ჭდე: უკრაინის ნაკრები

Home უკრაინის ნაკრები
საფრანგეთი რომელიც არ მარცხდება და ვეღარც იგებს
ჩანაწერი

საფრანგეთი რომელიც არ მარცხდება და ვეღარც იგებს

კიევში, უკრაინისა და საფრანგეთის ნაკრებთა მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი შეხვედრა ხალხით სავსე(!) ოლიმპიურ სტადიონზე 1:1 დამთავრდა. საინტერესოა, რომ ამ მატჩის მიმოხილვას სხვადასხვა გამოცემა სხვადასხვანაირად იწყებს. პირველი ვარიანტი ასეთია: მიუხედავად იმისა, რომ  უკრაინასთან გვარიანად გაუჭირდა, საფრანგეთის ნაკრებმა მატჩის ფრედ დასრულება მოახერხა და D ჯგუფში დაუმარცხებელ გუნდად რჩება. ის 9 ქულით პირველ ადგილზეა. მეორე ვარიანტი: საფრანგეთის ნაკრებს...

შევჩენკოს უკრაინა დაუმთავრდა
ჩანაწერი

შევჩენკოს უკრაინა დაუმთავრდა

ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა, ქვეყნის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ დღეს „ტვიტერზე” ასეთი ტექსტი გამოაქვეყნა: დღეს, ვადა ამოეწურა ჩემს კონტრაქტს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან. მე ეროვნულ გუნდთან ხუთი წელიწადი გავატარე. მუხლჩაუხრელი მუშაობის წყალობით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ თანამედროვე ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. მადლობელი ვარ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი კომიტეტის, რომელთაც ნაკრების მწვრთნელად მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. მადლობელი ვარ...

ინგლისი ემიგრანტების იმედადაა
ჩანაწერი

ინგლისი ემიგრანტების იმედადაა

ევრო 2020-ის მეოთხედფინალში ინგლისი და უკრაინა რომში ხვდებიან ერთმანეთს. ინგლისელ ფანებს იტალიის დედაქალაქში მოხვედრის პრობლემა აქვთ, უკრაინელები კი ნამდვილად იქნებიან სტადიონზე. უფრო ზუსტად, პრობლემა იმ ინგლისელებს აღმოაჩნდათ, რომლებიც სამშობლოდან აპირებდნენ რომში ჩაფრენას და „სტადიო ოლიმპიკოზე” თამაშის ნახვას. მიზეზი: იტალიური კანონების თანახმად, დიდი ბრიტანეთიდან ჩასულმა ხალხმა ხუთდღიანი კარანტინი უნდა გაიაროს. ყველაფერში დამნაშავე covid 19-ის ინდური ნაირსახეობა,...

ანდერსონი: თამაშის ბედი გაძევებამ გადაწყვიტა
ჩანაწერი

ანდერსონი: თამაშის ბედი გაძევებამ გადაწყვიტა

მარკუს დანიელსონი არის 32 წლის შვედი ფეხბურთელი, რომელიც ჩინურ „დალიან პროში” თამაშობს და რომელიც უკრაინასთან ევრო 2020-ის მერვედფინალურ შეხვედრაში, 98-ე წუთზე, მოედნიდან გააძევეს. შვედეთის ნაკრების მწვრთნელი იან ანდერსონი ამბობს, რომ თამაშის ბედი უკრაინის სასარგებლოდ, სწორედ ამ გაძევებამ (ვიდეო) განაპირობა. „ჩვენ ამ ტურნირზე კარგად ვთამაშობდით და უკრაინასთან შეხვედრაშიც გამარჯვებას ვაპირებდით. რად უნდა თქმა, რომ დანიელსონის გაძევებამ...

ბურთის ფლობა გოლი არ არის
ჩანაწერი

ბურთის ფლობა გოლი არ არის

ესპანეთი უკრაინაში 0:1 დამარცხდა. ეს იყო იბერიელთა პირველი წაგება ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში. შეხვედრის ერთადერთი გოლი 22 წლის კიევის დინამოელმა ვიქტორ ციგანკოვმა გაიტანა. ნახევარმცველმა 76-ე წუთზე შეაგდო. თამაში ორი სიტყვით შეიძლება ასე შეფასდეს: ლუის ენრიკეს გუნდი იმიტომ დაისაჯა, რომ მის ხელთ არსებული უპირატესობა ვერ გამოიყენა, გოლი ვერ შეაგდო. ეს გახლდათ ერთა ლიგის A4 ჯგუფის თამაში....

გერმანელთა ისტორიული გამარჯვება!
ჩანაწერი

გერმანელთა ისტორიული გამარჯვება!

ერთა ლიგის A4 ჯგუფში წუხელ უხეში შეცდომების დღე იყო. მეტოქის დოყლაპიობის წყალობით გაიტანა შეხვედრის ერთადერთი გოლი ესპანეთმა შვეიცარიის კარში და ასევე მეკარის უხეში შეცდომა (იხ. ვიდეო) დაეხმარა გერმანიას უკრაინელთა კარში მეორე გოლის გატანაში — 2:1. გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ამ დღეს უცნაური შემადგენლობა შეარჩია — ნამდვილი თავდამსხმელი არ ჰყავდა. როგორც „შპორტბილდი” წერს, თავის წილ...