ერთა ლიგის A4 ჯგუფში წუხელ უხეში შეცდომების დღე იყო. მეტოქის დოყლაპიობის წყალობით გაიტანა შეხვედრის ერთადერთი გოლი ესპანეთმა შვეიცარიის კარში და ასევე მეკარის უხეში შეცდომა (იხ. ვიდეო) დაეხმარა გერმანიას უკრაინელთა კარში მეორე გოლის გატანაში — 2:1. გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ამ დღეს უცნაური შემადგენლობა შეარჩია — ნამდვილი თავდამსხმელი არ ჰყავდა. როგორც „შპორტბილდი” წერს, თავის წილ...
