ლიგა 1-ში ხვიჩა კვარაცხელიას, დეზირე დუესა და ნუნუ მენდეშის გარეშე მოთამაშე „პარი სენ ჟერმენმა“ „ლორიანს“ მოუგო – 2:0. ეს გახლდათ პარიზელთა ზედიზედ მეცხრე გამარჯვება. ლუის ენრიკეს გუნდს პირველი სამი ტურის შემდეგ ერთი შეხვედრაც არ ჰქონდა მოგებული, თუმცა მას მერე იგებს და იგებს. გოლები გაიტანეს სენი მაიულუმ და ოსმან დემბელემ. ამ გამარჯვების წყალობით პსჟ უახლოეს მდევარს „პარიზს“ 6 ქულით უსწრებს.
მოკლედ გარეშე რომ აღვწეროთ, ფაქტობრივად მთელი თამაში იყო ცალკარა, თუმცა ბოლო 10 წუთში სტუმრებმა სამი ყურადსაღები მომენტი შექმნეს. 85-ე წუთზე იბრაჰიმა ბალდემ პენალტიც ვერ გაიტანა.
კიდევ რით იყო ეს შეხვედრა საინტერესო? იმით, რომ პარიზელთა შემადგენლობაში 20 წლის უარენ ზაირ-ემერიმ მეორასე(!) შეხვედრა ჩაატარა. ალბათ არავის გაუკვირდება თუ ვიტყვით, რომ კლუბის ისტორიაში 200 მატჩი ასეთ ახალგაზრდულ ასაკში არავის უთამაშია.
„ამ გუნდში თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მიხარია და მეამაყება. ვცდილობ თავი არ დავზოგო. „პარი სენ ჟერმენში“ თავს ოჯახის წევრებად ვგრძნობთ. აქ ცხოვრებით, ყოველი ცისმარე დღით ძალიან კმაყოფილი ვარ“, – თქვა ზაირ ემერიმ მატჩის შემდეგ.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი29/11/2026 | 07:2720 წლისამ 200 შეხვედრა მოასწრო
აქეთურ-იქითური28/11/2026 | 10:15ალისონს ხელფასის მომატება უნდა
აქეთურ-იქითური28/11/2026 | 09:33პრემიერლიგაში ერთდადერთი სუპერვარსკვლავი დარჩა?
აქეთურ-იქითური28/11/2026 | 07:50ნუნუმ ისევ ექიმებთან გადაინაცვლა
