საქართველოს ნაკრებმა ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვილი სანიოლმა 25 მაისს გუნდი არასრული შემადგენლობით ავარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა: ლუკა გუგეშაშვილი, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, ივა გელაშვილი, ილია ბერიაშვილი, ირაკლი აზაროვი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ნიკა გაგნიძე, ირაკლი ეგოიანი, გიზი მამაგეიშვილი, გიორგი კვერნაძე, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ქვილითაია. „ჯვაროსნები“ 2...
ჭდე: საქართელოს ნაკრები
ვილის და ზურიკოს პრესკონფერენცია ბულგარეთამდე
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურიკო დავითაშვილმა ბულგარეთთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართეს: ვილი სანიოლი: „აქამდე ვერ გავიგე, რააო, გამაძევეს. თამაშის დროს მეოთხე მსაჯისთვის კითხვების დასმა გიწევს, პასუხად კი ისმის – „დამშვიდდი“. სამწუხაროდ, ასეთ დროს ღიზიანდები და ალბათ ეს იყო მიზეზი. თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გავიგე, რატომ გამაძევეს. თურქეთთან შეხვედრაში მეხუთე ცვლილების...
ოთხი დებიუტანტი სანიოლის გადახალისებულ სიაში
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – 5 ივნისს თბილისში ფარერებთან, 8 ივნისს კი ქუთაისში კაბო ვერდესთან. ვილი სანიოლმა უახლოესი თამაშებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა. გამძახებულთა შორის 4 დებიუტანტია – მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, „დინამო თბილისის“ 16 წლის მცველი – საბა ხარებაშვილია. გამოძახებულთა შორის არიან გორის „დილას“ მეკარე დავით კერესელიძე, უკრაინული „კოლოსის“ ნახევარმცველი...
საქართველო ახალი ფორმით…
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ახალი დიზაინის მაისურებით ითამაშებს, რომელსაც პირველად ივნისში გასამართ ამხანაგურ მატჩებზე მოირგებს. ახალი ფორმებით ითამაშებს 2025 წლის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიც. ეროვნული გუნდების უნიკალური დიზაინის ფორმები საქართველოს ეროვნული ნაკრების ტექნიკურ სპონსორთან, იტალიურ კომპანია „მაკრონთან“ თანამშრომლობით შეიქმნა. ახალი მაისურის დიზაინში, გამოყენებულია ნაკრების ძველი სათამაშო ფორმის ელემენტები. ასეთი...
სად იპოვეს?..
საქართველოს ნაკრები ივნისში საქართველოში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს ერთი მეტოქე, ფარერების გუნდი აქამდეც ცნობილი იყო – მატჩი „დინამო არენაზე“ 5 ივნისს გაიმართება. რაც შეეხება მეორე მატჩს, „ჯვაროსნები“ 8 ივნისს, ქუთაისში კაბო ვერდეს ნაკრებს დაპირისპირდებიან. კაბო ვერდე ფიფა-ს რეიტინგში 72-ე ადგილს იკავებს. ამ ორი ამხანაგური მატჩის შემდეგ ეროვნულ გუნდს სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი მატჩსი...
თითქმის B ლიგაში
საქართველოს ნაკრებმა 2025 წელი გამარჯვებით დაიწყო. ერევანში სომხეთის ეროვნული გუნდი დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ერთა B ლიგაში დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. კარგია, რომ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნებმა“ წელიწადი მოგებით დაიწყეს. ნაკრებს პირველად უკაპიტნა ოთარ კიტეიშვილმა. საბა გოგლიჩიძე კი პირველად მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში და ჩინებულად გაართვა თავი ამოცანას. ახლა საქართველოს სომხეთთან ასეთი ბალანსი აქვს:...
სანიოლის სია ერთი დებიუტანტით…
საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას 17 მარტიდან დაიწყებს. B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი ოფში ჩვენი გუნდი სომხეთს 20 მარტს, ერევანში, 23-ში კი თბილისში შეხვდება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა წლის პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. სანაკრებო სიაში ერთი დებიუტანტია – ოდესის „ჩერნომორეცისა“...
წილი საქართველოსთვის…
ხვალ, 13 დეკემბერს, თბილისის დროით 15 საათზე, ციურიხში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ევროპის ზონის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება. მოგეხსენებათ, მომავალ მუნდიალზე გუნდების რაოდენობა 48-მდე გაიზრდება. აქედან 16 საგზური ევროპელებს შეხვდებათ. 2023 წლის 25 იანვარს, უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ნიონში გამართულ შეხვედრაზე დაამტკიცა შესარჩევი ტურნირის ახალი ფორმატი. ევროპიდან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის რაოდენობის 13-დან 16-მდე გაზრდის...
საქართველომ ოქტომბერში ყველაფერი წააგო
ერთა ლიგის „ბ” დივიზიონის მეოთხე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები შინ ალბანეთს დაუხვდა. სატურნირო ცხრილიდან გამოდინარე, ვილი სანიოლის გუნდს მოგება სჭირდებოდა. თუმცა, სამი ქულა მეტოქეს გავატანეთ… ფრანგმა სპეციალისტმა ხუთმცველიან ტაქტიკას „უღალატა” და მოედანზე შემტევი შემადგენლობა გაიყვანა. თავიდან მეტოქეზე უკეთ გამოვიყურებოდით და ათიოდ წუთში სამი მომენტი შევქმენით: ბუდუ ზივზივაძემ ვარდნაში ბურთი კარს გადააცილა; ზურიკო დავითაშვილს მეკარემ აუღო;...








