ჯიკიჩმა შემადგენლობა დაასახელა

ჯიკიჩმა შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ნოემბერში მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ორ უმნიშვნელოვანეს მატჩს ჩაატარებს – 26 ნოემბერს ათენში საბერძნეთს დაუპირისპირდება, სამი დღის შემდეგ კი, 29 ნოემბერს, თბილისში პორტუგალიას უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა მოახლოებული შეხვედრებისთვის 19-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც უშუალოდ მატჩებისთვის 12 მოთამაშეს შეარჩევს.

გუნდს ტრადიციულად უკაპიტნებს თორნიკე შენგელია. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთთან დაპირისპირების წინ ევროლიგაზე პრინციპული მატჩი ელის, შენგელია შეხვედრის დასრულებისთანავე, 26 ნოემბერს, დუბაიდან პირდაპირ ათენში გაფრინდება და ნაკრებს უმნიშვნელოვანეს თამაშში დაეხმარება.

ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის “თბილისი არენაზე” ნაკრებმა პირველ ვარჯიში გამართა, რომელშიც 12 კალათბურთელი მონაწილეობდა: ლუკა ლიკლიკაძე, დავით ტრაპაიძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი კობახიძე, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, მათე ყავლაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, ამირან აროშიძე, ვილი ისიანი, რომა ჭინჭარაული და საბა გიგიბერია.

გუნდს 20 ნოემბერს შეუერთდებიან გიორგი ტურძილაძე და გიორგი ოჩხიკიძე, რომელთა კლუბებიც – “კსუ-კავკასია” და “ბათუმი” 18 ნოემბერს ევროტურნირის მატჩებს ატარებენ და საქართველოში დაბრუნებისთანავე ტურძილაძე და ოჩხიკიძე შეკრებაზე გამოცხადდებიან.

მარკიზ რიდი, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე და რატი ანდრონიკაშვილი – ნაკრებს პირდაპირ საბერძნეთში შეუერთდებიან.

საქართელოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

მარკიზ რიდი, რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა ლიკლიკაძე, დავით ტრაპაიძე, დუდა სანაძე, გიორგი კობახიძე, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, მათე ყავლაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, ამირან აროშიძე, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი ტურძილაძე, ვილი ისიანი, რომან ჭინჭარაული, საბა გიგიბერია.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.