ვენის საჩოგბურთო ტურნირის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელ კარლოს ალკარასს გაეჯიბრა და ბრძოლაში, 1:6; 6:7 დამარცხდა. პირველი სეტი 29 წუთი გაგრძელდა და ესპანელის უპირატესობა უდიდესი იყო. თავიდან ჩოგბურთელებმა საკუთარი ჩაწოდებები რომ მოიგეს, შემდეგ ალკარასმა ზედიზედ ხუთი წაიღო; ბრეიკით დაიწყო ესპანელმა მეორე სეტიც და ნიკა 0:2 ჩამორჩა. თუმცა, შეცდომების დაშვება ალკარასმაც დაიწყო და ნიკამ მალევე გაათანაბრა –...
Author: ლუკა თალაკვაძე
შემდეგი ალკარასია…
ალმა ათაში თამაშის იშტაზე მოსული ნიკოლოზ ბასილაშვილი ტემპს არ აგდებს და ვენის ტურნირიც გამარჯვებით დაიწყო. ჩვენიანის პირველი მეტოქე მასპინძელთა სახელით მოასპარეზე იური როდიონოვი იყო, რომელიც ტურნირზე უაილდ ქარდით მოხვდა. ბასილაშვილს მხოლოდ პირველ სეტში გაუჭირდა, მაგრამ, მთლიანობაში მარტივად მოიგო – 7:6; 6:1. პირველ სეტში ნიკამ მეტოქე მეხუთე გეიმში დააბრეიკა, მაგრამ, როდესაც მატჩზე აწვდიდა, შეცდომა დაუშვა და...
ორი ბრინჯაო მსოფლიოდან
ყაზახეთის ქალაქ ასტანაში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ყაზახეთიდან საქართველოს დელეგაციას 10 წონიდან ორი ბრინჯაოს მედალი მოაქვს. კვარცხლბეკზე ვახტანგ ლოლუა და იური ლომაძე შედგნენ. 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლოლუამ სომეხ ნორიარ აროიანსა (2:1) და რუს ემინ სეფერშაევს (6:2) აჯობა, მაგრამ ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლისთან 1:5 წააგო და ბრინჯაოსთვის იჭიდავა, სადაც მონღოლი მუნხ ერდენე 10:0 დაამარცხა....
ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
ალმა-ათაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელი ფაკუნდო დიაზ აკოსტასთან 6:2; 6:4 დაამარცხა და მეოთხედინალში გავიდა. მატჩი საათსა და შვიდ წუთს გაგრძელდა. პირველი სეტი უფრო ხანმოკლე იყო – ბასილაშვილმა მეტოქეს მალევე ორი ბრეიკი აართვა და სეტიც წაიღო; მეორეში ბრძოლა იყო: ჯერ ჩვენებურმა წააგო საკუთარი ჩაწოდება და 1:3 ჩამორჩა. თუმცა, დარჩენილ გეიმებში ორი უკუბრეიკი გაახერხა...
მიქაუტაძემ ენფილდზე ალისონს გაუტანა [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ლივერპული“ „ვილიარეალს“ მასპინძლობს. სტუმართა შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაშია. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ანგარიში მატჩის დასაწყისში გახსნა – ჟორჟმა კარგად ისარგებლა ვან დაიკის შეცდომით, რომელიც მეკარეს უბრუნებდა ბურთს, ალისონსაც დაასწრო და მახვილი კუთხიდან ბურთი კარში შეაგორა.
ბასილაშვილმა ჩილიჩი დაამარცხა
ალმაათაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 1 075 160 დოლარი) ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამარჯვებით დაიწყო. 34 წლის ბასილაშვილი პირველ წრეში 38 წლის მარინ ჩილიჩს დაუპირისპირდა და მსოფლიოს ყოფილ მესამე ჩოგანს 6:2, 7:5 აჯობა. მატჩი საათსა და 22 წუთს გაგრძელდა. ნიკამ პირველი სეტი მარტივად მოიგო: მეტოქეს ერთის წილ სამი ბრეიკი აართვა; აი, მეორე სეტში ბასილაშვილი 1:4 ჩამორჩა,...
ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
მანუჩარ მარკოიშვილი „გალათასარაის“ მთავრ მწვრთნელად დაინიშნა – ინფორმაცია თურქულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. „გალათასარაის“ საკალათბურთო კლუბმა შეთანხმებას მიაღწია მანუჩარ მარკოიშვილთან, რომელიც ჩვენს კლუბში მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავებს. მას „გალათასარაის“ ფორმით კალათბურთელობისას უკვე მოუპოვებია ჩემპიონის ტიტული. კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა წამყვან ევროპულ კლუბებში. მარკოიშვილი „გალათასარაის“ 2012–2013 წლების სეზონის შუა პერიოდში შეუერთდა და გადამწყვეტი როლი ითამაშა გუნდის მიერ...
საქართველო მსოფლიოში მესამეა
ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი შერეული გუნდური ასპარეზობაში მოქმედმა ჩემპიონმა საქართველომ ტიტული ვერ შეინარჩუნა და მესამე ადგილს დასჯერდა. საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალში იტალიის ეროვნული გუნდი 4:1 დაამარცხა. გამარჯვებები ირაკლი დემეტრაშვილმა (+100), ეთერ ლიპარტელიანმა (57), გიორგი ლოლაძემ (73) და ლუკა მაისურაძემ (90) მოიპოვეს. მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები უზბეკეთის გუნდთან 3:4 დამარცხდა. მოიგეს ეთერ ლიპარტელიანმა, ნინო გულბანმა (70) და ლაშა...
სარდალას მესამე…
ბაქოში დაიწყო ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი და საქართველოს დელეგაციამ პირველივე დღეს მედალი მოიპოვა. გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. უმჩატეს წონაში მოჭიდავე ქართველი პირველ წრეში თავისუფალი იყო. მეორე ეტაპიდან ჯერ ისრაელის ნაკრების წევრ იჟაკ აშპიზს აჯობა იპონით; შემდეგ პორტუგალიელი ტრალაო ფერნანდეში დიდი უპირატესობით დაამარცხა; მეოთხედფინალში ჩვენებურმა იაპონელ რიუიუ ნაგაიამასთან იპონით წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა; დამამშვიდებელ...
სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
25 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალ სეზონს თბილისში, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით იწყებს. მოახლოებული შეხვედრისთვის მზადებაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „გუნდში კარგი ატმოსფეროა. მართალია, რამდენიმე ფეხბურთელს ნაკლები სათამაშო პრაქტიკა აქვს, მაგრამ აქვთ ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ. ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების თამაშებს თვალს ვადევნებდი და კარგად ვიცნობ. მთავარია, მათთან ბურთი გავაკონტროლოთ....




![Mikautadze-Enfildze-1 მიქაუტაძემ ენფილდზე ალისონს გაუტანა [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/10/Mikautadze-Enfildze-1-360x360.jpg)




