ჩემპიონთა ლიგის ორგზის მფლობელი 25 წლის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია უკვე პარიზული კლუბის ლეგენდაა. ის „პარკ დე პრენსზე“ 2025 წლის იანვარში ჩავიდა და მას მერე 87 შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა. მისი მონაგარია 20 საგოლე პასიც. კვარა პსჟ-ს არაერთი გამარჯვების მთავარი შემოქმედი იყო.
BBC-თვის ოსმან დემბელესთან ერთად მიცემულ ინტერვიუში მან „რუბინიდან“ „ბათუმში“, იქიდან კი 2022 წელს „ნაპოლიში“ გადასვლის ამბები გაიხსენა.
„როდესაც რუსეთში ვთამაშობდი ევროპის დიდ კლუბში გადასვლაზე ვოცნებობდი. ჩემი კარიერის საკვანძო მომენტი კი „ნაპოლიში“ ტრანსფერი იყო. საკუთარ თავს ვეუბნებოდი: ახლა შენ გაქვს შესაძლებლობა ყველას დაუმტკიცო, რომ აქ თამაშის ღირსი ხარ. იმხანად საქართველოდან ტოპ ხუთ ლიგაში ბევრი ფეხბურთელი არ გვყავდა და ამის წარმოდგენა ძნელი იყო, მაგრამ როდესაც თამაში დავიწყე ჩემს თავს ვუთხარი, რომ ამ დონეზე დასარჩენად ყველაფერი უნდა გამეკეთებინა“, – თქვა კვარაცხელიამ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/11/2026 | 10:01ელექტროშოკი მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ თამაშამდე ორი დღით ადრე
მთავარი ამბავი11/11/2026 | 08:46ალისონის და შესაბამისად მამარდაშვილის შესახებ
აქეთურ-იქითური11/11/2026 | 07:19მბაპე საფრანგეთის ნაკრების პრობლემაა?
აქეთურ-იქითური10/11/2026 | 09:01რინერი ჯერ საფრანგეთის პრეზიდენტი გახდება და მერე ოლიმპიადაზე გამოვა
