Breaking News

უკრაინის ნაკრები

დღეს პარიზი კოშმარს იხსენებს

დღეს პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრები უკრაინის ნაკრებს მასპინძლობს. იმავდროულად ფრანგებისთვის ხსოვნის დღეა. ზუსტად ათი წლის წინ, 2015 წლის 13 ნოემბერს დედაქალაქს ტერორისტული აქტების ტალღამ გადაუარა. ბოროტმოქმედებმა მიზანში ამოიღეს ექვსი ობიექტი: „სტად დე ფრანსი’’, საკონცერტო დარბაზი „ბატაკლანი’’ და ოთხი კაფე-რესტორანი ქალაქის მეათე და მეთერთმეტე რაიონებში. დაიღუპა 130 ადამიანი, დაშავდა ― 400. ასეთი მსხვერპლი…

Read more

ხვიჩას კომენტარი და იტალიელთა შფოთვა

თუკი საქართველოსა და უკრაინის ნაკრები გუნდების შეხვედრაში (1:1) ვინმე გამოირჩეოდა ეს ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც სწორედ ის ფეხბურთი ითამაშა, ასე რომ მოენატრა ქართველ გულშემატკივარს. მატჩის შემდეგ კვარაცელიამ თქვა: „ვულოცავ გიორგი მამარდაშვილს, შეხვედრის ბოლოს მან გადაგვარჩინა. თუმცა, ეს მისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ის ასე ძალიან ხშირად იგერიებს. როდესაც უკრაინელებმა კარში დაარტყეს, ვიფიქრე, რომ გაგვიტანეს, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა….

Read more

უკრაინამ ჩეხეთს გაქცევის საშუალება არ მისცა

ერთა ლიგის B დონის პირველ ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებმა შინ ალბანეთთან 0:1 წააგო, უკრაინამ ჩეხეთთან 0:1 ჩამორჩენა გამოასწორა, 1:1 ითამაშა და მეტოქეს ცხრილში „შორს გაქცევის’’ საშუალება არ მისცა. 4 ტურის შემდეგ ჩეხებს 7 ქულა აქვთ, ქართველებს და ალბანელებს – 6, ხოლო უკრაინელებს – 4. წინა ტურში ორივე გუნდმა მოიგო, უკრაინამ საქართველოსთან, ხოლო ჩეხეთმა ალბანეთთან. ამ…

Read more

უკრაინის პირველი გამარჯვება

ერთა ლიგის B დონის პირველი ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში უკრაინამ საქართველოს 1:0 მოუგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე მიხაილო მუდრიკმა გაიტანა, როდესაც გიორგი ქოჩორაშვილმა ნახევარდაცვაში ბურთი დაკარგა, მისმა დამზღვევებმა „ჩელსის’’ უკრაინელი თავდამსხმელისთვის გზის გადაკეტვა ვერ შეძლეს და საჯარიმოს მისადგომებიდან ვილი სანიოლის გუნდის კარში შეხვედრის ბედის გადამწყვეტი გოლი გავიდა. უკრაინულმა პორტალმა football24 ქვეთავებად დაყოფილი ვრცელი, საინტერესო…

Read more

იტალიის გასვლას საკამათო უწოდეს

უკრაინამ ევრო 2024-ის გადამწყვეტ შესარჩევ შეხვედრაში იტალიას ლევერკუზენში უმასპინძლა. მატჩი დასრულდა 0:0. შედეგად იტალიამ C ჯგუფში ინგლისის შემდეგ მეორე ადილი დაიკავა და ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე გავიდა. უკრაინას რომ მოეგო, ევროზე ის გავიდოდა. სერგეი რებროვის გუნდს გამარჯვების იმედი 90+3 წუთზე მიეცა, როდესაც მიხაილო მუდრიკი ბრაიან კრისტანტემ საჯარიმოში თითქოს წააქცია, მაგრამ ესპანელმა მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ…

