AS: „მის სასარგებლოდ არაფერმა იმუშავა. ბოლოსკენ სასოწარკვეთილი ჩანდა, მაგრამ ცდა არ დაუკლია“. ეს სიტყვები გავლენიანმა ესპანურმა გაზეთმა ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ დაწერა, რომლის „ვილიარეალმა“ „ბეტისთან“ შინ 1:2 წააგო. „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ ხუთი ტურის შემდეგ ორად ორი ქულით მე-18 ადგილზეა. „სანამ 1:0-ს ვიგებდით ყველაფერი სცენარის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ როგორც კი გოლი გავუშვით ჩვენი თამაში გაფუჭდა. იმედგაცრუებული ვარ....
ჭდე: ჟორჟ მიქაუტაძე
მიქაუტაძის ვილიარეალი ჯერჯერობით ვერ იგებს
AS: „თამაშის მსვლელობისას მისი თამაში თანდათან გაფერმკრთალდა. შანსები შექმნა და ეფექტურიც იყო, მაგრამ გოლების გატანა უჭირს“. ეს სიტყვები ესპანურმა გაზეთმა ქართველი ფორვარდის ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ დაწერა – „ვილიარეალმა“ სტუმრად წააგო ალავესთან 0:1. ინიგო პერესის გუნდს ახალ სეზონში ჯერ არ მოუგია – პირველ და მეორე ტურში „სანტანდერთან“ და „ატლეტიკოსთან“ 2:2 ითამაშა. „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ თავკაცმა მატჩის...
მიქაუტაძე ატლეტიკოსთანაც საუკეთესო იყო
„მან გაიტანა, მაგრამ მეტის გატანა შეეძლო. სახიფათო იყო, მომენტები ჰქონდა, ოღონდ ბოლო დარტყმა აკლდა“, – წერს ესპანური AS „ვილიარეალის“ ქართველი ფორვარდის ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ, რომელიც სტადიონზე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მიქაუტაძის გუნდმა მადრიდში 2:2 ითამაშა „ატლეტიკოსთან“. „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ ახალ მწვრთნელს ინიგო პერესს კი პირველი გამარჯვება კიდევ გადაედო. მისმა გუნდმა ზედიზედ ორიჯერ ითამაშა 2:2. პირველ...
ჟორჟი ორივე გუნდში ყველას სჯობდა
„ვილიარეალმა“ „გალათასარაისთან“ ამხანაგურ მატჩში აჩვენა, რომ სეზონისთვის მზად არის. „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ სტამბოლის „რამს პარკზე“, რომლის ისტორიული სახელია „ალი სამი იენი“ წარმოჩნდა როგორც შეტევაში სახიფათო, ბრძოლისუნარიანი გუნდი. „ვილიარეალმა“ ითამაშა იმ შემადგენლობით, რომლითაც დიდი ალბათობით გულშემატკივრის წინაშე ჩემპიონთა ლიგის მატჩებში წარდგება. პირველი ტაიმი გამორჩევით კარგი იყო. სტუმრები დამსახურებულად გავიდნენ წინ. ინიეგო პერესის შეგირდებმა ხასიათი გამოავლინეს, ითამაშეს...
…მთელს თამაშად ღირდა
ლა ლიგის ბოლო ტურმა AS-ს 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი ანი ერნო გაახსენა, რომელმაც თქვა: „გიყვარდეს ის, რასაც ვერასდროს ნახავ ორჯერ’’. ესპანური გაზეთი წერს, რომ ამიერიდან „ატლეტიკოს’’ გულშემატკივრები მოედანზე ვეღარასდროს ნახავენ ანტუანს, გრიზის, გრიზუს, „პატარა უფლისწულს’’ – ანტუან გრიზმანს, რომელიც წლების განმავლობაში თავისი მხოლოდ ყოფნითაც კი ავსებდა მოედანს. იგივე შეიძლება ითქვას ვილიარეალელ დანიზე, ტვინზე,...
ჟორჟმა თავზე გადაგდება სცადა
ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალმა’’ მესამე პოზიცია განიმტკიცა. საამისოდ მან „სან მამესზე’’ „ბილბაო’’ დაამარცხა – 2:1. „ყვითელ წყალქვეშა ნავს’’ ბილბაოში ბოლო 13 ვიზიტიდან მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული. რამდენადაც ეზეიმებოდათ სტუმრებს, იმდენად უგუნებოდ დარჩნენ მასპინძლები, რომელთათვისაც ეს იყო ლა ლიგაში მე-15, ყველა შეჯიბრებაში კი ოცდამეორე მარცხი. ერთ ჩემპიონატში ბასკებს ამდენი თამაში არასდროს წაუგიათ. 31 ტურის შემდეგ „ბილბაო’’ მე-11...
მიქაუტაძეს იღბალი აკლდა
AS: „ჟორჟ მიქაუტაძე ბევრ ეპიზოდში მონაწილეობდა, მაგრამ იღბალი აკლდა. მან საგოლე მომენტებიც შექმნა და კარშიც დაარტყა, ოღონდ გოლი არ გავიდა’’. „ჟირონამ’’ „ვილიარეალს’’ 1:0 პაუ ნავაროს უიღბლობის ანუ ავტოგოლის დახმარებით მოუგო, რაც 45+1 წუთზე, ზედ შესვენების წინ მოხდა. ეს გახლდათ კატალონიელთა მეოთხე გამარჯვება ბოლო ექვს საშინაო შეხვედრაში. სანაკრებო კვირეულის გამო ორივე გუნდს ორ კვირაზე მეტია არ...
სამი ან ოთხი უკეთესი იქნებოდა
AS: „მან ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ სამი ან ოთხი უნდა გაეტანა. ის შეხვედრაში ძალიან ჩართული და საშიში იყო, მაგრამ სიზუსტე აკლდა’’. AS (სხვა წერილიდან): „მეორე ტაიმში პეპეს ორი მომენტი ჰქონდა, მიქაუტაძეს კი სამჯერ აშკარად შეეძლო გოლი გატანა. მეტოქის კარის წინ ბევრი უზუსტობა რომ არ მოსვლოდა ქართველს გულშემატკივრები მოედნიდან ხელში აყვანილს გაიყვანდნენ’’. ტექნიკურად უფრო სწორად რომ...
მეცხრედ…
საქართველოს ნაკრები 2 ივნისს კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს – თბილისში, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე რუმინეთის ეროვნულ გუნდთან. რუმინეთის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსს ინარჩუნებს – მირჩა ლუჩესკუს გუნდი პლეი ოფის ნახევარფინალში თურქეთის ნაკრებს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ივნისის ამხანაგურ მატჩამდე 26 მარტს, თბილისში, ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს კაუნასში ლიეტუვის წინააღმდეგ...
ნატანჯი ფრე წვიმაში
AS: „მიქაუტაძეს რთული მატჩი ჰქონდა; მას მოვლენების სათავისოდ მოტრიალება და აშკარა საგოლე მომენტების შექმნა გაუჭირდა’’. ჟორჟის „ვილიარეალმა’’ სტუმრად „ალავესთან’’ 1:1 ითამაშა. თავსხმაში „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა’’ მე-40 წუთზე უიღბლობის გამო თავის კარში შეაგდო გოლი (რაფა მარინს ბურთი თავში მოხვდა და ბადეში შევარდა) და მხოლოდ 90+8 წუთზე შეძლო ნიკოლა პეპეს ლამაზი დარტყმით გათანაბრება. ამ დროისთვის მიქაუტაძე უკვე...









