საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალური მატჩში თურქეთს 19:12 აჯობა და სუპერფინალში გასასვლელად ბრძოლას განაგრძოობს.
ისე მოხდა, რომ ეს გუნდები ჯგუფურ ეტაპზე ერთად მოხვდნენ. მაშინ თურქებმა ერთი ბურთით მოიგეს, ახლა კი, რევაზ ჩომახიძის გუნდმა დამაჯერებელი რევანში აიღო.
ამჯერად თურქებმა უკეთ დაიწყეს და პირველი მეოთხედის შემდეგ ორი ბურთით იგებდნენ. თუმცა, საქართველომ ანგარიში დიდ შესვენებამდე გაათანაბრა, მერე კი, მეტოქე პირწმინდად დაჩაგრა. მესამე მეოთხედი ჩვენებმა სამი ბურთით მოიგეს და საბოლოო გამარჯვება აღარ გასჭირვებიათ.
საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა. მეტოქე მოგვიანებით უკრაინისა და კანადის მატჩში გაირკვევა.
რაც შეეხება მსოფლიო თასის სუპერფინალში მოხვედრას, იქ მხოლოდ ფინალისტები გავლენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა თურქეთთან:
ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე; საბა ტყეშელაშვილი, ვატო დადვანი (1 გოლი), ნიკა შუშიაშვილი (3), ანდრია ბითაძე (1), დუშან ვასიჩი (4), ხვიჩა ჯახაია, ბესარიონ ახვლედიანი (3), გიორგი მესხი (1), ანდრია ვლაჰოვიჩი (3), ლუკა ჩიქოვანი, სტეფან პიეშივაცი (2), საბა მაჭავარიანი (1).

ავტორის პროფილი
უახლესი პოსტები
სიახლეები08/10/2026 | 17:43უმედლო დღე
სიახლეები11/08/2026 | 22:41არის კონფერენციის ლიგის ძირითადი ეტაპი!!! ვიბრძვით ევროპის ლიგისთვის…
კატეგორიის გარეშე10/04/2026 | 14:37რევანში და მეოთხედფინალი…
კატეგორიის გარეშე28/02/2026 | 02:07მარტივი მოგება დანიაში