Read more

ოცი წლის წინანდელი ფეხბურთი წარსულს ჩაბარდა

იტალიის ნაკრებმა უკრაინას 2:1 მოუგო. მასპინძელთა გოლები მე-12 და 29-ე წუთებზე „ინტერის” 23 წლის ნახევარმცველმა დავიდე ფრატეზიმ გაიტანა. უკრაინელთაგან ერთი საპასუხო კიევის „დინამოს” ვეტერანმა, 33 წლის თავდამსხმელმა ანდრეი იარმოლენკომ შეაგდო. ამრიგად, „სკუადრა აძურას” ახალმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პირველი გამარჯვება მოიპოვა. 5 ტურის შემდეგ C ჯგუფს 13 ქულით ინგლისი ლიდერობს. თამაშით ნაკლები და 7 ქულა აქვს…

Read more

ლა როხიტა ფინალში შევარდა

„ეს იყო ჯადოსნური მატჩი, რომელშიც ესპანეთმა მიხაილო მუდრიკის უკრაინა 5:1 დაამარცხა და 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, — წერს „მარკა”, — დაუვიწყარ მეორე ტაიმში „ლა როხიტამ” მეტოქე ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით დაჯაბნა. ეს გახლდათ აშკარად საუკეთესო შეხვედრა, რაც ესპანეთის 21-წლამდელთა გუნდს დიდი ხნის განმავლობაში ჩაუტარებია. ყველა ფეხბურთელი სანახაობრივად თამაშობდა — არნაუ ტენასით დაწყებული აბელ რუისით…

Read more

უელსმა უკრაინა დაამარცხა

„ყატარი 2022″-ის ფლეი-ოფი საბოლოოდ ასე დასრულდა: მგზნებარე პატრიოტული, თავაშვებული ზეიმი უკრაინელებმა კი არა, უელსელებმა მოაწყეს. ისინი მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრებიან; მონაწილეობას მიიღებენ იმ შეჯიბრებაში, სადაც 64 წლის წინ იყვნენ და მერე ფეხი აღარ შეუდგამთ. უკრაინის ნაკრებს კი რუსეთის აგრესიის გამო მთელი მსოფლიო უჭერდა მხარს. გარდა ამისა, „ლურჯ-ყვითლები” კარდიფში გამართული მატჩის გვარიანად დიდი მონაკვეთების განმავლობაში მასპინძლებთან შედარებით…

Read more

ბეილი უკრაინელებს ბოდიშს არ მოუხდის

დღეს უნდა გადაწყდეს ვინ გაემგზავრება ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატზე, უელსი თუ უკრაინა. ამასთან დაკავშირებით გარეთ ბეილი ალალად აცხადებს, რომ ის ყველა ღონე იხმარს რათა მისმა გუნდმა გაიმარჯვოს და უკრაინელთა ოცნების დამსხვრევის შემთხვევაში ბოდიშის მოხდასაც არ აპირებს. „რეალის” ყოფილი ვარსკვლავი ამბობს, რომ ომს კარდიფში დანიშნულ თამაშზე გავლენის მოხდენის საშუალებას არ მისცემს. ბოდიშის შესახებ მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს. გამარჯვების…

Read more

უცხოპლანეტელების სამწუხაროდ

უკრაინამ „ჰემპდენ პარკზე” შოტლანდიას მოუგო — 3:1 და ცხადია ეს მხოლოდ თამაში არ იყო. ეს იყო უკრაინელი ფეხბურთელების მიერ იმ ხალხის სახელის უკვდავყოფა, ვინც რუსეთის აგრესიას შეეწირა. ამ გამარჯვებით „ლურჯ-ყვითლებმა” ის ხალხი გაამხნევეს, ვინც სარდაფებში ყუმბარებს აფარებს თავს, ვისაც სახლი აღარ აქვს, ვისაც ოჯახის წევრი მოუკლეს, ვინც ომობს… გლაზგოში თამაშს 3500 უკრაინელი დაესწრო, მათ შორის…

Read more

საფრანგეთი რომელიც არ მარცხდება და ვეღარც იგებს

კიევში, უკრაინისა და საფრანგეთის ნაკრებთა მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი შეხვედრა ხალხით სავსე(!) ოლიმპიურ სტადიონზე 1:1 დამთავრდა. საინტერესოა, რომ ამ მატჩის მიმოხილვას სხვადასხვა გამოცემა სხვადასხვანაირად იწყებს. პირველი ვარიანტი ასეთია: მიუხედავად იმისა, რომ  უკრაინასთან გვარიანად გაუჭირდა, საფრანგეთის ნაკრებმა მატჩის ფრედ დასრულება მოახერხა და D ჯგუფში დაუმარცხებელ გუნდად რჩება. ის 9 ქულით პირველ ადგილზეა. მეორე ვარიანტი: საფრანგეთის ნაკრებს…

