პლეი ოფში ფარერებთან…

პლეი ოფში ფარერებთან…

უეფას შტაბბინაში ერთა ლიგის პლეიოფების წილისყრა გაიმართა.  

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა B2 ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და B ლიგის მომავალ სეზონში ადგილის შესანარჩუნებლად პლეიოფს ითამაშებს.

ნიონში გამართულ წილისყრაზე A/B და B/C ლიგებს შორის აღზევება-დაქვეითებისთვის რვა წყვილი დაკომპლექტდა.

B/C ლიგების პლეი ოფი

ფარერები – საქართველო

კვიპროსი – ჩრდ. მაკედონია

ესტონეთი – რუმინეთი

ბელარუსი – ისრაელი

საქართველო, როგორც უფრო მაღალი დივიზიონის წარმომადგენელი, განთესილი იყო და მეტოქედ უფრო დაბალი, C დივიზიონის გუნდი შეხვდა. წყვილის პირველ მატჩებს ჩვენი მეტოქე უმასპინძლებს, საქართველოს ნაკრები კი საკუთარ არენაზე საპასუხო შეხვედრას გამართავს.

პირველი მატჩები 2027 წლის 25-27 მარტს გაიმართება, ხოლო საპასუხოები — 28-30 მარტს.

A/B ლიგების პლეი ოფი

ბოსნია – დანია

უნგრეთი – სერბეთი

ირლანდია – ხორვატია

სლოვენია – უელსი

ამას გარდა, გაიმართა A ლიგის მეოთხედფინალის წილისყრაც:

ესპანეთი – საფრანგეთი

ნორვეგია – ინგლისი

ნიდერლანდები-პორტუგალია

ბელგია – გერმანია

პლეიოფისა და მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები 2027 წლის 25-30 მარტს გაიმართება. დაპირისპირებები ორმატჩიანია, ხოლო A ლიგის მეოთხედფინალში გამარჯვებული ოთხი ნაკრები ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გავა, რომელიც 9-13 ივნისს ჩატარდება.

ნახევარფინალი

ესპანეთი/საფრანგეთი – ნიდერლანდები/პორტუგალია

ნორვეგია/ინგლისი – ბელგია/გერმანია

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.