ხელბურთელთა ევრო-2028-ის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს ნაკრებმა მარცხით დაიწყო. რუბენ გარაბიას გუნდი ბებერი კონტინენტის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდ ნორვეგიას ესტუმრა და 23:40 წააგო.
სკანდინავიელებმა უპირატესობა თავიდანვე იგდეს ხელთ და 5:1 დაწინაურდნენ. რის შემდეგ მეთოდურად ზრდიდნენ სხვაობას და პირველი ტაიმი 20:12 მოიგეს. მეორე ტაიმი სრული ფორმალობა და ორივე გუნდისთვის კარგი ვარჯიში გამოდგა.
ცხადია, ნორვეგიელები ბევრად უკეთესად გამოიყურებოდნენ და სოლიდური სხვაობითაც იმარჯვეს.
ეს იყო ჯგუფის პირველი შეხვედრა, სადაც ასევე ავსტრია და თურქეთია, რომლებიც ერთმანეთში მოგვიანებით ითამაშებენ. ჯგუფიდან ორი საუკეთესო გადის, რომელთაც ექვსი ჯგუფიდან ოთხი საუკეთესო მესამე ადგილოსანიც დაემატებათ.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 14:30მარცხი სკანდინავიელებთან
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
