ეროვნული ჩემპიონატის 32-ე ტურში სატურნირო ცხრილში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ლიდერმა „ბათუმმა“ მოულოდნელად ერთ-ერთ აუტსაიდერ „სპაერთან“ სტუმტად წააგო და 12-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია დაასრულა. სპაერელებმა კი 16-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს.
მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ ტურის ბოლო შეხვედრაში „გაგრას“ ამირან ძაგანიას 84-ე წუთზე გატანილი ეთადერთი გოლით მოუგო და „ბათუმს“ ქულებით გაუთანაბრდა. ახლა ზღვისპირელებს და თბილისელებს 59-59 ქულა მოუგროვდათ, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზე ისევ ბათუმელები არიან.
პირველ ოთხეულში ქულათა სიმჭიდროვე ტურნირს დამატებით ინტრიგას სძენს. „დინამოს“ 58 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, 56-ქულიანი „რუსთავი“ კი მეოთხეზე. თავად განსაჯეთ… ჩემპიონატის დამთავრებამდე კიდევ ოთხი ტურია და წინ „იბერია“ – „ბათუმის“ მატჩია, ალბათ, საჩემპიონო…

რაც შეეხება ცხრილის ქვედა ნაქილს, აქ აშკარა აუტსაიდერი „მეშახტეა“ და როგორც ჩანს, ტყიბულელებს ძალიან გაუჭირდებათ ელიტაში ადგილის შენარჩუნება. ტურნირის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე ისინი 11 ქულით ჩამორჩებიან უშუალი კონკურენტებს, „გაგრასა“ და „სპაერს,“ ასე რომ…
მეშახტე 2:3 ტორპედო
1:0 კვირკვია (43), 2:0 პაპუაშვილი (51), 2:1 ბუკია (65), 2:2 სკორუპი (75), 2:3 პირესი (90+4)
სპაერი 3:2 ბათუმი
0:1 მარა (11), 1:1 სამხარაძე (48 პენ), 2:1 ცირდავა (52), 3:1 ასკურავა (69), 3:2 ბუნტური (89 საკ. კარში)
რუსთავი 2:0 სამგურალი
1:0 კესი (65), 2:0 სეიხასი (86)
დილა 0:2 დინამო
0:1 ბა (29), 0:2 ვაწაძე (52)
იბერია 1:0 გაგრა
1:0 ძაგანია (84)
ავტორის პროფილი
- კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/11/2026 | 16:52სპაერმა დაძაბა
აქეთურ-იქითური23/10/2026 | 14:07გია
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:52პსჟ როდრის, როდრი – რეალს…
მთავარი ამბავი05/07/2026 | 22:39გამოუშვით ესპანეთი
