საქართველოს ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ ჩრდილოეთ ირლანდიური „ლარნის“ ბარიერი დაძლია და კონფერენციის ლიგის ძირითად ეტაპზე თამაში გაინაღდა, ამასთან საქართველოს ჩემპიონი ევროპის ლიგის პლეი ოფში გავიდა და რანგით მეორე ევროტურნირის ძირითად ეტაპზე მოსახვედრადაც განაგრძობს ბრძოლას. „იბერიამ“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში „ლარნი“ დამატებით დროში 2:1 დაამარცხა და 22-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ევროპული საკლუბო ფეხბურთი დააბრუნა. ანგარიში...
Author: მიშა ჯაში (მიშა ჯაში)
რევანში და მეოთხედფინალი…
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალური მატჩში თურქეთს 19:12 აჯობა და სუპერფინალში გასასვლელად ბრძოლას განაგრძოობს. ისე მოხდა, რომ ეს გუნდები ჯგუფურ ეტაპზე ერთად მოხვდნენ. მაშინ თურქებმა ერთი ბურთით მოიგეს, ახლა კი, რევაზ ჩომახიძის გუნდმა დამაჯერებელი რევანში აიღო. ამჯერად თურქებმა უკეთ დაიწყეს და პირველი მეოთხედის შემდეგ ორი ბურთით იგებდნენ. თუმცა, საქართველომ ანგარიში დიდ შესვენებამდე...
მარტივი მოგება დანიაში
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დანია სტუმრად დიდი ანგარიშით 89:71 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. უღიმღამო და ქულამწირი პირველი მეოთხედის (12:12) შემდეგ ჩვენმა გუნდმა ძალიან მოუმატა. მეორე მეოთხედი 27:20 მოიგო, ხოლო მესამე მეოთხედში 38:25 იმარჯვა და მატჩის ბედი ვადაზე ადრე გადაწყვიტა. მეოთხე პერიოდში წავაგეთ, მაგრამ ამ ფაქტს საერთო გამარჯვებაში ხელი არ შეუშლია....
კვარას გოლი ფინალში [VIDEO]…
საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ ბრაზილიურ „ფლამენგოს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხა – 1:1 (პენ. 2:1). შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩნდა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა… იხილეთ ვიდეო…
საბალენკამ ამერიკის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო
US OPEN-ის ფინალში არინა საბალენკამ ამანდა ანისიმოვა ორ სეტში, 6:3; 7:6 დაამარცხა – ბელარუსმა ჩოგბურთელმა ამერიკაში ზედიზედ მეორედ იმარჯვა, სულ კი, მისი მონაგარი ოთხი დიდი სლემის ტიტულია. საერთო ჯამში საბალენკამ ტიტული დამაჯერებელად მოიგო და ტურნირის განმავლობაში მხოლოდ ერთი სეტი დათმო. ანისიმოვა კი, ზედიზედ მეორედ გავიდა დიდი სლემის ფინალში და მეორედ წააგო – წინა უიმლბდონი იყო....
ამერიკაში უიმბლდონის ფინალი მეორდება
ამერიკის ღია პირველობაზე კაცთა შორის უიმბლდონის ფინალი განმეორდება. ეს გასაკვირიც არ არის – წელს ესპანელი კარლოს ალკარასი და იტალიელი იანიკ სინერი ყველაფერს რიგრიგობით იგებენ. მეტიც, ავსტრალიის ფინალის გარდა, სხვა ფინალებშიც ერთმანეთს ხვდებიან. 22 წლის ესპანელმა ნახევარფინალში ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩი მარტივად, სამ სეტში დაამარცხა – 6:4; 7:6; 6:2. მატჩი ორ საათსა და 26 წუთს გაგრძელდა. US...



![Kvara_1 კვარას გოლი ფინალში [VIDEO]…](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2025/12/Kvara_1.jpg)

