Breaking News

მანუელ ნოიერი

საუკეთესო

მიუნხენის „ბაიერნის“ მრავალნაცადი, 40 წლის მეკარე მანუელ ნოიერი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში ბავარიელთა და მადრიდის „რეალს“ შორის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მეკარემ ცხრა სეივი შეასრულა, რაც მისი საუკეთესო შედეგია ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 2017 წლის შემდეგ. „რეალსა“ და „ბაიერნს“ შორის მატჩი სამშაბათს 7 აპრილს გაიმართა. ბაიერნმა 2:1 მოიგო. საპაუხო მატჩი 15 აპრილს მიუნხენში გაიმართება.

Read more

რაიოლამ ნოიერს პასუხი გასცა

კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში „ბაიერნის’’ შემტევი ნახევარმცველის ჯამალ მუსიალას დაშავების გამო „პარი სენჟერმენის’’ მეკარეს ჯანლუიჯი დონარუმას დიდი კრიტიკა დაატყდა თავს. თავისი კლიენტი აგენტმა 2022 წელს გარდაცვლილი მინო რაიოლას ბიძაშვილმა ვინჩენცო რაიოლამ დაიცვა, თუმცა მანამდე „გაძეტა დელო სპორტს’’ თავად იტალიელი გოლიპერი ელაპარაკა. „მომხდარით შეძრული ვარ. მუსიალას დაშავების განზრახვა არ მქონია’’, ― თქვა 26 წლის ფეხბურთელმა, რომელიც…

Read more

ნოიერიც…

ტონი კროოსის, თომას მიულერისა და ილქაი გიუნდოგანის შემდეგ, გერმანიის ნაკრებში თამაში მანუელ ნოიერმაც დაასრულა. გადაწყვეტილების შესახებ მან უკვე აცნობა გერმანიის ნაკრების  მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს. „ხანგრძლივის ფიქრის, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ინტენსიური საუბრების შემდეგ გადავწყვიტე, რომ გერმანიის ნაკრებში თამაში დავასრულო. ვინც მიცნობს, ყევლამ იცის, რომ ეს ჩემთვის ადვილად მისაღები გადაწყვეტილება არ იყო. მით უმეტეს, რომ კარგ…

Read more

ძველებს ტუხელი სურთ

„ბაიერნის“ ზოგიერთი ფეხბურთელი კვლავ იმედოვნებს, რომ მწვრთნელი თომას ტუხელი მომავალ სეზონში გუნდში დარჩება. ამბობენ, რომ ამ მოთამაშეებს შორის არიან მანუელ ნოიერი და თომას მიულერი. ისინი ცდილობენ დაარწმუნონ კლუბის ხელმძღვანელობა ტუხელის შენარჩუნებაში. მისი თანაშემწეები, განსაკუთრებით ინგლისელი ენტონი ბარი, ძალიან პოპულარულია მოთამაშეებში. „ბაიერნმა“ უკვე გამოაცხადა, რომ ტუხელი გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემცვლელი ჰანს-დიტერ ფლიკი…

Read more

ნოიერი – 500

კვირას გერმანული ბუნდესლიგის 33-ე ტურის მატჩში „ბაიერნმა“ „ვოლფსბურგი“ 2:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში „ბაიერნის“ მეკარემ, მანუელ ნოიერმა გერმანიის ჩემპიონატში 500 მატჩის ნიშნულს მიაღწია. ნოიერმა ბუნდესლიგაში პირველი მატჩი 2006 წელს „შალკეში“ ჩაატარა. ის მეოთხე მეკარეა, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია ული შტაინის (512), აიკე იმელის (534) და ოლივერ კანის (557) შემდეგ. მიმდინარე სეზონში 38 წლის მეკარემ 31 მატჩი…

Read more

ნოიერი, ულრაიხი –  2025

მიუნხენის „ბაიერნმა“ შეთანხმებას მიაღწია მეკარეებთან – მანუელ ნოიერთან და სვენ ულარაიხთან და მათთან კონტრაქტები გაახანგრძლივა. ისინი მიუნხენურ კლუბში 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩებიან. „მიხარია, რომ კიდევ ერთი წელი დავრჩები „ბაიერნში“. ტრავმის გამო დიდი დრო გამიცდა და ბედენიერი ვარ, ისევ ამ გუნდში ვთამაშობ. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივართან ერთად მომდევნო წლებში კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ, რაც 2025 წელს…

