მაშ ასე, მივაღწიეთ სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეს, რომელიც უკრაინის საზღვართან ძალიან ახლოს მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ არეულ დროში ანდრეა მელდერას გუნდი ოფიციალურ შეხვედრაში ყველა შესაძლო ვარიანტიდან ყველაზე საშინაო ატმოსფეროში მოხვდა, რაც მას შეგვიძლია მივულოცოთ. თუმცა საქართველოსთან დაპირისპირების ქვეტექსტი სულაც არ იყო ისეთი იმედისმომცემი, როგორიც სექტემბერში, როდესაც ეს ნაკრებები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს (0:0).
მაშინ უკრაინას ახალი მოგებული ჰქონდა უნგრეთთან და ერთა ლიგაში უფრო მაღალ საფეხურზე ასვლის იმედიც კი ჰქონდა, მაგრამ დრომ და „ლურჯ-ყვითლების“ შედეგებმა გვაჩვენა, რომ ასეთი ამბიციების ქონა გულუბრყვილობაა. საქართველოსთან შეხვედრაში კი უკრაინელებს უკანდასახევად გზა ფაქტობრივად არ ჰქონდათ, რადგან უშუალო კონკურენტთან წაგების შემთხვევაში აღმოჩნდებოდნენ ყველაზე დაბალ დივიზიონში გავარდნის რისკის წინაშე.
ასეთ პერსპექტივას საუკეთესო ნამდვილად არ ეთქმოდა და ამიტომ მოვლენათა უარესი განვითარების თავიდან ასაცილებლად ყველა ღონე უნდა გვეხმარა. სწორედ ასე მოიქცა ჩვენი ნაკრები პირველივე წამებიდან და მოწინააღმდეგემაც გადაწყვიტა დაგვხმარებოდა. ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ დავითაშვილმა მარჯვენა ფრთიდან სიკანს საჯარიმოს წინ პირდაპირ ფეხებში მიაწოდა პასი, რის მერეც საკუთარ თავში დარწმუნებულმა დანილმა შორეულ კუთხეში დაარტყა ბურთი.
ამ პოზიტიურ ტალღაზე სადღაც პირველი ტაიმის შუამდე მეტოქის ნახევარზე დავრჩით და ეპიზოდურად, სინჩუკის დარტყმების გათვალისწინებით, მეტზეც კი გვქონდა პრეტენზია, მაგრამ ეს დარტყმები სიზუსტით არ გამოირჩეოდა. აი, შემდეგ კი მალდერას გუნდის დაცვის მისამართით ისევ გაჩნდა შეკითხვები. განსაკუთრებით სტანდარტული მდგომარეობების დროს: 22-ე წუთზე მარჯვნიდან ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ქოჩორაშვილმა რამდენიმე მეტრიდან კარში დაარტყა და ამ ეპიზოდში შეიძლებოდა გოლიც გაგვეშვა. ამჯერად ბედმა გაგვიღიმა.
მეორე ტაიმში უკრაინამ გადაწყვიტა თამაში კონტრშეტევებზე აეწყო. ეს გამართლებული, მაგრამ სარისკო გადაწყვეტილება გახლდათ, რადგან საქართველოს ჰქონდა გიჟური მომენტი, როდესაც კაკაბაძის დარტყმას მხოლოდ რიზნიკი თუ მოიგერიებდა, რაც მან გააკეთა კიდეც. შემდეგ კი რამაზ სვანაძის გუნდს დაღლა დაეტყო.
ხოლო როდესაც ქართველებს ფიზიკური ძალები აღარ ჰყოფნით წინა პლანზე სიფიცხე გამოდის. ამიტომ, სტუმრებმა ერთი მეორის მიღებით დაიწყეს გაფრთხილებების მიღება და ნათელი გახდა, რომ მათი გუნდიდან ფეხბურთელის გაძევება მხოლოდ დროის ამბავი იყო. და თუ ეს არ მოხდა გაგნიძის მიერ ზაბარნის წაქცევის ეპიზოდში, მოხდა 90-ე წუთზე, როდესაც „ჯვაროსნების“ მოთამაშემ ლოჩოშვილმა ბურთის გადაგდებისთვის მეორე ყვითელი მიიღო. ქართველების გადარჩენის შანსი აღარ არსებობდა.
თუმცა, მანამდე უკრაინას ჰქონდა მეორე გოლის გატანის შანსები, მაგრამ მარცხნიდან ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ სარაპის დარტყმული მამარდაშვილმა წარმოუდგენლად მოიგერია, სინჩუკმა კი რამდენიმე ეპიზოდში ზუსტად ვერ დაარტყა. ამის მიუხედავად მალდერას გუნდი ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა, საქართველო კი გავარდნისგან გადარჩენისთვის ფლეი-ოფში იბრძოლებს.
ალექსანდრ სნიტკო sport.ua
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი18/11/2026 | 08:26უკრაინული საიტი: მაჟორულ ნოტაზე!
აქეთურ-იქითური17/11/2026 | 09:15რად უნდა პსჟ-ს ბარსელონელი?
სიახლეები17/11/2026 | 07:57იურგენ კლოპის გამანადგურებელი გუნდი
აქეთურ-იქითური16/11/2026 | 10:04მარკა: ჰიმნის დროს სტვენა უზრდელობაა!
