სულამანიძის წითელი არშია

სულამანიძის წითელი არშია

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე ოქროს მედალი მოიპოვა – ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) შემდეგ, კვარცხლბელის უმაღლეს საფეხურზე ილია სულამანიძე (100 კგ) ავიდა.

სულამანიძემ მთელი ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა, პირველ შეხვედრაში უნგრელი ჟომბორ ვეგი დაამარცხა, მერვედფინალში მოლდოველი გიმბოვშს სძლია, მეოთხედფნალში ილიამ თბილისში ევროპის ჩემპიონატზე განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო რუს ნიაზ ბილალოვთამ ნახევარფინალში კი იტალიელ პარლატს სლია.

ფინალში ილიამ იაპონელი დოტა არაი დაამარცხა და პირველად იასპარეზებს წითელი არშიით. არადა, ბოლოს სანერვიულო გაგვიხდა: ორთაბრძოლა „გოლდენ სქორში“ გადავიდა, სადაც ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქე კონტრილეთზე დაიჭირა და იუკოზე დასცა; თავდაპირველად, მომგებიანი ქულა მეტოქეს შეუფასეს, მაგრამ საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერია და ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვიტა.

საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ტურნირზე ორი ოქროს (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე), ერთი ვერცხლის (ეთერ ლიპარტელიანი) და ერთი ბრინჯაოს მედალი (გიორგი სარდალაშვილი) აქვს.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ მეორე ადგილზე აინაცვლა და ახლა მხოლოდ იაპონიას (7 ოქრო; 2 ვერცხლი; 3 ბრინჯაო) ჩამორჩება; ესპანეთს, აზერბაიჯანსა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების დელეგაციებს თითო ოქროს მედალი აქვთ.

დარჩენილია ბოლო, მძიმე წონები და ქართველთაგან ტატამზე გურამ თუშიშვილს, ირაკლი დემეტრაშვილსა და სოფიო სომხიშვილს ვიხილავთ.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.