Read more

ნაგელსმანის სია: ნოეირი ნაკრებს მიღმა…

გერმანიის ნაკრები იულიან ნაგელსმანის ხელმძღვანელობით ნოემბრის სანაკრებო პაუზის დროს ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 18 ნოემბერს „ბუნდესგუნდი“ ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველ შეხვედრას გამართავს საკუთრი გულშემატკივრის წინაშე – გერმანელები ბერლინში თურქეთის ნაკრებს შეხვდებიან, 21 ნოემბერს კი ვენაში ავსტრიის წინააღმდეგ ითამაშებენ. ამ შევედრებისთვის ნაგელსმანმა შემადგენლობა დაასხელა და გერმანელებს გარკვეული სიურპრიზები შესთავაზა. ბუნდესგუნდის მწვრთნელმა ნაკრების ოთხი მეკარე დაასახელა: მარკ-ანდრე…

Read more

მალე მანუ…

მიუნხენის „ბაიერნის“ მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, გუნდის მეკარის, მანუელ ნოიერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბი ელოდება, რომ მეკარე უფრო ადრე დაუბრუნდება ვარჯიშს საერთი ჯგუფში, ვიდრე ფიქრობდნენ. „ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ველით, რომ ნოიერი გუნდურ ვარჯიშს მოსალოდნელზე ადრე დაუბრუნდება. ის, რაც „მანუს“ შესრულებით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვნახე, შთამბეჭდავი იყო. ვიმედოვნებთ, ვარჯიშს უახლოეს რამდენიმე კვირაში შეძლებს,“ –…

Read more

ნოიერი წლეულს საეჭვოა, მამარდაშვილი..?

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარის მანუელ ნოიერის დაბრუნება კიდევ გადაიდო და არ არის გამორიცხული მანს 2023 წელს საერთოდ ვერ ითამაშოს. ნოიერმა ბოლოს გუნდთან ერთად 27 ივლისს ივარჯიშა, შემდეგ კი მზადების პროცესი შეაჩერა და 5 აგვისტოს ინდივიდუალურად სატრენაჟორო დარბაზში ფიზიოთერაპევტის მეთვალყურეობით ემზადებიდა. გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული მანუს კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება დასჭირდეს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში…

Read more

ბაიერნს უკეთესი მეკარე უნდა

37 წლის მანუელ ნოიერს უკანდახევის გაგონებაც არ უნდა. თანაგუნდელებთან საუბრების დროს ის ოპტიმისტურად არის განწყობილი. ასევე იყო ორშაბათსაც, ტიგერნსიში, როდესაც გუნდს შეუერთდა. ნოიერი ვარჯიშობს. ზაბენერ შტრასეზე, „ბაიერნის” ბაზაზე, ის ული ჰიონესის და ჟურნალისტების დასანახად დაფრინავდა, მაგრამ მარჯვენა ფეხზე მთელი ძალით დაყრდნობა ჯერ არ შეუძლია. თანდათან სულ უფრო ნათელი ხდება: კაპიტანს დრო სჭირდება. „ბაიერნი” კი მეკარის…

Read more

ნოერი უკვე ვარჯიშობს

ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ კაპიტანმა მანუელ ნოიერმა, თხილამურებით სრიალისას, ფეხი მოიტეხა, რის გამოც დღემდე უქმობს. წინასწარი ინფორმაციით, მანუს მიმდინარე სეზონში დაბრუნების მცირე შანსი ჰქონდა, თუმცა როგორც ცნობილი გახდა, მან ვარჯიში უკვე დაიწყო. „ყოველთვის კონცენტრირდი მიზანზე. ყოველ დღე უკეთესი ხდება – მუდმივად ვუმატებთ ინტენსივობას, რეაბლიტაცია კარგად მიმდინარეობს. ტემპი უნდა შევინარჩუნოთ“,…

