AS: „მის სასარგებლოდ არაფერმა იმუშავა. ბოლოსკენ სასოწარკვეთილი ჩანდა, მაგრამ ცდა არ დაუკლია“.
ეს სიტყვები გავლენიანმა ესპანურმა გაზეთმა ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ დაწერა, რომლის „ვილიარეალმა“ „ბეტისთან“ შინ 1:2 წააგო. „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ ხუთი ტურის შემდეგ ორად ორი ქულით მე-18 ადგილზეა.
„სანამ 1:0-ს ვიგებდით ყველაფერი სცენარის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ როგორც კი გოლი გავუშვით ჩვენი თამაში გაფუჭდა. იმედგაცრუებული ვარ. მეგონა ჩემი გუნდისთვის გამოსავალი მოვიფიქრე, მაგრამ დღეს ამან შედეგი არ გამოიღო. რაღაცებზე თავიდან უნდა დავფიქრდე“, – თქვა მატჩის შემდეგ „ვილიარეალის“ მწვრთნელმა ინიგო პერესმა.
სხვადასხვა საიტებმა მიქაუტაძის თამაში ასე შეაფასეს:
flashscore – 6.8; whoscored – 7.4; sofascore – 6.4; fotmob – 7.2
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები31/10/2026 | 09:14დიდებული ჰაკიმი
მთავარი ამბავი31/10/2026 | 08:14ხვიჩა პირველ ადგილზე მარტო ბზიკაძემ და ბერძენმა დაწერეს
აქეთურ-იქითური30/10/2026 | 09:29ფრანგული საიტი თორნიკეს შესახებ
მთავარი ამბავი30/10/2026 | 07:50კვერნაძემ ბრწყინვალედ ითამაშა
