მანუელ ნოიერი, რომ დიდი მეკარეა ამას ლაპარაკი არ უნდა, მაგრამ გერმანელი მორალური კამათის ობიექტი გახდა, რამაც მის შემდგომ კარიერაზე შეძლება ძალიან იმოქმედოს. ბოლო დღეებში „შპორტ ბილდმა“ გამოაქვეყნა რამდენიმე სტატია, სადაც ნოიერის და მისი ცოლის, 14 წლით უმცროსი ანიკას განქორწინების თემას შეეხო.
ანიკა ყოფილი ხელბურთელია. ის და ნოიერი 2023 წელს დაქორწინდნენ. 2024 წელს მათ პირველი ვაჟი შეეძინათ, სამი თვის წინ კი მეორე. გერმანული საზოგადოება სწორედ განშორების დრომ აღაშფოთა. მისთვის გაუგებარი გახდა, როგორ შეიძლება ქალის მიტოვება მაშინ, როდესაც მან შვილი გააჩინა.

ნოიერი ბოლოხანს მყესის ნაწილობრივი გაწყვეტას მკურნალობდა. „ბაიერნმა“ გოლიპერს ნება დართო გულის გადასაყოლებლად ბრაზილიაში გამგზავრებულიყო, მაგრამ ცეცხლზე ნავთი სწორედ ამ მოგზაურობამ დაასხვა: BILD-მა აღმოაჩინა, რომ ის სამხრეთ ამერიკაში 23 წლის ფიზიოთერაპევტ ქალთან ერთად გაემგზავრა. ეს ია ქალია, რომელთან ერთადაც გერმანელი მეკარე სექტემბრის ბოლოს სიცილიაზე იყო.
ნოიერის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი ლოთარ მათეუსმა თავის გადაცემაში Lothar Takes Off-ში განიხილა. 1990 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელმა თქვა, რომ ნოიერმა განქორწინებისთვის მომენტი არასწორად შეარჩია, თუმცა პირადი ცხოვრება ყველამ თავად უნდა მოაგვაროს და ისე, როგორც თავად მიაჩნია სწორად.
„მან მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც თავად უნდოდა და ეს მისი საქმე იყო, მაგრამ მომენტის შერჩევაში ძალიან შეცდა“, – თქვა მათეუსმა.
გერმანელი მეკარის ამბავი განსაკუთრებული გარჩევის საგანი მას მერე გახდა, რაც მთელს ქვეყანაში ცნობილმა საოჯახო კონსულტანტმა ქალმა რუტ მარკვარდტმა, რომელსაც სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავს, თავის ინსტაგრამზე თქვა, რომ ეს სიტუაცია ბევრი გერმანელი ქალისთვის კარგად არის ცნობილი.
„ყველა, ვისაც თანაგრძნობა შეუძლია ადვილად წარმოიდგენს მიტოვებული ცოლის მდგომარეობას. მიხვდება, თუ რას გრძნობს ის. რა უნდა უპასუხოს მან პატარა ბიჭუნას, როდესაც ის იკითხავს: სად არის მამა? რა უნდა გააკეთო, როდესაც ამ თემაზე ყოველი ლაპარაკის დროს ცრემლი გახრჩობს?“
საინტერესოა, რომ იმ 60 000 ადამიანს შორის, ვინც მარკვარდტის პოსტი მოიწონა იყვნენ იოზუა კიმიხოს ცოლი ლინა, კონრად ლაიმერის ცოლი იენს-სარა (ორივე ფეხბურთელი ნოიერის თანაგუნდელია) და თავად მეკარის ყოფილი შეყვარებული ნინა ვაისი.
„ჯანდაბა. მე ამ ბიჭით საერთოდ არ ვამაყობ. ის მთელი გერმანელი ერისთვის მაგალითი იყო, ახლა კი…“, – გულდაწყვეტით თქვა რუტ მარკვარდტმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/11/2026 | 10:26ნოიერი მორალური სკანდალის გულში
აქეთურ-იქითური27/11/2026 | 08:41შევალიე ალბათ ამ ზამთარში წავა
აქეთურ-იქითური27/11/2026 | 07:37დემბელე რეკორდისკენ მიიწევს
აქეთურ-იქითური26/11/2026 | 08:54კვარას და დუეს გარეშე
