საქართველოს ნაკრებმა ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვილი სანიოლმა 25 მაისს გუნდი არასრული შემადგენლობით ავარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა:
ლუკა გუგეშაშვილი, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, ივა გელაშვილი, ილია ბერიაშვილი, ირაკლი აზაროვი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ნიკა გაგნიძე, ირაკლი ეგოიანი, გიზი მამაგეიშვილი, გიორგი კვერნაძე, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ქვილითაია.
„ჯვაროსნები“ 2 ივნისს, რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებენ. საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია ბოლო სანაკრებო შეხვედრას ჩაატარებს. 5 ივნისს კი საქართველოს ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება.
ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
მოახლოებული მატჩების შესახებ კომენტარი „კრაიოვას“ ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა გააკეთა.
„მოახლოებული მატჩებისთვის მზადება დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ ამხანაგური მატჩების ჩატარება რთულია, თუმცა ეს ერთა ლიგამდე ბოლო თამაშებია და ეს შეკრება ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. რუმინეთთან საინტერესო და რთულ მატჩს ველი. კარგად ვიცი მათი ძლიერი მხარეები. ჩვენს მსგავსად, მათაც კარგად ითამაშეს ევროპის ჩემპიონატზე. ახალი მწვრთნელი და ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ. არ იქნება მარტივი თამაში, თუმცა, ვფიქრობ, ყველა სერიოზულად არის განწყობილი და ვეცდებით დადებით შედეგს მივაღწიოთ“.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები25/05/2026 | 20:26შეკრება თექვსმეტმა დაიწყო
კატეგორიის გარეშე20/04/2026 | 00:50კვარამ კი გაიტანა, მაგრამ…
კატეგორიის გარეშე19/04/2026 | 18:24თუშიშვილის ოქრო და გუნდური პირველი ადგილი
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 21:36მოქმედი ვიცე გახდა…