Read more

ზომერი ბაიერნში

შვეიცარიის ნაკრებისა და „გლადბახის“ მეკარე იან ზომერი კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს. ზომერი უკვე გაემგზავრა მიუნხენში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „რეკორდმაისტერი“ ტრანსფერს ოფიციალურად გამოაცხადებს. მიუნხენელებს ეს გარიგება 8 მილიონი ევრო (პლუს 1,5 მილიონი ბონუსების სახით) დაუჯდებათ. შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ მეკარის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მანუელ ნოიერმა თხულამურებით სრიალის დროს ფეხი მოიტეხა და ხანგრძლივი დროით…

Read more

ნოიერმა სეზონი დასრულა

გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერმა თხილამურებით სრიალის დროს ფეხი მოიტეხა და მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და ფოტო გაომოაქვეყნა. „მოგესალმებით, რაც შემიძლია ახლა გითხრათ, წლის ბოლო შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო. მძიმე პერიოდის შემდეგ, განტვირთვის მიზნით, თხილამურებზე სრიალის დროს ფეხი მოვიტეხე, ოპერაციამ წარმატებით ჩაირა, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთრა სამედიცინო…

Read more

არც ნოიერი არც გორეცკა

გერმანიის ნაკრები ერთა ლიგის მოახლოებულ შეხვედრებს შინ უნგრეთთან (23 სექტემბერს) და სტუმრად ინგლისთან (26 სექტემბერს) დანაკლისით ხვდება – გუნდს მეკარე მანუელ ნოიერი და ნახევარმცველი ლეონ გირეცკა დააკლდებიან. გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალურ ვებ გვერდზე გაცრცელდა ინფორმაცია, რომ ნოიერს და გორეცკას ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდათ, ისინი იზოლირებულნი არიან გუნდისგან და უახლოეს დროში დატოვებენ შეკრებას. ამას გარდა, „ბაიერნის“…

Read more

გერმანია გაემზადა

23 და 26 სექტემბერს გერმანიის ნაკრები ერთა ლიგის მატჩებს გამართავს შინ უნგრეთის და სტუმრად ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ. გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ამ შეხვედრებისათვის შემადგენლობა დაასახელა. მეკარეები მანუელ ნოიერი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, კევინ ტრაპი. მცველები არმელ-ბელა კოტჩაპი, მათიას გინტერი, რობინ გოსენსი, ტილო კერერი, დავიდ რაუმი, ანტონიო რიუდიგერი, ნიკო შლოტებერკი, ნიკლას ზიულე. ნახევარმცველები იულიან ბრანდტი, ლეონ გორეცკა, ილქაი…

Read more

ნოიერი ფერებში

ევროპის ჩემპიონტზე ლგბტ საზოგადოების ფერებში გაწყობილი კაპიტნის სამკლავურის გამოჩანას ერთი ამბავი მოჰყვა. უფრო რომ დავკონკრეტდეთ გერმანელთა კაპიტანმა მანუელ ნოეიერმა უკვე ორი მატჩი ჩაატარა ფერადი სამკლავურით და ჩანს, შეცვლას არც მომავალი შეხვედრებისას აპირებს. ცხადია, ნოიერის „მრავალფეროვნებით“ უეფაც დაინტერესდა, საქმეში გაერკვია და რამდენიმე დღეში გამოაცხადა, რომ ნოიერს მსგავსი სამკლავურით თამაშის სრული უფლება აქვს და მის შეცვლას ვერ…

Read more

ჩაბი ალონსოს ხუთეული

„ლივერპულის”, „რეალისა” და „ბაიერნის” ყოფილმა ვარსკვლავმა ჩაბი ალონსომ თავისი ხუთი რჩეული ფეხბურთელი დაასახელა. ალონსომ ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ბევრი დიდი ვარსკვლავის მხარდამხარ თუ წინააღმდეგ ითამაშა, ხოლო მისმა ძველმა თანაგუნდელმა ჯეიმი კარაგერმა თავის პოდკასტში The Greatest Game მათგან რამდენიმეს გამოყოფა სთხოვა. კარაგერმა ბასკს ხუთკაცა ფეხბურთის „დრიმ თიმი” შეადგენინა. ალონსომ, რომელიც დღეს „რეალ სოსიედადის” B გუნდს წვრთნის, თავისი…

