ჩემპიონთა ლიგაში ქართული დერბის ვარიანტებია 20 ოქტომბერი და 3 ნოემბერი

ჩემპიონთა ლიგაში ქართული დერბის ვარიანტებია 20 ოქტომბერი და 3 ნოემბერი

მას მერე, რაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე კლუბებმა მეტოქეების ვინაობა გაიგეს, მათი გრაფიკიც დადგინდა – უეფამ გამოაქვეყნა ვინ ვის როდეს ხვდება. ქართველ გულშემატკივარს ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელიას, ჟორჟ მიქაუტაძის და გიორგი მამარდაშვილის გუნდების კალენდარი აინტერესებს, რომელთაც ქვემოთ გთავაზობთ.

„პარი სენ ჟერმენი“ შეჯიბრებას 9 სექტემბერს შინ ბრატისლავის „სლოვანთან“ შეხვედრით იწყებს. პარიზელებს ისევე როგორც ყველა სხვას მეორე ტური კარგა ხნის მერე უწევთ: 14 ოქტომბერს სტუმრად „მანჩესტერ სიტისთან“. მესამე ტურის მატჩი იქნება 20 ოქტომბერს შინ „ბარსელონასთან“; შემდეგ 3 ნოემბერს სტუმრად მიქაუტაძის „ვილიარეალთან“; 25 ნოემბერს შინ „რომასთან“; 8 დეკემბერს სტუმრად „ასტონ ვილასთან“; 20 დეკემბერს სტუმრად „კომისთან“ და 27 იანვარს შინ „გალათასარაისთან“, სადაც კვარას „ნაპოლის“ დროინდელი თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი თამაშობს.

ახლა „ვილიარეალის“ განრიგი ვნახოთ: 8 სექტემბერს სტუმრად „დორტმუნდთან“; 13 ოქტომბერს შინ „ნაპოლისთან“; 20 ოქტომბერს სტუმრად „ლივერპულთან“; 3 ნოემბერს შინ „პარი სენ ჟერმენთან“; 25 ნოემბერს სტუმრად „სლავიასთან“; 8 დეკემბერს შინ „საბაჰთან“; 20 იანვარს სტუმრად „ფენერბაჰჩესთან“ და 27 იანვარს შინ „მანჩესტერ იუნაიტედთან“.

რაც შეეხება „ლივერპულს“: 9 სექტემბერს შინ „ატლეტიკოსთან“; 14 ოქტომბერს სტუმრად „ლინცთან“; 20 ოქტომბერს შინ „ვილიარეალთან“; 4 ნოემბერს სტუმრად „ფენერბაჰჩესთან“; 25 ნოემბერს სტუმრად „ბრიუგესთან“, 9 დეკემბერს შინ „პორტუსთან“; 19 იანვარს სტუმრად „ინტერთან“ და 27 იანვარს შინ „ლანსთან“.

ქართული დერბის შესაძლო ვარიანტებია: 20 ოქტომბერს „ლივერპული“ vs „ვილიარეალი“ და 3 ნოემბერს „ვილიარეალი“ vs პსჟ.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.