სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ

სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ

25 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ახალ სეზონს თბილისში, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით იწყებს. მოახლოებული შეხვედრისთვის მზადებაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„გუნდში კარგი ატმოსფეროა. მართალია, რამდენიმე ფეხბურთელს ნაკლები სათამაშო პრაქტიკა აქვს, მაგრამ აქვთ ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ.

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების თამაშებს თვალს ვადევნებდი და კარგად ვიცნობ. მთავარია, მათთან ბურთი გავაკონტროლოთ. კარგად ვემზადებით და იმედი მაქვს, რომ ვარჯიშებზე დამუშავებულ კომბინაციებს მოედანზე გადავიტანთ.

მიხარია, რომ ხვიჩა „ოქროს ბურთზეა“ ნომინირებული. ის მართლაც გამორჩეული მოთამაშე და ამას იმსახურებს. ჯორჯ ბესტი ნამდვილად დიდი მოთამაშეა იყო, მაგრამ ხვიჩას უფრო მშვიდი ცხოვრება აქვს.

სამწუხაროდ, ოთო მამაგეიშვილი ტრავმის გამო გამოგვაკლდა, მაგრამ შეკრებაზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და როდესაც მომჯობინდება, ნაკრებში აუცილებლად დავაბრუნებთ. მის ნაცვლად გუნდში ვლადიმერ მამუჩაშვილსა და საბა ლობჟანიძეს ვუხმეთ“.

25 სექტემბერს საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის  მატჩი „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.