მეორეზეა უნგრეთი, 4 ქულით მესამეზეა უკრაინა და 2 ქულით ბოლო ადგილს იკავებს საქართველო, რომელმაც ოთხ შეხვედრაში ერთი გოლიც ვერ გაიტანა....

ლუის ენრიკე პსჟ-ს ისტორიაში
ჩანაწერი

ლუის ენრიკე პსჟ-ს ისტორიაში

ლუის ენრიკემ „პარი სენ ჟერმენს“ ისეთი ტიტულები მოაგებინა, რომ მისი ადგილი ამ კლუბის ისტორიაში ისედაც ცხადი იყო, მაგრამ „ლე ავრთან“ შეხვედრაში მან თავისი პოზიცია სტატისტიკითაც განიმტკიცა – ეს იყო ესპანელის 127-ე გამარჯვება პარიზული გუნდის თავკაცის რანგში. აქამდე ყველაზე მეტი თამაში ლორან ბლანს ჰქონდა მოგებული – 126. ბლანი პსჟ-ს 2012-2016 წლებში ედგა სათავეში. ესპანელი საფრანგეთის დედაქალაქში...

დიდებული ჰაკიმი
ჩანაწერი

დიდებული ჰაკიმი

დიდი ალბათობით აშრაფ ჰაკიმი მსოფლიოში საუკეთესო მარჯვენა მცველია. მაროკოელმა ეს „პარი სენ ჟერმენისა“ და „ლე ავრის“ შეხვედრაში (5:1) კიდევ ერთხელ გამოაჩინა. პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ნორმანდიული გუნდის წინააღმდეგ როტაციას მიმართა და ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები მეტწილად დაასვენა. ერთ-ერთი იშვიათთაგანი, ვინც მოედანზე იყო ჰაკიმი გახლდათ. ანგარიში მე-18 წუთზე მასპინძელმა ჯოშ მაიამ გახსნა, შემდეგ კი ჰაკიმიმ მხსნელის ინსტინქტი...

ხვიჩა პირველ ადგილზე მარტო ბზიკაძემ და ბერძენმა დაწერეს
ჩანაწერი

ხვიჩა პირველ ადგილზე მარტო ბზიკაძემ და ბერძენმა დაწერეს

მაშ ასე, გასაჯაროვდა „ფრანს ფუტბოლის“ ჟიურის წევრი 100 ჟურნალისტის ანკეტები და ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ადგილი მხოლოდ ქართველმა ვახტანგ ბზიკაძემ და მისმა ბერძენმა კოლეგამ მიანიჭეს. ეს გულშემატკივართა უმრავლესობისთვის ალბათ მოულოდნელი იყო (საქართველოში მაინც), ისევე როგორც ბევრი რამ, რაზეც ფრანგულმა პორტალმა footmercato-მ გაამახვილა ყურადღება. როგორც ცნობილია „ოქროს ბურთი“ მოიგო „ბაიერნის“ ინგლისელმა თავდამსხმელმა ჰარი კეინმა,...

ფრანგული საიტი თორნიკეს შესახებ
ჩანაწერი

ფრანგული საიტი თორნიკეს შესახებ

footmercato-ში თორნიკე კვარაცხელიას შესახებ წერილი გამოქვეყნდა. ფრანგული პორტალი წერს, რომ „პარი სენ ჟერმენს“ ცუდი პერიოდი უდგას, რადგან „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მისი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა და ბევრი თვის გამოტოვება მოუწევს. ეს ტრავმა სერიოზული დარტყმაა საქართველოს ნაკრებისთვისაც, რომელსაც ნოემბრის შეხვედრებში დიდი დანაკლისის კომპენსაცია მოუწევს. და სიმბოლურია, რომ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში სწორედ ამ რთულ დროს გაიბრწყინა...

კვერნაძემ ბრწყინვალედ ითამაშა
ჩანაწერი

კვერნაძემ ბრწყინვალედ ითამაშა

„ფროზინონემ“ „ლეჩეს“ 5:1 მოუგო. გიორგი კვერნაძემ ერთი პენალტი მოიპოვა და ორი საგოლე პასი შეასრულა. საიტი sofascore წერს: „კვერნაძე ყველგან იყო, სადაც კი თავდამსხმელი შეიძლებოდა ყოფილიყო. მის მიერ შესრულებული ორი საგოლე პასიდან ორივე იყო სუფთა, დროული და ჭკვიანური გარღვევის შედეგი. მან შეასრულა 8 საკვანძო პასი – ყველაზე მეტი ამ შეხვედრაში. კარისკენ ექვსჯერ დაარტყა – კონტრშეტევაზე მუდმივად...