AS: ასეთ რაღაცებს მისნაირი თავდამსხმელები აკეთებენ. ასე, მოკლედ და გასაგებად შეაფასა ჟორჟ მიქაუტაძის თამაში გავლენიანმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემამ. ქართველი თავდამსხმელი „მესტალიაზე“ „ვალენსიას“ წინააღმდეგ მოედანზე 66-ზე წუთზე შევიდა და 90+6-ზე, როდესაც ანგარიში იყო 1:1, გამარჯვების გოლი შეაგდო. ანგარიში 38-ე წუთზე პენალტით ვალენსიელმა პეპელუმ გახსნა. 69-ე წუთზე ამერიკელმა ალექს ფრიმენმა თავურით გაქვითა, წერტილი კი მიქაუტაძემ დასვა, როდესაც...
ჭდე: ვილიარეალი
ჟორჟის გოლმა ბედი მოატრიალა
AS: „ჟორჟ მიქაუტაძემ მატეო პოლიტანოს შეცდომით ისარგებლა და „ვილიარეალის“ პირველი გოლი გაიტანა. მან გუნდის გამო ყვითელი ბარათიც მიიღო, როდესაც კევინ დე ბრუინის სახიფათო კონტრ-შეტევა წესის დარღვევით ჩაშალა. საბოლოოდ მონდომებამ დიდი ენერგია მოითხოვა და ის შეცვალეს“. გოლი მიქაუტაძემ 23-ე წუთზე გაიტანა, 33-ზე მან ყვითელი ბარათი მიიღო, 64-ზე კი მოედანი დატოვა. „ვილიარეალმა“ „ნაპოლის“ 3:1 მოუგო. ეს იყო...
ჟორჟის 23 წუთი და ვინისიუსის მორიგი სკანდალი
იან დიომანდემ „რეალის“ შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა, რის წყალობითაც მადრიდელებმა ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალს“ 1:0 მოუგეს. ქართველმა თავდამსხმელმა მოედანზე ბოლო 23 წუთო დაჰყო, ის მოედანზე სერხი კარდონას ნაცვლად შევიდა. ამ შეხვედრაში იყო ერთი სკანდალური ეპიზოდიც, როდესაც ვინისიუს ჟუნიორმა კანადელ ნათან სალიბას თმაზე დაქაჩა, რაც VAR-ს არ გამოეპარა და ბრაზილიელი მოედნიდან გააგდეს. შესაბამისად გააუქმეს გოლი რომელიც მან...
ჟორჟმა თავისი გაიტანა!
AS: „კარგი გოლი გაიტანა. იმედი გვაქვს, რომ საკუთარი თავის რწმენას დაუბრუნებს. ინდომებდა“. ასე დაწერა გავლენიანმა ესპანურმა სპორტულმა გაზეთმა ჟორჟ მიქაუტაძეზე, რომელიც შინ „ლევანტესთან“ შეხვედრაში „ვილიარეალის“ თავკაცმა ინიგო პერესმა კვლავ არ ათამაშა სასტარტო შემადგენლობაში და მოედანზე აიოზე პერესის ნაცვლად მხოლოდ 67-ე წუთზე შეიყვანა. როდესაც ქართველი მოედანზე შევიდა „ვილიარეალი“ 2:1-ს იგებდა. ანგარიში 41-ე წუთზე სწორედ პერესმა გახსნა....
პაპემ ჟორჟს პენალტი არ დაარტყმევინა
AS: „მან ძელს გაარტყა ბურთი. უცნაური სანახავი იყო პაპეს პენალტის დარტყმას რომ სთხოვდა“. ასე დაწერა ესპანურმა სპორტულმა გაზეთმა ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ, რომელიც წინა შეხვედრებისგან განსხვავებით მალაგაში ინიგო პერესმა სასტარტო შემადგენლობაში აღარ ათამაშა. „ვილიარეალმა“ „მალაგასთან“ 3:1 მოიგო. ანგარიში მასპინძელმა კარლოს დოტორმა გახსნა, რასაც ალბერტო მოლეირომ და პაპე გუიემ სამი გოლით უპასუხეს. პაპე გუიემ თავისი მეორე გოლი...
