ჟორჟის 23 წუთი და ვინისიუსის მორიგი სკანდალი

ჟორჟის 23 წუთი და ვინისიუსის მორიგი სკანდალი

იან დიომანდემ „რეალის“ შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა, რის წყალობითაც მადრიდელებმა ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალს“ 1:0 მოუგეს. ქართველმა თავდამსხმელმა მოედანზე ბოლო 23 წუთო დაჰყო, ის მოედანზე სერხი კარდონას ნაცვლად შევიდა.

ამ შეხვედრაში იყო ერთი სკანდალური ეპიზოდიც, როდესაც ვინისიუს ჟუნიორმა კანადელ ნათან სალიბას თმაზე დაქაჩა, რაც VAR-ს არ გამოეპარა და ბრაზილიელი მოედნიდან გააგდეს. შესაბამისად გააუქმეს გოლი რომელიც მან ამ დარღვევის შემდგომ ეპიზოდში გაიტანა. ვინისიუსმა წითელი ბარათი რასაკვირველია გააპროტესტა და ტრადიციულად თავის დაჩაგრულად წარმოჩენა სცადა.

AS-მა თმის დაქაჩვის ეპიზოდი დაწვრილებით გაარჩია და დაწერა, რომ ამ შემთხვევაში მთავარი არგუმენტი ის არის, რომ როდესაც ვინისიუსმა მეტოქეს თმაში ხელი ჩაავლო ბურთი სხვაგან იყო. შესაბამისად დამრღვევს პირდაპირ წითელი ბარათი ეკუთვნოდა.

ამ გაძევების გამო ბრაზილიელს სავარაუდოდ სევილიასა და ბარსელონაში თამაშების გამოტოვება მოუწევს, ბარსელონაში თამაში კი არც მეტი-არც ნაკლები „ელ კლასიკოა“, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება.

მოგვიანებით ვინისიუსმა თანაგუნდელებს და გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა.

რაც შეეხება მიქაუტაძეს, მას ბოლოს ჰქონდა ერთი მომენტი, მაგრამ პირდაპირ ტიბო კურტუას დაუმიზნა.

ქართველის თამაში სხვადასხვა გამოცემებმა ასე შეაფასეს: flashscore – 6.5; whoscored – 6.3; sofascore – 6.8; fotmob – 6.3.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.