Read more

ნოიერი ბუფონს ორი თავით სჯობიაო

წარსულში მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარე იენს ლემანმა ისეთი განცხადება გააკეთა, თუ ბევრს არ გადაიმტერებს, კამათის იშტაზე მაინც მოიყვანს. „შედარებაზე საუბარიც არ შეიძლება იყოს. მანუელი, სულ მცირე, ორი თავით აღემატება ჯიჯის. გერმანული ბუნდესლიგა, ინგლისური პრემიერლიგა და ესპანური პრიმერა ცალსახად აღემატებიან იტალიურ სერია A-ს. უკვე ისიც კი სადავოა, ჰყავს თუ არა იტალიურ ფეხბურთს საუკეთესო მცველები და მეკარეები,…

Read more

ათწლეულის ათეული

ფეხბურთის ისტორიისა და სტსტისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ 150 ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა გამოკითხვა და გასული ათწლეულის საიკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. ბუნებრივია, გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ მიღებული სურათი მეტნაკლებად ობიექტური გამოვიდა. ათწლეულის საუკეთესო ათეულში შემდეგი ვარსკვლავები მოხვდნენ: 1. ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინა) 2. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი, პორტუგალია) 3. ანდრეს ინიესტა (ვისელ კობე, ესპანეთი) 4. ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია) 5. სერხიო…

Read more

მე ის სპორტი აღარა ვარ…

ჯერ ისევ გვიჭირს შეგუება, მაგრამ კორონამ ისე შეცვალა ჩვენი ცხოვრების რიტმი, კარგა ხანი მოგვიწევს რეაბილიტაცია. რა არის და რისთვის არსებობს სპორტი? სანახაობაა, რომელიც მაყურებლისთვის იდგმება. ბევრი მილიონიც ამ სანახაობას მოაქვს. ახლა კი რა? ტრიბუნები რომ ცარიელია და შემოსავლის ეს ნაწილი გაქრა, ფაქტია. ტელეაუდიტორია? შემცირდა, რადგან გასუსული ტრიბუნის ფონზე ბურთაობა ვეღარ არის ისეთი მიმზიდველი. შესაბამისად, სტადიონზე…

Read more

მესი შემადგენლობაში ვერ მოხვდა

ამასაც მოვესწარით: ვიღაცამ გაბედა და ლეო მესი შემადგენლობის მიღმა დატოვა. ეს „ვიღაც“ არც მეტი, არც ნაკლები, ფრანგული გამოცემა L’Eguipe გახლავთ. ფრანგებმა 2020 წლის სიმბოლური ნაკრები 4-4-2 სისტემით შეადგინეს და მასში მესის ადგილი ვერ ნახეს. საუკეთესო 11-ეული ასე გამოიყურება:

Read more
No image

ფიფამ ლევანდოვკის მიუნხენში ჩააკითხა

FIFA-მ ონლაინ-რეჟიმში წლის საუკეთესოები დაასახელა და ლაურეატები მწვრთნელების, კაპიტნებისა, ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად აარჩია. საქართველოდან მონაწილეობა „სარბიელმა“ მიიღო, რომელმაც ტრადიციულად, საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის არჩევის უფლება ჰქონდა. წლის საუკეთესო ფეხბურთელი მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელი შემტევი რობერტ ლევანდოვსკი გახდა, რომელმაც პრიზისთვის ბრძოლა ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუსა და „ბარსელონას“ კაპიტან ლეო მესის მოუგო. აღსანიშნავია, რომ…

Read more

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი

უეფას ოფიციალური ინსტაგრამის ცნობით, მიუნხენის ბაიერნის მეკარე მანუელ ნოიერი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. გამოკითხვაში საუკეთესოთა შორის იყვნენ ასევე ბავარიელები, კინგსლი კომანი, ტიაგო ალკანტარა და პარიზელი მარკინიოსი. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ლისაბონურ ფინალში ბაიერნმა პარი სენ-ჟერმენს 1:0 მოუგო და მეექვსედ გახდა ევროპის საკლუბო ჩემპიონი. ამ მაჩვენებლით ბავარიელები ლივერპულს გაუთანაბრდნენ. მეტჯერ პრიზი მილანს (7) და…

