სამი დებიუტანტი სვანაძის გუნდში…

სამი დებიუტანტი სვანაძის გუნდში…

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას 9 ნოემბერს დაიწყებს – საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ მომავალი თამაშებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, უნგრეთს უმასპინძლებს, 17 ნოემბერს კი კოშიცეში უკრაინას დაუპირსპირდება.

სვანაძემ ნაკრებში სამი დებიუტანტი გამოძახა – ბათუმის „დინამოს“ მეკარე ნოდარ ყალიჩავა, ტრნავის „სპარტაკის“ ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი და უკრაინული „პოლისიას“ მცველი გიორგი მაისურაძე. ტრავმების გამო ამ მატჩებში ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია, ოთრ კიტეიშვილი და გიზო მამაგეიშვილი ვერ დაეხმარებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზთეფე, თურქეთი), ნოდარ ყალიჩავა (დინამო ბათუმი, საქართველო)

დაცვა: საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ივა გელაშვილი (კლუჟი, რუმინეთი), ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერისპორი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია, უკრაინა), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო ფაიერ, აშშ), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი მოისწრაფიშვილი (სპარტაკ ტრნავა, სლოვაკეთი), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი წიტაიშვილი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი)

მატჩების განრიგი:

14 ნოემბერი, 21:00 | საქართველო – უნგრეთი

17 ნოემბერი, 23:45 | უკრაინა – საქართველო

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.