Read more

შევჩენკოს უკრაინა დაუმთავრდა

ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა, ქვეყნის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ დღეს „ტვიტერზე” ასეთი ტექსტი გამოაქვეყნა: დღეს, ვადა ამოეწურა ჩემს კონტრაქტს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან. მე ეროვნულ გუნდთან ხუთი წელიწადი გავატარე. მუხლჩაუხრელი მუშაობის წყალობით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ თანამედროვე ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. მადლობელი ვარ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი კომიტეტის, რომელთაც ნაკრების მწვრთნელად მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. მადლობელი ვარ…

Read more

ინგლისი ემიგრანტების იმედადაა

ევრო 2020-ის მეოთხედფინალში ინგლისი და უკრაინა რომში ხვდებიან ერთმანეთს. ინგლისელ ფანებს იტალიის დედაქალაქში მოხვედრის პრობლემა აქვთ, უკრაინელები კი ნამდვილად იქნებიან სტადიონზე. უფრო ზუსტად, პრობლემა იმ ინგლისელებს აღმოაჩნდათ, რომლებიც სამშობლოდან აპირებდნენ რომში ჩაფრენას და „სტადიო ოლიმპიკოზე” თამაშის ნახვას. მიზეზი: იტალიური კანონების თანახმად, დიდი ბრიტანეთიდან ჩასულმა ხალხმა ხუთდღიანი კარანტინი უნდა გაიაროს. ყველაფერში დამნაშავე covid 19-ის ინდური ნაირსახეობა,…

Read more

ანდერსონი: თამაშის ბედი გაძევებამ გადაწყვიტა

მარკუს დანიელსონი არის 32 წლის შვედი ფეხბურთელი, რომელიც ჩინურ „დალიან პროში” თამაშობს და რომელიც უკრაინასთან ევრო 2020-ის მერვედფინალურ შეხვედრაში, 98-ე წუთზე, მოედნიდან გააძევეს. შვედეთის ნაკრების მწვრთნელი იან ანდერსონი ამბობს, რომ თამაშის ბედი უკრაინის სასარგებლოდ, სწორედ ამ გაძევებამ (ვიდეო) განაპირობა. „ჩვენ ამ ტურნირზე კარგად ვთამაშობდით და უკრაინასთან შეხვედრაშიც გამარჯვებას ვაპირებდით. რად უნდა თქმა, რომ დანიელსონის გაძევებამ…

Read more

ბურთის ფლობა გოლი არ არის

ესპანეთი უკრაინაში 0:1 დამარცხდა. ეს იყო იბერიელთა პირველი წაგება ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში. შეხვედრის ერთადერთი გოლი 22 წლის კიევის დინამოელმა ვიქტორ ციგანკოვმა გაიტანა. ნახევარმცველმა 76-ე წუთზე შეაგდო. თამაში ორი სიტყვით შეიძლება ასე შეფასდეს: ლუის ენრიკეს გუნდი იმიტომ დაისაჯა, რომ მის ხელთ არსებული უპირატესობა ვერ გამოიყენა, გოლი ვერ შეაგდო. ეს გახლდათ ერთა ლიგის A4 ჯგუფის თამაში….

Read more

გერმანელთა ისტორიული გამარჯვება!

ერთა ლიგის A4 ჯგუფში წუხელ უხეში შეცდომების დღე იყო. მეტოქის დოყლაპიობის წყალობით გაიტანა შეხვედრის ერთადერთი გოლი ესპანეთმა შვეიცარიის კარში და ასევე მეკარის უხეში შეცდომა (იხ. ვიდეო) დაეხმარა გერმანიას უკრაინელთა კარში მეორე გოლის გატანაში — 2:1. გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ამ დღეს უცნაური შემადგენლობა შეარჩია — ნამდვილი თავდამსხმელი არ ჰყავდა. როგორც „შპორტბილდი” წერს, თავის წილ…

Read more