Read more

დიდი გერმანელი მეკარე

„ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგა მოიგო და თუკი ამ წარმატებაში ვინმეს ლომის წილი მიუძღვის, ეს მანუელ ნოიერია. 34 წლის გოლკიპერის საუცხოო თამაში შეუმჩნეველი რიგით გულშემატკივარს არ დარჩენია და ლეგენდარულ დანიელ მეკარეს პიტერ შმაიხელს როგორ დარჩებოდა. „მანჩესტერ იუნაიტედისა” და დანიის ეროვნული გუნდის ყოფილმა კარის მცველმა ამერიკულ ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში თქვა: „კარში ნებისმიერი სხვა მეკარე რომ მდგარიყო, „ბაიერნი” ჩემპიონთა…

Read more

ბაიერნი პროვოკაციებს აწყობს

ეს სიტყვები კატალონიურმა „მუნდო დეპორტივომ“ სათაურად გამოიტანა. საქმე ეხება ორი ვეტერანი გერმანელი ვარსკვლავის, „ბარიერნის“ აღმასრულებელი შეფის კარლ-ჰაინც რუმენიგესა და ლოთარ მათეუსის გამონათქვამებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წინ. მოგეხსენებათ, ლიგის მეოთხედფინალში წილისყრამ სწორედ „ბაიერნი“ და „ბარსელონა“ შეახვედრა ერთმანეთს. კერძოდ, რუმენიგემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ორივე გუნდის კარს გერმანელი იცავს — „ბაიერნისას“ მანუელ ნოიერი, ხოლო „ბარსელონასას“ მარკ-ანდრე…

Read more

ტერ შტეგენი ნოიერმა დააჩქარა

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ჯერ 28 წლისაა, რაც მეკარისთვის ლამის ყმაწვილკაცობის ასაკია. ამის მიუხედავად, გერმანელი გოლკიპერი უკვე 6 წელია „ბარსელონას“ ღირსებას იცავს. მის მოქმედ კონტრაქტს ესპანურ კლუბთან 2022 წლის 30 ივნისს გასდიოდა ვადა. ბარსელონაში მისი დიდი ხნით დატოვება სურდათ, მაგრამ ტერ შტეგენი მიუნჰენში „ბაიერნის“ ბოსებსა და მანუელ ნოიერს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებსაც ადევნებდა თვალს. თუ ნოიერს კონტრაქტს…

Read more

ბაიერნმა ნოიერს 5:3 მოუგო

დიდხანს ევაჭრა მანუელ ნოიერი მიუნხენის “ბაიერნის” ბოსებს. 34 წლის გოლკიპერი ახალ, 5-წლიან კონტრაქტს და წლიურად 20 მილიონ ევროს ითხოვდა, მაგრამ არ გამოუვიდა. 3-წლიანი კონტრაქტი და წლიურად 12 მილიონი ევრო – ეს იყო “ბაიერნის” ბოლო სიტყვა. ნოიერი იძულებული იყო, თანხმობა ეთქვა. შეგახსენებთ, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე მიუნხენში 2011 წელს გელზენკირხენის “შალკედან” გადავიდა. ამ ცხრა წლის…

Read more

უი, ცოცხალი ყოფილა!

უნებურად „არაჩვეულებრივი გამოფენა” გაგახსენდება. — ბატონი ბონა მოკვდა? — არა, კისლოვოდსკშია. ფეხბურთელი, რომელიც 2016 წელს ავარიაში დაიღუპა, თავს შესანიშნავად გრძნობს. მისი ცოლის წინააღმდეგ კი საქმე აღიძვრება. გამოიძიებენ დაზღვევასთან დაკავშირებული თაღლითობის ამბავს. ლაპარაკია „შალკეს” მცველ ჰიანიკ კამბაზე, რომელმაც მშობლიურ კონგოში მიაბარა სული არსთა გამრიგეს, მისმა მეუღლემ კი სადაზღვევოსგან ექვსნიშნიანი თანხა მიიღო. და აი, ახლა „ბილდი” წერს,…

