ლუის ენრიკე დღეს, შაბათს „ლორიანის“ წინააღმდეგ პორტუგალიელ მარცხენა მცველს ნუნუ მენდეშს ვერ ათამაშებს. ახალგამოჯანმრთელებული მენდეში ისევ დაშავდა. „პარი სენ ჟერმენისა“ და „ლორიანის“ ლიგა 1-ის მე-12 ტურის შეხვედრა „პარკ დე პრენსზე“ საქართველოს დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
24 წლის ვარსკვლავს ბოლო თამაშში მარცხენა ბარძაყზე კუნთი გაეჭიმა. ახლა ის ინდივიდუალურად, მისთვის საგანგებოდ შერჩეული გრაფიკით ვარჯიშობს. როგორც აღვნიშნეთ მენდეში დიდი ხანი არ არის რაც მოედანს დაუბრუნდა. მან ბოლო ორ შეხვედრაში, „ნიცასა“ და „რომას“ წინააღმდეგ სამოც-სამოცი წუთი ითამაშა.

მანამდე კი 17 ოქტომბერს „სტრასბურგთან“ დაშავების გამო პორტუგალიელმა ხუთ შეხვედრაში ვერ მიიღო მონაწილეობა. ამ ხუთი მატჩიდან სამი იყო ლიგა 1-ის, ხოლო ორი ჩემპიონთა ლიგის.
ახალ სეზონში ნუნუ მენდეშმა 17 თამაშიდან მხოლოდ 9-ში მიიღო მონაწილეობა. 8 შეხვედრიდან სამი მან დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა – მენდეში საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრის 86-ე წუთზე გააძევეს. მეტოქე მაისურზე ქაჩავდა, მენდეშმა კი მის თავიდან მოსაშორებლად ხელი მოიქნია და იდაყვი მიარტყა სახეში. შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში, რომელიც 16 აგვისტოს გაიმართა, პსჟ-მ „ლანსთან“ 0:1 წააგო.
„ლორიანთან“ შეხვედრაში პარიზელებს ვერც მისი ძირითადი შემადგენლობის წამყვანი ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია და დეზირე დუე დაეხმარებიან. ორივენი გაწყვეტილ ჯვარედინ მყესს მკურნალობენ. მათ შორის განსხვავება ისაა, რომ ხვიჩამ ოპერაცია უკვე გაიკეთა და ახლა რეაბილიტაციის პროცესშია, ხოლო დუე ქირურგიულ მაგიდაზე უახლოეს დღეებში უნდა დაწვეს. ოპერაციის ზუსტი თარიღი ჯერ არ არის ცნობილი.
საინტერესოა, რომ ჯვარედინი მყესი აქვს გაწყვეტილი პარიზელთა კიდევ ერთ, ნაკლებად ცნობილ ფეხბურთელს, 18 წლის იტალიელ მეკარეს ალესანდრო ლონგონის.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/11/2026 | 10:15ალისონს ხელფასის მომატება უნდა
აქეთურ-იქითური28/11/2026 | 09:33პრემიერლიგაში ერთდადერთი სუპერვარსკვლავი დარჩა?
აქეთურ-იქითური28/11/2026 | 07:50ნუნუმ ისევ ექიმებთან გადაინაცვლა
აქეთურ-იქითური27/11/2026 | 10:26ნოიერი მორალური სკანდალის გულში
