ეროვნული ჩემპიონატის 32-ე ტურში სატურნირო ცხრილში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ლიდერმა „ბათუმმა“ მოულოდნელად ერთ-ერთ აუტსაიდერ „სპაერთან“ სტუმტად წააგო და 12-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია დაასრულა. სპაერელებმა კი 16-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს. მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ ტურის ბოლო შეხვედრაში „გაგრას“ ამირან ძაგანიას 84-ე წუთზე გატანილი ეთადერთი გოლით მოუგო და „ბათუმს“ ქულებით გაუთანაბრდა. ახლა ზღვისპირელებს და თბილისელებს 59-59 ქულა მოუგროვდათ,...
ჭდე: იბერია 1999
იბერია – სტარტი ბელგიაში, ფინიში ჩეხეთში…
რამდენიმე დღის წინ თბილისის „იბერიამ“ კონფერენციის ლიგის ძირითად ეტაპზე მეტოქეები ვინაობა შეიტყო, 29 აგვისტოს კი უეფას ოფიცილურ ვებგვერდზე თამაშების თარიღები და დაწყების დრო გამოქვეყნდა. კალენდრის მიხედვით, საქართველოს ჩემპიონი ტურნირის ძირითად ეტაპზე გამოსვლას 15 ოქტომბერს ბელგიაში, „სენტ ტრუიდენთან“ სტუმრობით იწყებს და 17 დეკემბერს ჩეხეთში „იაბლონეცთან“ მატჩით ასრულებს, შემდეგ კი 36 გუნდიდან 24 საუკეთესო მომდევნო ეტაპზე განაგრძობს...
იბერიამ მეტოქეები გაიგო
გაიმართა კონფერენციის ლიგის ძირითადი ეტაპის წილისყრა, სადაც წელს პირველად ითამაშებს თბილისის „იბერია“. წილისყრისას საქართველოს ჩემპიონი მეექვსე კალათაში იყო განთესილი. კონფერენციის ლიგაში თბილისური კლუბი სამ თამშს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს, სამს კი, სტუმრად. მატჩები საკუთარ მოედანზე ცრვენა ზვეზდა (სერბეთი); ხეტაფე (ესპანეთი); მიალბი (შვედეთი); მატჩები სტუმრად: კოპენჰაგენი (დანია); სენტ-ტრუიდენი (ბელგია); იაბლონეცი (ჩეხეთი);
არის კონფერენციის ლიგის ძირითადი ეტაპი!!! ვიბრძვით ევროპის ლიგისთვის…
საქართველოს ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ ჩრდილოეთ ირლანდიური „ლარნის“ ბარიერი დაძლია და კონფერენციის ლიგის ძირითად ეტაპზე თამაში გაინაღდა, ამასთან საქართველოს ჩემპიონი ევროპის ლიგის პლეი ოფში გავიდა და რანგით მეორე ევროტურნირის ძირითად ეტაპზე მოსახვედრადაც განაგრძობს ბრძოლას. „იბერიამ“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში „ლარნი“ დამატებით დროში 2:1 დაამარცხა და 22-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ევროპული საკლუბო ფეხბურთი დააბრუნა. ანგარიში...
იბერიას მწვრთნელი და კაპიტანი – ლარნთან ისტორიული თამაშისთვის მზად ვართ
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩამდე „იბერიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ და გუნდის კაპიტანმა გიორგი ჯინჯოლავამ პრესკონფერენცია გამართეს და მომავალ მატჩზე ისაუბრეს. „რთული მგზავრობის, გადაღლილობისა და ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაშის გამო, პირველ მატჩში ჩვენი ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ, კარგად ვერ გამოვიყურებოდით და მეტოქეს თამაში დავუთმეთ, მაგრამ ეს არავის აინტერესებს, მთავარი შედეგია. ბიჭებს კი შევაქებ და მადლობას...
იბერია, დინამო, დილა და სავარაუდოები…
უეფა-ს შტაბ-ბინაში ევროტურნირების მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვნენ ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები, თუ, რა თქმა უნდა, ისინი მეორე ეტაპს გადალახავენ. ჩემპიონთა ლიგაში „იბერია“ ბრატისლავის „სლოვანთან“ წარმატების შემთხვევაში, მესამე ეტაპზე შვედური „მიალბისა“ და გიბრალტარის „ლინკოლნს“ შორის უკეთესს შეხვდება. იმ შემთხვევაში, თუ „იბერია“ „სლოვანის“ წინააღმდეგობას ვერ დაძლევს, საქართველოს ჩემპიონი ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც...
სუპერთასი ქუთაისში წავიდა
საქართველოს სუპერთასი ქუთაისის „ტორპედომ“ მეოთხედ მოიპოვა – ფინალურ შეხვედრაში ქუთაისელებმა თბილისის „იბერია“ დაამარცხეს და გერმანელი დირკ შუსტერის ხელმძღვანელობით პირველი ტიტული მოიპოვეს. თბილისში გამართულ შეხვედრაში სტუმრებმა პირველ ტაიმში ანდრიჩისა და არაბიძის გოლებით ორბურთიანი ფორა მოიპოვეს, ტაიმის ბოლოს ბედოშვილმა სხვაობა შეამცირა. მეორე ტაიმში ნიკოლოზ დადიანმა ანგარიში გაათანაბრა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც სტუმრებმა უფრო იყოჩაღეს,...
წითელი ტური
ორთვიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. მესამე წრე დაიწყო. ეს პერიოდი ყველაზე რთულია ხოლმე ჩვენ საკლუბო ფეხბურთში იმიტომ, რომ სამწუხაროდ ბოლო წლებში, ივლისში, ყველა კლუბი ნაადრევად ვარდება ევროთასებიდან და ეს დეპრესიული განწყობა თამაშებსაც ეტყობა. მაგალითად მოქმედი ჩემპიონი და ლიდერი „იბერია“ აუტსაიდერ „თელავთან“ შინ დამარცხდა – 2:3. ორჯერ იგებდა და ბოლოს მაინც წააგო. თანაც სამივე...
ჩემპიონი სახლში წავიდა…
საქართველოს ჩემპიონმა ივლისში დაწყებული ევროტურნირები ივლისშივე დაასრულა – თბილისის „იბერიამ“ ესტონური „ლევადიას“ ბარიერი ვერ დაძლია და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ კონფერენციის ლიგასაც დაემშვიდობა. თბილისელები პირველი ტაიმის ბოლო წუთზე დაწინაურდნენ და თითქოს იმედიც გაჩნდა, მაგრამ მეორე ტაიმის დასწყისშივე ესტონელებმა ანგარიში გაათანებრეს. საქართველოს ჩემპიონმა მატჩის ბოლოსკენ კიდევ ერთხელ შეძლო დაწინაურება და თამაში დამატებით დროში გადავიდა, სადაც „ლევადიამ“ გადამწყვეტი...
ოთხი გუნდის ოთხი მარცხი
კონფერნეციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი ქართული გუნდი თამაშობდა და პირველი მატჩები ოთხივემ წააგო. ერთია, არცერთი ისეთი ანგარიშით არ დამარცხებულა, რომ საპასუხო მატჩების წინ თითქოს განწირულები ჩანდნენ, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით სათამაშო ხარისხზე, რაც უფრო პესიმისტურად განგვაწყობს. ქუთაისის „ტორპედომ“ 0:1 წააგო კვიპროსის „ომონიასთან“ და შანსი დაიტოვა. თუმცა, თუ თამაშის ხარისხით ვიმსჯელებთ, ეს შანსი მინიმალურია. რიონისპირელებს...