Read more

ბაიერნისა და ნოიერის ჩიხი

„ბაიერნისა” და მანუელ ნოიერის საკონტრაქტო მოლაპარაკებები ჯერჯერობით ჩიხშია. ბავარიული კლუბის გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან 34 წლის მეკარესთან საერთო ენა გამოინახება. რუმენიგემ ონლაინ ინტერვიუ მისცა „ბილდს”, რომლის საშუალებითაც კაპიტანს ერთგვარი შემრიგებლური სიგნალი გაუგზავნა, თორემ ეს უკანასკნელი მოლაპარაკებების ბოლოდროინდელი მიმდინარეობით უკმაყოფილო იყო. რუმენიგე: „დარწმუნებული ვარ, რომ ისეთ მოთამაშესთან, როგორიც მანუელ ნოიერია, საბოლოოდ…

Read more

ნოიერი: მარტოობის 5 წელიწადი

როცა მსოფლიო ფეხბურთის უპირველეს ნარცისად კრიშტიანუ რონალდუს ასახელებენ, გერმანელი ექსპერტებისა და ჟურნალისტების დიდი ნაწილი გულიანად იცინის. მათთვის ამ ტიტულის ერთადერთი „კანონიერი“ მფლობელი მიუნხენის „ბაიერნის“ კარის დარაჯი მანუელ ნოიერია. 34 წლის მეკარე თავს ერთადერთად და განუმეორებლად მიიჩნევს შესაბამისი პრეტენზიებით. „ბაიერნი“ ნოიერს, რომელსაც კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება, 2023 წლამდე თანამშრომლობას სთავაზობს, ეს უკანასკნელი კი 5-წლიან ხელშეკრულებას…

Read more

ჰიონესი ლიოვს დაემუქრა

მიუნჰენის „ბაიერნის“ პრეზიდენტის სიტყვები „შპიგელზე“ დაყრდნობით გავრცელდა. ული ჰიონესი დაიმუქრა, რომ „ბაიერნი“ ნაკრებში ფეხბურთელებს აღარ გაუშვებს, თუ ძირითად შემადგენლობაში მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მანუელ ნოიერის ადგილს დაიკავებს. „ეს სიტყვები იოაჰიმ ლიოვამდეც მივა,“ – განაცხადა ჰიონესმა. ცოტა ხნის წინ ტერ შტეგენსა და ნოიერს შორის ტექსტური შეხლა-შემოხლა სოციალურ ქსელებში გაიმართა. ტერ შტეგენის დაწინაურების სურვილს ლიოვი არ მალავს. გერმანელებს…

Read more

გავარდება გერმანია B ლიგაში?

გერმანიამ ჰოლანდიაში 0:3 წააგო — ეს იყო ერთა ლიგის შაბათის ტურის ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი ანგარიში. ამ წაგების შედეგად A ლიგის პირველი ჯგუფის ცხრილში გერმანია 1 ქულით ბოლო ადგილზეა და თუ დავუშვებთ, რომ შეჯიბრება 19 ნოემბერს სწორედ ასე დასრულდება, გერმანელები B ლიგაში გავარდებიან. თუმცა, ჯერ მხოლოდ 2 ტურია გასული და თეორიულად იგივე შეიძლება მოუვიდეთ 3 ქულიან…

Read more

გამოსაფხიზლებელი კრება

ვატუტინკიში, გერმანიის ნაკრების ბაზაზე შეკრებილ ჟურნალისტებს მანუელ ნოიერთან პრეს-კონფერენციის ცდა მოუხდათ. მსოფლიოს ჩემპიონთა მეკარემ მთელი 50 წუთით დაიგვიანა. მიზეზი: ფეხბურთელები საგანგებო თათბირზე იყვნენ, რომელიც დიდხანს გაგრძელდა. ნოიერმა ბოდიში მოიხადა: „მაპატიეთ დაგვიანებისთვის! დამატებითი კრება გვქონდა, რომელიც გაჭიანურდა. ეს იყო გამოსაფხიზლებელი თათბირი. ჩვენს გუნდში ისეთი ინტენსიური და საქმიანი საუბრები მექსიკასთან დამარცხების შემდეგ რომ არის, ადრე არასდროს ყოფილა….

Read more