მიქაუტაძისთვის სახეირო არაფერი იყო
AS: „მის სასარგებლოდ არაფერმა იმუშავა. ბოლოსკენ სასოწარკვეთილი ჩანდა, მაგრამ ცდა არ დაუკლია“. ეს სიტყვები გავლენიანმა ესპანურმა გაზეთმა ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ დაწერა, რომლის „ვილიარეალმა“ „ბეტისთან“ შინ 1:2 წააგო. „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ ხუთი ტურის შემდეგ ორად ორი ქულით მე-18 ადგილზეა. „სანამ 1:0-ს ვიგებდით ყველაფერი სცენარის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ როგორც კი გოლი გავუშვით ჩვენი თამაში გაფუჭდა. იმედგაცრუებული ვარ....
ჩემპიონთა ლიგაში ქართული დერბის ვარიანტებია 20 ოქტომბერი და 3 ნოემბერი
მას მერე, რაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე კლუბებმა მეტოქეების ვინაობა გაიგეს, მათი გრაფიკიც დადგინდა – უეფამ გამოაქვეყნა ვინ ვის როდეს ხვდება. ქართველ გულშემატკივარს ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელიას, ჟორჟ მიქაუტაძის და გიორგი მამარდაშვილის გუნდების კალენდარი აინტერესებს, რომელთაც ქვემოთ გთავაზობთ. „პარი სენ ჟერმენი“ შეჯიბრებას 9 სექტემბერს შინ ბრატისლავის „სლოვანთან“ შეხვედრით იწყებს. პარიზელებს ისევე როგორც ყველა სხვას...
მიქაუტაძის ვილიარეალი ჯერჯერობით ვერ იგებს
AS: „თამაშის მსვლელობისას მისი თამაში თანდათან გაფერმკრთალდა. შანსები შექმნა და ეფექტურიც იყო, მაგრამ გოლების გატანა უჭირს“. ეს სიტყვები ესპანურმა გაზეთმა ქართველი ფორვარდის ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ დაწერა – „ვილიარეალმა“ სტუმრად წააგო ალავესთან 0:1. ინიგო პერესის გუნდს ახალ სეზონში ჯერ არ მოუგია – პირველ და მეორე ტურში „სანტანდერთან“ და „ატლეტიკოსთან“ 2:2 ითამაშა. „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ თავკაცმა მატჩის...
ორი შესაძლო ქართული დერბი
გნებავთ კლასიკო დაარქვით, გნებავთ შურისძიების მატჩი ან კიდევ სხვა რამ, მაგრამ ფაქტია, ჩემპიონთა ლიგის 2026-27 წლების გათამაშების წილისყრამ ბოლო ორი სეზონის გამარჯვებული „პარი სენ ჟერმენი“ კვლავ „ბარსელონას“ შეახვედრა. „ბარსელონა“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო, ისტორიული კლუბია. ჩვენ მას უდიდეს პატივს ვცემთ. ჩვენს შორის დაპირისპირება დიდი მატჩი იქნება როგორც მათთვის ასევე ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის. დიდი მღელვარებით ველის...
მიქაუტაძე ატლეტიკოსთანაც საუკეთესო იყო
„მან გაიტანა, მაგრამ მეტის გატანა შეეძლო. სახიფათო იყო, მომენტები ჰქონდა, ოღონდ ბოლო დარტყმა აკლდა“, – წერს ესპანური AS „ვილიარეალის“ ქართველი ფორვარდის ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ, რომელიც სტადიონზე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მიქაუტაძის გუნდმა მადრიდში 2:2 ითამაშა „ატლეტიკოსთან“. „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ ახალ მწვრთნელს ინიგო პერესს კი პირველი გამარჯვება კიდევ გადაედო. მისმა გუნდმა ზედიზედ ორიჯერ ითამაშა 2:2. პირველ...









